თავი 8

13 0 0
                                    

ცხოვრება ხომ ასეთი რაღაცააა, ერთხელ თუ შეგატყო რომ დაგაჩოქა მერე აღარ გინდობს. ან ფეხი უნდა აუწყო ან უნდა დაემორჩილო....
არ ვიყავი მე ის გოგო ცხოვრებისათვის რომ წინააღმდეგობა გამეწია.... საწოლში შევწექი და ბალიშს მაგრად შემოვხვიე ხელები..
დილით იგივე პოზაში გამეღვიძა..ადგომის თავი არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი რომ დათო აუცილებად მომაკითხავდა, დღეს ახალ სამსახურში გავდიოდი და სხვა გზა არ მქონდა...
ფეთინივით წამოვხტი ზეზე და სააბაზანოს ვეცი..უკვე ცხრა ხდებოდა, კარზე ზარის ხმა რომ გავიგონე და მთელი სინაზით აღსავსე გავეშურე კარის ასაღებად. გაღებულ კართან სახტად დავრჩი, ჩემს წინ ბაჩო იდგა და მიღიმოდა..
– მზად ხარ, რომ წავიდეთ?
– მზად ვარ, სიმართლე რომ ვთქვა დათოს ველოდი...
– ხო, მაგრამ დაურეკეს და წავიდა... გეწყინა მე რომ მოვედი?
– არა რას ამბობ ბაჩო... უბრალოდ არ გელოდი.. ახლავე, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ..
მანქანაში ჩავჯექით თუ არა მუსიკა ჩართო და გამომხედა. მინდოდა რაიმე თემით დამეწყო საუბარი საიდანაც მარტივად გადავიდოგი დათოსკენ..
– დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ შენ და დათო??
– საკმაოდ.. რაც მაღაზიათა ქსელი დაარსდა მის მერე.. ერთი უბრალოდ ბიჭი ვარ. მშობლები მე არ მყავს და ოჯახი შევეცოდე და თავისთან წამომიყვანა სამუშაოდ..
– თავისთან , სად არის ეს ბაჩო?..
– აქ რა. მეც ამ მაღაზიებში ვარ. როცა ვინმეს რამე დაჭირდება მავალებენ, ძირითადად ტატოს..
– ანუ მეგობრები ხართ სამივე?
– მეგობრები ვართ რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონი დავითი მაინც დისტანციას იცავს ჩემთან კი არა ტატოსტანაც კი...
– „ბატონი დავითი“– ისევ მომხვდა ყურში ეს სიტყვები და გულმა რეჩხი მიყო... ტატოს დიდი ხანია იცნობ?
– კი ბავშობიდან, ერთად გაიზარდნენ...ყველაფერში მხარში უდგას... მაგარი კაცია.
– და თქვენი უფროსი როგორი კაცია??
– მოულოდნელად დაიბნა და გამომხედა..– კარგი კაცია. ყურადღებიანი და ყველას გვიყვარს..
– მეჩვენება თუ არც ერთს არ გიყვართ უფროსზე საუბარი??
– ხო რაღაცა ამ სტილში, თვითონ არ უყვარს როცა მასზე ვლაპარაკობთ და. შენც ხო გაიცნობ ხოდა მერე თვითონ იტყვი რომ მართალი ვიყავი.... აი მოვედით კიდეც.. ისე მითხრა გეგონებოდათ გულზე ლოდი ეწვა და მოიშორაო....
ბაჩოს გვერდით გულის ფანცქალით მივდიოდი, ვიღაც ბებერს და არაორდინალურ ადამიანს ველოდი კაბინეტში... ჩემდა გასაოცად შავ ტყავის სავარძელში მოკალათებული ტატო დავინახე თუ არა გავუღიმე..
– ოო, ეს ვინ მოსულა. მოდი მოდი, დაჯექი..
– მოიცადე. შენ რას აკეთებ აქ?
– ვმუშაობ... ნანუკა, რატო მიყურებ ასე გაოცებული??
– შენ ხარ უფროსი??
– არა გოგო. რა მე... მოადგილე ვარ.. მეწილეც..
– ვაააა, შენ რა მაგარი ვიღაც ყოფილხარ ტატო... უფროსთან უნდა შემიყვანო?
