ბარში იჯდა დათო მეგობართან ერთად და ვისკის ჭიქას გაღიმებული დაყურებდა.. ფიქრებით შორს იყო. საერთოდ არ უსმენდა ტატოს.. ვისკიში ჩაყრილ ყინულებს ათამაშებდა და უაზროდ იღიმოდა..
– ეეეე. დავით აქ ხარ?– რას ფიქრობ?? რა გჭირს? უკვე რამდენი დღეა ასე ხარ...
– არაფერი ტატო. რა უნდა მჭირდეს..
– მოიცადე, შეგიძლია ყველა მოატყუო ოღონდ მე არა. მიდი მოყევი რა გჭირს..
– საოცრება მჭირს... რამოდენიმე დღის წინ გოგო გავიცანი ტატო... საოცრებაა. დიდი დილების წინაშე დგას, არ ვიცი როგორ დავეხმარო..
– მოიცადე. დადე ეგ ოხერი ჭიქა და მითხარი რა დილემაზე ლაპარაკობ? თვალებში გეტყობა რაღაცა ხდება შენს თავს..
– აუ ტატო კარგი რა ძმურად..
– რა კარგი რა, შენს თვალებში თავიდან დაბრუნდა სიცოცხლე ასე მგონია რომ რაღაც გიხარია..მიდი მოყევი შენი სიყვარულის ზღაპარი
– მოკლედ, ამ რამოდენიმე დღის წინ,სამსახურიდან სახლში მივდიოდი რომ მოულოდნელად გადამირბინა და დავეჯახე. მანქანა მომიცურდა და ძლივს დავამუხრუჭე ტატო... ჩხუბს ვაპირებდი რომ გადავედი მაგრამ, ისეთი სახე ქონდა გული მეტკინა, ტიროდა. შეშინებული თრთოდა... მოკლედ მერე გავარკვიე რომ ერთ მდიდარ ოჯახში ძიძად მუშაობს, მოხუცებულს უვლის და იმ ქალის შვილიშვილს მისი გაუპატიურება უცდია, იქიდან მორბოდა რომ დავეჯახე..გუშინ შეშინებულმა დამირეკა, წაყვანა მთხოვა, თვალღიად საყვარლობა უთხოვია იმ გარეწარს....
– მოიცადე, მართლა ზღაპარია თუ რა არის დავით? მერე რატო არ მოდის?
– და ყავს ცუდად, დედამისმა უთხრა მაქედან თუ წმოხვალ აქ არ ჩამოხვიდეო.. არ მესმის ასეთი მშობლების ტატო, ერთი შვილის გადასარჩენად მეორეს რომ წირავენ..
– მერე, მაგაზე სწუხხარ? წამოიყვანე ჩვენთან.. რამე სამსახურს ვერ მოვუძებნით??
– მასე ადვილი არაა...
– ეგ როგორ, ვერ გავიგე რა გადაკვრით მელაპარაკები დავით..
– იცის რომ მძღოლი ვარ.. – ტატოს გაოცებული მზერა შეეჩეხა თვალებში დათოს და სიცილის დასამალად მეგობარმა თავი გვერძე გაატრიალა..
– ეს რაღა ტყუილია ახლა,, რატომ მოატყუე ადამიანო...?
– იმიტომ, კარგად იცი მიზეზი... არ მინდა ჩემი თანამდებობა და ფული შეუყვარდეს ვინმეს.. მინდა ჩემი მეობდა და შინაგანი სამყარო გაიცნოს... ყველას მხლოდ იმიტომ უნდა გვერდით მყავდეს რომ მათი სურვიები ავასრულო. დავიღალე.. ბედნიერება მინდა, ფულის ხარჯზე მოპოვებული კი არა, ნამდვილი ბედნიერება და სიყვარული ტატო..
– მესმის.. ვიცი რასაც ამბობ და რასაც გრძნობ..ეს განცდა დიდი ხანია გაწუხებს არა..
– ეს განცდა არ მშორდება ტატო... ახლა როგორ გგონია რომ გაიგებს რომ მძღოლი არ ვარ რას იზავს? ტყუილში დამადანაშაულებს და მეტყვის რომ მეც ისეთივე არარაობა ვარ როგორიც ის ბიჭია..
– მოიცა, მოიცა, ეს სულ სხვა რაღაცაა... ასე არაა... შენ მიზეზი გაქვს...
