ხათოს გვერდით ვიჯექი და ხმას ვერც ერთი ვიღებდით, ხელი ხელზე დამადო და გამიღიმა..
– მაპატიე. ვწუხვარ რომ ყველაფერი ჩემიდან გაიგე დათოს ნაცვლად..მოკლედ ენა მისწრებს წინ რა... უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი თავად ეთქვა...
– ეგ არაფერი..მაგაზე აღარ იდარდო, ყველაფერი ნათელი იქნებოდა ადრე თუ გვიან ხათო. თანაც მივხვდი რომ ამის გამო დათოს ვერ მივტოვებ, ეს ერთადერთი იმედია ჩემი ცხოვრების , მის გვერდით მე ისეთი კარგი ვარ, როგორ გითხრა ისეთი ძლიერი და დაცული .. ეგოისტი ვარ არა? მას კი არა ჩემ თავს ვერ ვიმეტებ ტკივილისათვის..იმდენად კარგია, იმდენად სუთა, თავს სასურველად ვგრძნობ..ჩვენს საუბარში მოულოდნელად ჩაერთო ტატო და ღიმილით მითხრა დათო გელოდება პალატაშიო....
გაოცებულმა ავხედე. ნელა წამოვდექი ფეხზე და გულგახეთქილი წავედი პალატისაკენ.. კარი ფრთხილად შევაღე და ცრემლებმა უმალ დამიმალა თვალთახედვა.. მეგონა ჩემს წინაშე ბავში კი არა პატარა ანგელოზი იწვა... ქერა კულულები მხრებზე ბალიშზე უხვად ეყარა... დიდ მწვანე თვალებს ისე აბრიელებდა რომ სურვილი გამიჩნდა მისი გულში ჩაკვრის..დამინახა თუ არა გამიღიმა და მისკენ წავედი.. საწოლის წინ მუხლებზე დავდექი და მიდი სათუთი ხელი ტუჩებტან მივიტან. ჯერ კიდევ არ ედო სახეზე ფერი.. ვენაზე მიმაგრებული წვეთოვანი გულს მისერავდა.. ცრემლები დავუმალე და თავი დავხარე...
– რა საყვარელი ხარ , ჩემო პატარავ– ჩუმად ვუთხარი და ფუშფუშა ლოყაზე შევახე ტუჩები...
– მე მარიამი მქვია. –გაოცებულმა მითხრა და ხელი სახეზე დამისვა. მამამ თქვა შენზე ნანუკაო..
– აასეა. მე ნანუკა მქვია..
– ჩემი მეგობარი იქნები?
– ვიქნები შენ თუ გინდა ვიქნები ჩემო ლამაზო.... ახლა უმჯობესია დაიძინო კარგი? მე და მამიკო აქ შენს გვერდით ვიქნებით.. შენ დაიძინე, ძალიან მალე კარგად გახდები და მერე ბევრი ვისეირნოთ ..
– კარგი– ღონე მიხდილმა ამოიფრუტუნა და ძილმა წაიღო...
დივანზე გვერდიგვერ ვიჯექით.. თავი ტავზე მომადო და ხელი წელზე შემომხვია...
– მეგონა რომ აღარასოდეს მოხვიდოდი ჩემთან...
– შეცდი, უშენოდ ვერ გავძელი ხო ხედავ..ასე ადვილია მიატოვო კაცი რომელიც გიყვარს???
– მეგონა რომ ამას შეძლებდი ნანუკა.. არ ვიცი ასე როგორ შემიყვარდი...მარიამს შენზე მოვუყევი, ვუთხარი რომ მიყვარხარ.. იცი რა ქნა? – გაიცინა.. ისე საყვარლად იცინოდა.. მითხრა მეც მიყვარს ბაღში ერთი ბიჭიო... უკვე დიდი გოგო მყავს..
– გვყავს. დიდი გოგო გყვავს დათო.. მინდა რომ მარიამი ჩემი შვილიც იყოს.. მინდა მივიჩვიო და ჩემად ვიგულო..
– ამისათის იცი რა არის საჭირო?
– რა?
– რა და ცოლად უნდა გამომყვე....
– გამოგყვები, ოღონდ ცოტა უნდა მაცადო.. ჯერ მინდა მარიამთან ურთიეთობა მოვაგვარო, კარგად გამიგე. არ მინდა მერე გამიუცხოვდეს, თუ ვიმეგობრებთ ასე უფრო ადვილად დავიკავებ მის გულში ადგილს...