– არააა. დამშვიდდი , მასთან რა გინდა. უკვე ყველაფერი მოვაგვარე. და იცის რომ ახალი მენეჯერი ამყავს...
– რა კარგია, ტატო ვნერვიულობდი... რავიცი რო არ მოვწონებოდი ... დათო აქ არ მოდის ხოლმე???
– მოდის მოდის,, გვიან მოვა.. გინდოდა რამე?
– არა ისე...
სკამიდან წამომაყენა და ხელი მომხვია,, ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობდი რომ ძლიერი ვიყავი...
თანამშრომლები სათითაოდ გამაცნო და დერეფნის ბოლოში პატარაა ოთახისაკენ წამიყვანა.. კედელზე დიდი ასოებით ეწერა ჩემი სახელიდ და გვარი.. ქვეშ ჩემი თანამდებობაც მიეთითებინათ. გაოცებულმა გავხედე ტატოს და თვალი ჩამიკრა..
– აბა რა გეგონა.. გეუბნებოდი მაგარ სამსახურს გთავაზობთ თქო.. გოგო მენეჯერი ხარ კონსულტანტი კი არა.. ხო იცი ახლა ბევრი საქმე გექნება ნანუკა და არ მინდა შემარცხვინო მე რა?!– დათო არ შეარცხვინო ..
– არა რას ამბობ ტატო, მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო... არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო...
– მადლობა დათოს გადაუხადე -ღიმილით მოთხრა და კაბინეტის კარი შეაღო..
**
სახლში გადაღლილი მივედი მაგრამ ემოციებს ვერ ვფარავდი.. ასეთი გარემო ასეთი ხალხი , ალბად ამაზე კარგს ვერაფერს წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში...დაწოლას ვაპირებდი რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება აკიაფდა ჩემს ტელეფონზე... გაოცებულმა დავხედე ეკრანს და კარისაკენ წავედი... ჩემს წინ ყვავილებით , და შამპანიურით ხელში იდგა დათო... ვნება მორეულმა გამიღიმა... ისე შემოვიდა შეიგნით არაფერი უთქვამს.. ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და ცერად გამომხედა..
– რა ხდება?– სიცილით ვკითხე და დოინჯი შემოვიყარე...
– არაფერი. იმ საქმის დასასრულებლად მოვედი გუშინ რო დავიწყეთ...
– და გუშინ რომ არაფერი დაგვიწყია?
– არა?? მოიცადე გაგახსენებ, გუშინ მე და შენ საძინებელში ..
– დათო . კარგი. ვსიო საკმარისია, ნუ მახსენებ...
– რატომ? მე ჯერ არც დამვიწყებია.. არა შენი სიხალოვე არ მაძლევს დავიწყების საშუალებას ნანუკა... ხელები წელზე მაგრად შემომხვია და გულზე მიმიკრა.. ვიცი ახლა ფიქრობ რომ თაზოსგან არაფრით განვსხვავდები, მაგრამ მიყვარხარ.. ჯიბრზე მექცევი მგონი ასე რომ ჭკუიდან გადამიყვანო არა?? ხან მეფერები ხან ხელს მკრავ..
– მოდი სხვა დროისთვის გადავდოთ ეს ყველაფერი....
– კარგი, როგორც გინდა– უმალ გამიშვა ხელები და საკმაო გაოცება აღიბეჭდა ჩემს სახეზე...
აივანზე ვიჯექით და ცივ შამანიურს ცივ ამინდში გემრიელად მივირთმევდით... აქამდე არასოეს დამელია. თუ ერთ ჭიქა კახურ ღვინოს არ ჩავთვლით.. ისიც მხოლოდ ახალ წელზე ხდებოდა... თვალები მაგრად დავხუჭე და თავი გვიქნიე.. მხვდა რომ წესრიგში არ ვიყავი.. გავუღიმე და თმები ცალ მხარეს გადმოვიყარე...
– გავიყინე.. არ გინდა ჩემსკენ მოხოხდე??
– მოვხოხდე? მერე რის უფლებას მომცემ?
– ჩახუტების... მაგრად მაგრად ჩამეხუტე .. მე თავს დაგადებ და გავიტრუნები...
– მარტო ჩახუტების?? მოხოხდე იმიტომ რომ ჩაგეხუტო?? ჩემმა ხელებმა რომ უფრო მეტი მოინდომონ?
