სახლთან მისულს დათო უკვე იქ დამხვდა.. მზერა ავარიდე და კიბეებს ნელა ავუყევი.. ვიგრძენი როგორი მძიმე აბიჯებით მომდევდა უკან.. გასარები ფრთხილად გადავატრიალე და ჩაბნელებულ სახლში შევედი... კარი მიკეტა თუ არა მაშინვე მკლავში მტაცა ხელი, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე. განადგურებული შევედი სამზარეულოში და შუქი ავანთე.. ჩემი სახის დანახვაზე თვალები ცრემლით აევსო.. წარმომიდგენია როგორი დასანახი ვიქნებოდი, ტირილისაგან დასიებული...
– ნანუკა , აგიხსნი, ყველაფერს აგიხსნი, გთხოვ, მომისმინე...
– გისმენ– ჩუმად ამოიკნავლე და ცრემლები გადმომცვივდა...
– ნუ ტირი, ოღონდ ნუ ტირი გევედრები....
– მისი ამიხსენი , მოყევი ჩემი დამცირების დამბავი, ჩემი გასულელების და გაშტერების.. ბატონო დავით..
– როგორც ჩანს ესეც გაგიგია... ხო ასეა, არ ვარ მძღოლი, მე ვარ მეპატრონე, იმ მაღაზიათა ქსელის. მაგრამ არ მინდოდა გცოდნოდა. მინდოდა ჩემში ჩემი ბუნება და სულიერება შეგყვარებოდა, და არა ჩემი თანამდებობა, და ჩემი ფულები ნანუკა...
– მე ვგავარ ასეთ ქალს? რომელიც ასე ფულზე ნადირობ???
– არც ის გავდა გესმის??? არ გავდა. არც ერთი ქალი არ გავს ისეთს რომ ამას ასე წამებში მიხვდე....
– ვინ ის? ვინააა ის? შენი შვილის დედა??
– ხო, ჩემი შვილის დედა...ახლა ყველაზე მეტად მჭირდები. გევეცდრები ახლა არ მიმატოვო, შენი გვერდით დგომა ისე მჭირდება როგორც ჰაერი...
– არა დათო.. არ შემიძლია.. ყველაფერი ეს , არ ვიცი ზღაპარია თუ რა ჯანდაბაა.. ყველაფერი ამომიტრიალდა....
– ახლა არ დამტოვო..– ლამის ხვეწნად გადაიქცა და ჩემს წინ მუხლებზე დავარდა.. თავი კალთაში ჩამიდო და პატარა ბავშვივით აქვითინდა.... -დილით აქედან რომ წავედი, საავადმყოფოში მივედი, ამ წუთას გამოვედი იქიდან, როცა ტატომ მითხრა სიმართლე გაიგოო... არ ვიცი შენ რას გააკეთებ მაგრამ მე ისევ უკან ვბრუნდები ნანუკა.. იქ ჩემი შვილი დავტოვე, სიკვდილს რომ ებრძვის, ახლა მისი ხელი რომ უნდა მეჭიროს და მე შენთან რომ წამოვედი.. ჩემი პატარა მარიამი სულ სამი წლისააა.. გულის მანკით დაიბადა. ძალიან ცუდადაა, არ ვიცი რამდენი ხანი იცოცხლებს..
– ვერ გავიგე?– ძლივს მოვბი სიტყვებს თავი და ფეხზე წამოვდექი... შენი შვილი ცუდადააა??? ღმერთო რა დავაშავე.. დედამისი სადააა?
– არ ვიცი, სამი წლის წინათ მიმატოვა. სამშობიაროდან გამოვიყვანე თუ არა მეორე დღესვე მიგვატოვა მეც და მარიამიც... წერილში გასაგებად გვიხსნიდა რომ შვილი მისი სამე არ იყო.. მისი მიზანი კარიერა იყო.. წავიდა და ერთი კვირის ბავშვით ხელში დამტოვა ნანუკა...