– ვიცი მაგრამ როგორ მოვიქცე? გუშინ რომ დამირეკა ბაჩოც მანქანაში მეჯდა. გადასვლისას მაინც დაახეთქა „ბატონო დავით დამირეკეთ“– ნანუკა არ ვიცი მაგრამ მე მაგრად დავიბენი... რამე უნდა მოვიფიქრო ტატო, დამეხმარე რა...
– კარგი, მოდი ასე გავაკეთოთ... ხვალ დაურეკე და უთხარი რომ შენი მეგობრები იკრიბებიან სადმე არ ვიცი, მოიფიქრე. ბაჩოც წავიყვანოთ რომ ეჭვი არ აიღოს.. ხათოს წამოვიყვან და გავაფრთხილებ რომ ზედმეტი არ თქვას მოკლედ ავუხსნი. და კიდე შეეცადე სადად გეცვას.. სულ ესა..
– მარტივი ოცნებები გაქვს... არ იცი შენი ცოლის ამბავი? ერთ ჭიქას დალევს და დაფქვავს,...
– დამშვიდდი არ დავალევინებ რა გჭირს. თან ხათო აღარ სვავს.. მალე ბიძა გახდები..
– ვააააა. მომილოცავს ტოო.. ტატო ძმა ხარ.. მაგრად გამახარე... ხოდა ძალიან კარგი.. მაგრამ იცოდე. ამ დღის მერე ტყუილი აღარ იქნება. ნანუკას სიმართლეს ეტყვი, თორემ შორს ვერ წახვალ...
– ჯერ ადრეა, ჯერ მინდა მისი გრძნობები დავინახე ჩემს მიმართ..
– ცუდად იქცევი დათო. გრძნობებში გინდა გამოტეხო და ატყუებ რა..
– მეშინია რომ მანამდე დავკარგავ...
– როგორც ჩანს ამ გოგომ კვალი დაგიტოვა. დამაინტრიგე როგორია..
– უბრალო, სადა სხვებს არ გავს.. ქერა თმები მხრებზე უწესრიგოდ აყრია. გაცრეცილი სახის კანი აქვს.. როგორ გითხრა ისეთი სუსტია ასე მგონია ხელებში დამემტვრევა...
– შენი ნანუკა არ ვიცი როგორია მაგრამ შენ რომ შეყვარებული ხარ ეს ვიცი...
– შენ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს ხო ასეა...
**
ცხრა ხდებოდა, თინა ბებიას ზარმა რომ გამომაღვიძა, შეშინებულმა დავხედე ტელეფონის ეკრანს ...
– ნანუკა, ბებია როგორ ხარ? გუშინ ვეღარ დაგირეკე...
– კარგად ვარ თინა ბებია თქვენ როგორ ხართ...
– მეც კარგად ვარ ბებია, ჩემზე არ იდარდო... რამოდენიმე დღე თბილისში არ ვიქნები.. ჩემი ძვირფასი ქალიშვილი ჩამოვიდა და სოფელში მივდივართ. ასე რომ შენ მე იქ არ მჭირდები, ეს კვირა თავისუფალი ხარ. ჩემს ზარს დაელოდე.. ისე არ მოხვიდე..
– კარგით.. მადლობა.. თქვენს ზარს დაველოდები... კარგი დრო გაატარეთ..
– მადლობა ჩემო ლააზო გოგო...
ტელეფონი გავთიშე თუ არა თბილ საბანს მაგრად ჩავეხუტე და ძილის ფიქრებმა წამიღო რომ კარზე კაკუნი გავიგონე, ვიცოდი ნატა იქნებოდა ამ დილაუთენია. ფეხიშველი გავტანტალდი კარის გასაღებად და მისი გაბადრული სახის დანახვაზე გამეცინა..
– გეძინა პაწუკ? მეგონა სამსახურში მიდიოდი..
– თინამ დამირეკა ეს კვირა არ ვიქნებიო თბილისშიო და.. თავისუფალი ვარ.. წამო რა დავწვეთ.. ადგომა არ მინდა ნატუკა...
– მოხდა რამე?
– ნატა, არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა კარგია შენ რომ მყავხარ.. თაზომ პირდაპირ შემომთავაზა საყვარობა, მართლა რა გავაკეთო. როგორ მინდა წამოვიდე. დედაჩემმა როგორც ყოველთვის ახლაც ასე ვთქვათ და გამწირა ნინოს გადასარჩენად. შენ ხო იცი ნინო როგორ მიყვარს, მაგრამ მე რა დავაშავე ნატ.. მეშინია მისი. მისი დაჟინებული მზერა მაგიჟებს. ცხოველივით მიყურებს.. თითქოს ჩემზე ტერაქტის განხორციელებას გეგმავს..