– მეტი რამდენია?
– მხოლოდ ჩახუტება და კოცნა..მეტი არაფერი.....
– გითხარი ეგ ჩემს ხელებს უთხარი–ტქო...
– ვეტყვი ვეტყვი.. არ შემეშინდება.... ჰა მოხოხდები თუ არაა...?
– ნანუკა მიწვევ, და მერე როგორ... ჭკუიდან მწევ... სწრაფად წამოდგა და ოთახში შევიდა. ჯიბრზე შევყევი უკან. სასმელი საშინლად მათამამებდა..
ზურგიდან შევუცურე ხელები და მკერდზე ნელა დავუსვი, მივხვდი ესიამოვნა... თვალები დავხუჭე და განიერ მხრებზე ვაკოცე.... ხელზე მაგრად მომიჭირა ხელები და თავისკენ შემატრიალა.... გაცხელებული ტუჩები შემახო ქვედა ტუჩზე და ვიგრძენი როგორ ამემღვრა სისხლი ძარღვებში.. როგორ ავიდა ორასამდე ჩემი არტერიული წნევა...ხელები კისერზე ჩემოვხვიე და კოცნაში ავყევი... არა კი არ ავყევი, ვაიძულე რომ თავი დაეკარგა.. ვაიძულე რომ გიჟივით დაეწყო ჩემთვის კოცნა... პერანგის ღილები ნელა გავუხსენი და ორივე ხელი მტაცა ხელზე... უარის ნიშნად თავი გამიქნია მაგრამ იმდენად მქონდა ვნება მორეული, მთელი ძალით ავუქნიე ხელები და მხრებიდან გადავაძრე.. ჩემს ქცევაზე გაეცინა და ნერვიულად გამიქნია თავი... მაისურის ქვეშ ნელა შემიცურა თბილი ხელები და ჩემს რეაქციას ბოლომდე დაელოდა.... მთელი ძალით ავეკარი მკერდზე.... რამოდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან და კედელს ავეყუდე... ორ წუთში მოახერხა ჩემი სხეულის მოშიშვლება და საძინებლისაკენ კოცნაში გართულები გავედით.... არაფერს ვგრძნობდი და არაფერზე ვფიქრობდი, მასთან ყოფნის გარდა.... მომინდა მისი სხეულის სითბო მეგრძნო.. მინდოდა ის ყოფილიყო ჩემთვის პირველი მამაკაცი... მამაკაცი რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი, მაგრამ ისე მწყუროდა მისი სიახლოვე როგორც მწყურვალს.... დახელოვნებულივით ვკოცნიდი და შიშველ ზურგზე ვნებიანად ვუსვავდი ხელებს.... უეცრად მოეგო გონს და ხელები გამიშვა...
– იქნებ ადრეა ნანუკა.. შენმა მოხოხებამ ხო ხედავ სადამდე მიგვიყვანა..
– ადრე კი არააა უკვე დავაგვიანეთ...– ჩუმად ვუჩურჩულე და ყურთან ვაკოცე..
სანთელივით დადნა, ეს პიკი იყო მისი ვნებების მოზღვავებისა.. ხელში ამიტაცა და საწოლზე ნელა დამაწვინა.. წამში ვიგრძენი მისი გავარვარებული სხეული ჩემს ზემოდან და თვალები დავხუჭე.... ვნების ქარცეცხლში მოქცეული ხმის ამოღებსასაც ვერ ვახერხებდი. იმდენად მსიამოვნებდა მისი ყოველი ქმედება და ქცევა.... დრო და დრო მკოცნიდა მოშიშვლებულ მკერდზე და დაბერილ ტუჩებზე....
მერე კაგა ხანს ასე უხმოდ ვიწექით ორივე...გაოცებულმა მომაპყრო მზერა, შიშველ მხრებზე პერანგი მოიცვა და აივანზე გახურებული გულის გასაგრილებლად გავიდა... ცოტა ხანი ვადროვე და მეც მასთან გავედი.... ჩემ შეხებას არ შეუშინებია ისედაც მელოდა....
– დათო ხდება რამე? ასე რატომ წამოხტი...