– არ შემიძლია ამის მოსმენა.. დათო, წადი. წადი ბავშვთან. თუ საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ მოვალ შენთან.. ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე და რა გავაკეთო... წადი დათო..
რამოდენიმე წამით იდგა თავდახრილი ჩემს წინაშე, მერე ადგა და უხმოდ წავიდა..კარების დაკეტვის ხმასთან ერთად, ჩემი გულიც დაიკეტა.... კარგა ხანს ვიჯექი ას გახევებული. მერე ტელეფონმა შემაკრთო.....დაახლოებით ათი წუთი ვიჯექით მე და ტატო ერთმანეთის პირისპირ ჩუმად, ბოლოს დუმილი მან დაარღვიაა..
– ყველაფერი 5 წლის წინათ დაიწყო... მაშინ საქმე ახალი დაწყებული გვქონდა.. ოცდაათი წელიწადი ხო არც ისე ბევრია.. გვიქროდა.. გვიხაროდა. აღებულ ათასეს ქალებში ვხარჯავდით... ერთ ასეთ დრეს დათო შემთხვევით გადაეყარა თიკას... ვიგრძენი რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო.. მერე მისი სიმპატია გრძნობაში გადავიდა. ერთი შეხედვით თიკა ძალიან უბრალო და არაფრის მთქმელი გოგო იყო.. ისიც კი მიკვირდა დათოს თავი როგორ შეაყვარა თქო..
– ამას რატომ მიყვები? ეს რაში მჭირდება ამიხსენი რა.. გაბრაზებულმა შევხედე ტატოს და ფეხზე წამოვდექი რომ დივანზე ძალით დამსვა..
– ამას იმიტომ გიყვები რომ იცოდე რას გრძნობს ახლა დათო. როგორააა, და რა სტკიოდა მაშინ , როცა შენ ბედნიერი იყავი...
– შენ იცი რას ნიშნავს როცა ერთი კვირის ბავშვით ხელშ მიგატოვებს ცოლი, რომელზეც ჭკუას კარგავდი? გაიგებ რომ უფრო ფულიანში და მაგარ ტიპში გადაგცვალა? შენ თავს ვინ ჩივის ბავშვსაც რომ დაგიგდებს და მიგატოვებს, როცა არ იცი როგორ გაზარდო შვილი, ხელში ჭერაც კი არ იცი.. მთელი ნახევარი წელიწადი სახლში იჯდა და შვილს უვლიდა... მერე ერთ დღეს მარიამი ცუდად გაგვიხდა, მაშინ რვა თვის ხდებოდა, ექიმებმა თანდაყოლილი მანკი დაუდგინეს.. იმის მერე ყოველ თვე, ყოველ დღე , წუთს და წამს ხელებში გვაკვდება ბავში ნანუკა.. სანამ ოთხის არ გახდება პერაციას ვერ ვუკეთებს, საბედნიეროდ მანამდე სულ რამოდენიმე კვირა დარჩა... ამიტომ ამაღამ ოპერაციას უკეთებენ მარიამ..
– დათოს არაფერი უთქვამს..
– და მოუსმინე რომ????
– როცა მითხრა რომ გაგიცნო. რომ მოგატყუა არ მომეწონა მისი აზრი მაგრამ ახლა ვხვდები რომ სწორად იქცეოდა. ჩემი ბრალია უფრო დაკვირვებული უნდა ვყოფილიყავი. ამის ეშინოდა რომ ხელს კრავდი. როგორ გაუგებდი რომ შვილი ყავდა თანაც ავადმყოფი. მეგონა რომ შენ იმ ტიპიურ გოგოებს არ გავდი ჩვენს გარშემო რომ იყვნენ, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით გეტყვი რომ შენ მათზე უარესი ყოფილხარ ნანუკა– გამწარებულმა გამოსცრა კბილებში და შემოსასველის კარები ხმაურით გაკეტა...
**