– რა სასაცილო ხარ... ტერაქტი კარგი იყო. მომეწონა.... შენი ლამაზი პრინცი აღარ გინახავს?
– მინახავს რომელია, გუშინ დავურკე რომ წავეყვანე და რო იცოდე რა გავაკეთე... ვაკოცე,, წარმოიდგინე მე ვაკოცე ვიღაცას.. ხო მაგარია 26 წლის ასაკში პირველად ვაკოცე თითქმის უცნობ კაცს.. არ ვიცი რა დამემართა. ისე მომინდა მისი სითბოს შეგრძნება.. გაუარებლად გავაკეთე ყველაფერი..
– მაგიჟებ.. სასაცილო ხარ მართლა. 26 წლის ისე გახსი მონაზონივით ცხოვრობდი და აბა რა გეგონა. ხო ხედავ შენმა ჰორმონებმა მამაკაცი მოითხოვეს..
– გაჩუმდი. უტაქტო ხარ... სხვათაშორის იმედები უნდა გაგიცრუო, დათო არ ამყვა. მითხრა არ მინდა გეგონოს რომ გაჩქარებო.. ნატა რა გავაკეთო.. გეტყვი რაღაცას და არ დამცინო.. შენ ხო იყავი გათხოვილი, რას გრძნობდი შენი ქმრის მიმართ სადან ცოლად გაყვებოდი...
– რა გაინტერესებს მინდოდა თუ არა მასთან სიახლოვე და რას ვგრძნობდი ეს???
– კარგი, ხო ასე მთლად ნუ დააკონკრეტებ ვა...
– ნანუკა. ეგ კაცი გიზიდავს ისედაც ხო გეტყობა. მარტო საუბარი და თვალები გყიდის, სხვა არაფერი აღარაა საჭირო.. მასთან გინდა.. გატყობ...როცა ვხედავდი გულში რაღაც იწყებდა ადუღებას. სულს მიფრიაქებდა.. არ ვიცი ნანუკა ამას ყველა სხვადასხვა ნაირად განიცდის...
– ნატა , როცა ჩემთან არააა მინდა დამირეკოს. მოვიდეს. მინდა დავინახო... მეშინია რომ შევცდები გესმის? ახლა სულ მარტო ვარ.. არ მინდა გრძნობებში ავირიო. იქნებ მასში მხოლოდ იმეს ვხედავ დასაყრდნობ ძალას, იქნებ მარტო მეგობარია და მე ვაზვიადებ..
– შენ რა გგონია სიყვარული მეგობრობიდან არ იწყება? ვერავინ დამაჯერებს რომ ქალს და მამაკაცს მეგობრობა შეუძლიათ. არ მჯერა , ასეთი გაცრეცილი ფრაზების... მათ შორის ყოველთვის არის ხილული თუ უხილავი ძაფები ნანუკა. მიეცი საშუალება დაგანახოს რისი ჩვენებაც უნდა..მთავარია იცოდე შენ რა გინდა?
– მასთან ყოფნა.. გუშინ მითხრა , შემიძლია შენი მეგობარი ვიყო ან შენი მეორე ნახევარიო... როგორ მინდოდა მეთქვა რომ ყოფილიყო. მაგრამ სწორადაც რომ ეგ მაშინებს. მეშინია რომ შეძლებს გული მატკინოს. დამამციროს...
– ასე რომ ფიქრობ იმიტომაც ხარ მარტო ამდენი წელი ნანუკა.. 26 წლის ხარ და არანაირი გამოცდილება არ გაგაჩნია..
– ეგ რა შუაშუა ნატა... შენ რომ 21 წლის გათხოვდი რა მოიგე..
– ოოოო, მე ისეთები მოვიგე შენ აზრადაც ვერ მოგივა. კარგად იცი ის დამპალი როგორ მიყვარდა.. ღალატი ვერ ვაპატიე თორემ ახლაც მასთან ერთად ვიქნებოდი... მასთან ერთად გატარებული ღამეები არ დამავიწყდება..
– ზოგადად დღეებს არ ივიწყებენ ხოლმე– სიცილით ვუთხარი და მიჯლუგუნი ვუთავაზე გვერდში..
– ეგ შენნაირი უკარებები თორემ, ჩემნარი ცეცხლოვანები ღამეებს ითვლიან...– ნატას გადამკიდე რაღა დამაძინებდა, უამრავ სისულელეს საუბობდა როგორც ყოველთვის და ჩემს ხასიათზე მოყვანას წამებში ახერხებდა...