– იმიტომ, ეს რაც გავაკეთეთ წამიერი იყო შენთვის არა? სასმელმა გაგათამამა ნანუკა? ვიცი რომ არ გიყვარვარ.. არ ვიცი ამ თამაშში რატომ აგყევი.. სისულელე გავაკეთე,..
– არა, ცდები ასე არაა.....
– ასეა.. შენ ჩემში გიზიდავს ყველაფერი. ჩემი სხეულში ვნებას გმატებს აღგაგზნებს მაგრამ გულში რა ხდება? იცი როგორ შემიყვარდა ეს შენი უბრალო გაცრეცილი სახე?? შენი ქერა თმები... შენი დაბერილი ტუჩები.... სისულეე გავაკეთე.. ჩვენმა მოხოხებამ ხო ნახე სად მოგვიყვანა...
– მის სიტყვებზე გულიანად გადავიხარხარე და თავი მხარზე დავადე.... ცდები. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. აქამდე მხოლოდ ჩემი მშობლების სიტყვებზე ვცხოვრობდი, ახლა მინდა ისე ვიცხოვრო როგორც მინდა...
– და შენი პირველივე სურვილი ეს იყო?? შენი ქალიშვილობა იმ კაცისთვის დაგეთმო ვინც არ გიყვარს და ვისაც ჯერ არ იცნობ წესიერად არა.... ხელები გამაშვებინა და მისაღებში შევიდა... მიკეტილ კარს მივეყუდე და მის დაკუნთულ სხეულს კიდევ ერთხელ ავაყოლე თვალი.... ნერვიულობისაგან შამპანურის ბოთლს სტაცა ხელი და პირდაპირ აიყუდა.. მოთმინების ფიალა ამივსო მისმა ქცევამ. მისკენ წავედი და ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე....
– ხო ეს თითქმის უცნობ კაცთან გავაკეთე... ხო კარგად არ გიცნობ.. მართალი ხარ შენი ყველაფერი მიზიდავს და ჭკუიდან გადავყავარ. მაგრამ როგორც შენ თქვი ჩემი ქალიშვილობა იმ კაცს ჩავაბარე ვინც ამად ღირდა.. იმ კაცს რომელიც სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა... ჯერ კიდევ მაშინ როცა მანქანაში ჩამისვა და აკანკალებულ ხელებზე თავისი თბილი ხელები დამადო.... ნუთუ რთულია იმის მიხვედრა რომ მიყვარხარ.. როგორ გგონია შენამდე არ იყო ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი? მაგრამ მათთან არ დავწოლილვარ... შენთან ვიწექი იმიტომ რომ მინდოდა პირველიც და ბოლოც შენ ყოფილიყავი.....
– თავი ზღაპარში მგონია უსინდისო ვიყო.. არ მჯერა ამ ყველაფრის რა...– ნერვიუად მოისრისა შუბლი და გულშ ჩამიკრა... მიყვარხარ , ყველაზე და ყველაფერზე მეტად.... შენს მეტი არავინ მჭირდება ნანუკა... არასოდეს მიმატოვო...
– გპირდები....
**
დილით მის მკლავზე თავდადებულს გამომეღვიძა.. ნელა გავახილე თვალები და ავხედე. გაშტერებული მიშტერებოდა თეთრ ჭერს და ხმას არ იღებდა.. ვგრძნობდი რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობდა.. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მე არ მქონდა სინდიდის ქენჯნის გრძნობა.. მე არ ვგრძნობდი დანაშაულს. არ ვთვლიდი რომ ცუდად მოვიქეცი...
მახსოვს მაშინ ჯერ კიდევ მეთეთმეტე კლასში ვიყავი, როგორც წესი გოგოები ამ დროს ბიჭებზე ფიქრობენ და ყველას უნდა ყავდეს შეყვარებული, რაღა დაგიმალოთ და არც მე ვიყავი გამონაკლისი.. მიუხედავად იმისა რომ თვალის მომჭრელი სილამზით არ გამოვირჩეოდი, ნუ მე ასე ვთვლიდი, მეც ვცდილობდი მყოლოდა ვინმე ვინც მეყვარებოდა... მაშინ პირველად წავედი ჩემი მშობლების წინაღმდეგ , მოვიტყუე და მასთან შესახვედრად წავედი.. ახლაც კი მახსოვს ის განცდა რა დრეში ვიყავი როცა სახლშ მივდიოდი, მეგონა დედაჩემს კი არა მთელ სამყაროს მოვატყუე და სინამდვილეში ყველამ იცოდა სიმართლე...
