-იცის სიმართლე? იმ გოგომ სიმართლე იცის დათო? ასე როგორ ეთამაშები?– არ ცხრებოდა ქალბატონი დალი და სამზარეულოში ნერვიულად დადიოდა...
– სიმართლე მე ვარ დედა.. ჩემი გული და გონებაა სიმართლე. ეს საკმარისი არააა??
– არაააა, შვილო არააა.!!!! ცდები.. სიმართლე იმისაა რომ უნდა ითქვას დათო.. ამით საწადელს ვერ მიაღწევ.. იმ გოგოს სულს ატკენ. დამიჯერე ასე უფრო დაკარგავ..
– არა .. ვერ ვეტყვი. არ შემიძლია, ჯერ მაინც დედა.. ცოტაც მადროვე...
– ეს ჯერ მაინც რამდენია??? ერთი წელი? როდის ეტყვი ? როცა გამოგიტყდება რომ უყვარხარ??? ცუდად იქცევი..
– შემეშვი..... – გაბოროტებულმა დაიყვირა დათომ ..მაცადე მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს რა.. ახლა რომ გაიგოს სიმართლე ხელს მკრავს არ გესმის? ახლა ადვილად მოერევა თავის გრძნობას...
– ცდები.. ჯობია ახლა გაიგოს და ისეთი შეგიყვაროს როგორიც ხარ. ვიდრე მერე... გაბრაზებული გავიდა დალი სამზარეულოდან და დათო თავის ფიქრებთან მარტო დატოვა...
გამწარებულმა დადგა ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დათომ და მობილურს დასტაცა ხელი დასარეკად რომ ოთახში ინვალიდის ეტლი შემოგორდა და მის წინ გაჩერდა..
– ნიაკო. ჩემო ლამაზო.. გაიღვიძე??
– რა ხდება დათო? დედა რატომ ჩხუბობდა? შენ გეჩხუბებოდა არა?
– ეგ არაფერი, დედას ხო იცნობ... ვერაფერს გაუგებ...რა უხარია და რა სწყინს..
– არა, ასე არაა. ამჯერად დედა მართალია... უნდა უთხრა სიმართლე იმ გოგოს... უთხარი რომ ინვალიდი და გყავს.. ამის მერე ყველაფერი უთხარი რაც შენს ცხოვრებაშია... ნუ დაუმალავ დათო... თუკი არ მოისურვებს შენთან ურთიერთობას მალევე წავიდეს ჯობია, ასე არც ერთს გეტკინებათ გული....
– ასე ადვილია? მივიდე და ვუთხრა. იცი ნანუკა მე სახლში ინვლიდი და მყავს. რომელსაც არასოდეს გაუვლია.. კიდევ შვილი მყავს 3 წლის მარიამი რომელიც გულის მანკითაა ავად და მყავდა ცოლი რომელმაც მიმატოვა.... მივიდე და ერთი ხელის მოსმით დავუნგრიო ცხოვრება??? არ შემიძლია ნია.. ხო ბოროტი ვარ... ბოროტი ვარ იმიტომ რომ მინდა ბედნიერი ვიყო... მინდა მეც მიყვარდეს და ვუყვარდე ისეთი როგორიც ვარ, არა ისე როგორც თიკას ვუყვარდი, ფულის და ტანსაცმლის გამო..
– ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ ახლა შენც ისევე იქცევი როგორც თიკა მოიქცა არა??? ნუ დაუმალავ, მას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე...
– ვიცი რომ აქვს. მაგრამ ჯერ ვერ ვეტყვი....
დათოს მობილურის ზარმა მათი საუბარი გაწყვიტა.. ახლავე მოვალო მხოლოდ ორი სიტყვა თქვა. დას თავზე აკოცა და სახლიდან გავიდა...