ახლა არ ვგრძნობდი არაფერს.. ახლა ისე ვიყავი მისი სიყვარულით გაბრუებული რომ სხვა არაფერი მადარდებდა ..არც ის მადარდებდა რას იტყოდა დედაჩემი, არც ის მადარდბა რა იქნებოდა ერთი დღის მერე... ახლა ამ წამს ამ წუთში ვიყავი ბედნიერი, ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო ჩემთვის...
წამოვჯექი და ტუჩებზე ვაკოცე..
– წავალ საუზმეს გავამზადებ და მერე წავიდეთ სამახურში– ღიმილით ვუთხარი რომ მოულოდნელად მტაცა მაჯაში ხელი და საწოლშ შემაბრუნა..
– მისმინე,, სანამ წახვალ მინდა რაღაც გითხრა... ნანუკა, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს ნუ იცინი..
– კარგი აღარ ვიცინი, რა ხდება?
– მე .. როგორ გითხრა....მე...– კარზე გაბმულმა ზარმა ორივე შეგვაკრთო.. ვიღაცა ჯინაზე არ აპირებდა წასვლას.. ხალათი შემოვიცვი და ჩემს წინ მდგარ ტატოს გაოცებულმა ავხედე. სახეზე ფერი არ ედო.. მთლიანი ტანით ცახცახებდა....
– დათო აქააა?–
– რა მოხდა ტატო, შემოდი... – გაოცებულმა დავუთმე გზა... დაუკითხავად შევარდა საძინებელში და დათოს გამყინავი მზერა მიაპყრო.... ისიც თითქოს უთქმელად მიხვდა ყველაფერს...
– რა ხდება არაფერს მეტყვით?– აცრემლებული ჩავერთე საუბარში და დათო განზე გავწიე...
– ნანუკა, შენ სამსახურში წადი მე.. მერე მოვალ და გეფიცები ყველაფერს მოგიყვები...
– კარგი...– შეშინებულმა ჩავიფრუტუნე და ლოყაზე ვაკოცე...
**
მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობდი. ჩემს ჯინაზე ამ დღეს მოუნდა ყველას ჩემი გაცნობა და უამრავი ადამიანი შემოდიოდა, ყველა ათასგვარ სისულელს მეკითხებოდა და მეც გაღიმებული ვასუხობდი... უკვე ოთხი ხდებოდა ოთახიდან გასვლა რომ მოვახერხე და პირდაპირ ტატოსკენ წავედი.. გული საშინელებას მიგრძნობდა, დილის მერე დათოს გათიშული ტელეფონი კარგზე არაფერზე მეტყველებდა.. შეღებულ კარში ხმამაღლა საუბრობდა ტატო თავის ცოლთან, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა ნერვიულობისაგან... შესვლა დავაპირე ამბის გასაგებად რომ გაგონილმა სიტყვებმა ადგილზე მიმაჯაჭვა..
– ახლა რას ეტყვის ნანუკას?? ტატო ამზე არ ფიქრობთ? ეტყვის რომ მარიამი მისი შვილია? ამ გოგოს ხო აქვს უფლება იცოდეს სიმართლე..
– აქვს და მერე როგორ ხათუ... დილით ნანუკასთან მივაგენი დათოს, ანუ ეს იმაზე მეტყველებს რომ მათი ურთიერთობა უფრო შორსაა წასული ვიდრე მე მეგონა.. ხო იცი დათო რა ტიპია. ქალი თუ არ უყვარს არ გაიკარებს ზედ..
– კარგი ახლა, ისევ დათოს ამართლებ?? ის არ იკმარეთ რომ სიმართლე დაუმალეთ და მძღოლად ასაღებს თავს... ახლა კიდევ მარიამიც დაემატა.ბავშვს როდემდე დამალავს?...
– ხათუნა შენ ნუღარ მიშლი ნერვებს რააა... ისედაც ლამისაა ნერვიულობით გამისკდეს გული.. თვითონ მოაგვარებს ყველაფერს.. მე რა უფლება მაქვს რაიმე ვუთხრა....
გაყინული ვიდექი და ვერფერს ვაანალიზებდი. თავი ზღაპარში კი რა სერიალში მეგონა, ბრაზილიურ სერიალში სადაც მოულოდნელად მოვარდნილი ბედნიერება ასე მთვარდება... გამოღებულ კართან ხათუნას ხელში მე შევრჩი და უმალ ეცვალა ფერი სახეზე, ქმარს გახედა ყველაფერი ცუდადააო და ჩემს სანუგეშოდ გამოიწია რომ უკან დავიხიე. ნერვების აუტოკებლად წავედი ჩემს ოთახში, ჩანთას ხელი დავტაცე და შენობიდან გავედი....
რა აზრი ქონდა ახლა რაიმეს კეთებას და გლოვას. გამიგონია არ ღირს ისეთ პრობლემაზე ნერვიულობა რაც მოგვარებადია, და რაც არ მოგვარდება მითუმეტეს რატომ უნდა ინერვიულოო. ახლა მეც ასე ვიყავი.. გარეთ საშინლად ციოდა... ტელეფონი გავთიშე და ხელები ჯიბეებში ჩავიყავი... ერთადერთი სადაც მისვლა მინდოდა ეს თინა ბებია იყო... მაშინვე დავურეკე და სახლთან მდებარე წიგნის სახლში დამინიშნა შეხვედრა...
**
გათოშილი შევედი თუ არა თინას დავუწყე თვალებით ძებნა, ბევრი დრო არ დამჭირვებია.. დავინახე თუ არ მისკენ წავედი და მაგრად ჩავეხუტე.... უთქმელად მიხვდა ჩემს ტკივილს სკამი გვერდი მოიდგა და თავზე მაკოცა..
– შენი ტკივილის მიზეზი დათოა?– უმალ მკითხა და გაოცებულმა ავხედე...
– რა იცით თქვენ?
– ვიცი, შენს დასაცავად რომ მოვიდა მაშინ მითხრა რომ უყვარდი... ნანუკა ბებო, რატომ არ მითხარი რომ დათოს ხვდებოდი.. ჩვენ ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს....
– არც კი ვიცოდი ვინ იყო თინა ბებია, დამიმალა მითხრა რომ მძღოლი იყო. უბრალო ჩემნაირი ადამიანი..
– შენ უბრალო არ ხარ გოგო– გაბრაზებულმა მითხრა და წელში გამასწორა.. შენ ოქროს გოგო ხარ. საუკეთესო.... ასე მეტჯერ აღარ თქვა.. რა გატირებს ახლა, იმაზე ტირი რომ გაიგე მდიდარია??
– არა იმაზე ვტირი რომ შვილი ყოლია... ესეც დამიმალა.. შვილი ყავს თინა ბებია...
– რა მოხდა ბებია.. ქალები ოჯახებს ანგრევინებენ კაცებს და მერე თუ დასჭირდათ მათ შვილებსაც იყვარებენ და შენ რა დაგემართა... შენს დასაცვად იყო, განაცხდა აიყვარსო,.. ესეიგი ცოლი არ ყავს ბებია..
– არ მინდა მისი ნახვა. დამაჯერა სიყვარულში დამაჯერა რომ ოცნებები ხდებოდა.. დამაჯერა და ახლა გული მატკინა..
– კი არ დაგაჯერა ეს შენ დაიჯერე. ქალები ასეთები ვართ.. ცალტვინები., ბევრჯერ ჩვენს თავს რაღაცეებში ვაჯერებთ.. ხანდახან ისე გვგონია რაც არ ხდება.. ახლა უნდა იჯდე და ამაზე იტირო? ჯერ მოუსმინე შვილო, აცადე აგიხსნას, თუ ჩათვლი რომ უნდა წავიდეს მაშინ გაუშვი....
მთელი საათი გავატარეთ საუბარშ მე და თინამ.. ჩემი მობილური რეკვას არ წყვეტდა, ბოლოს იძულებული გავხდი ისიც თინას დაჟინებული თხოვნით მეპასუხა..
– ერთ საათში ჩემთან მოდი– ხმამაღლა და გასაგებად ვუთხარი და გავუთიშე...

შეუძლებელი არაფერიაWhere stories live. Discover now