ნატა გავაცილე და სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად რომ კარზე გაბმულმა ზარმა იძულებული გამხადა ნახევრად შიშველი გამოვსულიყავი, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და კარისაკენ წავედი.. თან ვბობოქრობდი რომ ამ საქციელის გამო მაგრად ვცემდი ნატას.... გაცოფებულმა გამოვაღე კარები და ზღურბლზე მდგარი დათოს გაოცებული სახის დანხვაზე მორიგი სირცხვილი განვიცადე..
– მაპატიე. ცუდ დროს მოვედი...– თავდახრილმა მითხრა და მზერა ამარიდა..
– არა, ნატა გავაცილე ამ წამს და მეგონა ისევ მობრუნდა.. შემოდი დათო, ორ წუთში მოვალ.. დაჯექი და ახლავე.. ძლივს ამოვღერღე სიტყვები და სააბაზანოში შევვარდი.. ელვის სისწრაფით ვიბანავე მდუღარე წყალში... თმაზე პირსახოცი დავიხვიე და საძინებელში შევვარდი. არ ვიცი რამდენი ხანი მოვანდომე ტანსაცმლის არჩევას. ბოლოს არჩევანი უბრალო ჯინსის შარვლზე და შავ სვიტერზე შევაჩერე... მისაღებში შესულს დათო იგივე პოზაში დამხვდა როგორც დავტოვე... სავარძელში იჯდა და გამალებით წერდა ვიღაცას...
– მოხვედი? ...
– კი, მაპატიე გალოდინე. შენს წინაშე მუდამ უხერხულობაში ვვარდები დათო..
– ეგ არაფერი. ადრიანად მოვედი და იმის ბრალია.. მოკლედ სიმრთლე გითხრა არ ვიცოდი სახლში თუ დამხვდებოდი მაგრამ ვცადე.. დღეს საღამოს მეგობრები ვიკრიბებით და მინდოდა მეკითხა ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი..
– მე რომ არავის ვიცნობ?
– რატომ? ბაჩო ხო გაგაცანი... სხვებსაც გაგაცნობ. ბევრი არავინ იქნება ტატო თავისი ცოლით და ჩვენ... უბრალოდ ვიფიქრე რომ გულს გადააყოლებდი , ცუდად არ მინდა გამიგო...
– არა. ცუდად არ ვიგებ. არ მინდა უხერხულბა შეგიქმნათ...
– ნანუკა. შენ უხერხულობას კი არ ქმნი პირიქით ბედნიერება მოგაქვს და სიხალისე ... მეტს აღარ მოგაცდენ. ახლა სამსახურში წავალ და ასე რვა საათისათვის გამოგივლი... ხო მართლა სამსახურში რატომ არ ხარ?
– თინამ დამირეკა და ერთი კვირა გამანთავისუფლა..მანამდე ვეცდები რაიმე მოვნახო.. და იქიდან გამოვძვრე...
– კარგი. არ ინერვიულო. ეს ერთი კვირა მშვიდად გაატარე და ყველაფერი კარგად იქნება...
**
წესით ასეთი შეგრძნება არ უნდა მქონოდა, რაც ახლა მჭირდა, მთელი სხეული მიხურდა.. გარეთ საშინლად ყინავდა მე კი სახლში მოკლე მკლავიანი მაისურით დავდიოდი.. საოლზე მეჯდა ნატა და სიცილს არ წყვეტდაა. მის წისქვილზე ვასხადი წყალს. მასაც ხო ეს უნდოდა, მუდამ იძახდა ერთხელ ისე შეგიყვარდება ცეცხლი მოგედებაო. და მგონი მოდებული კი არა უკვე კარგად დამწვარი ვიყავი.. მარტო მისი თვალების და ტუჩების გახსენებაზე ვხდებოდი ცუდად... მის ხელებსა და სიახლოვეზე სიტყვას არ ვამბობდი....
მთელი ტანსაცმელი საწოლზე მეყარა და თხუნელასავით ვიქექებოდი შიგნით... ვერაფრით ვეწვეყდი რა ჩამეცვა... ბოლოს ნატას მოთმინების ფიალა აევსო და საწოლზე ძალით დამსვა..
– თუ გინდა რომ შენი დათო მიიზიდო მოკლე და ამოღებული ჩაიცვი..
– ნატა.. მორჩი!– ხმაში გაბრაზება შემერია..– მასთან დასაწოლად კი არ მივდივარ.. უბრალოდ არ ვიცი რა ჩავიცვა, არ მინდა ვინმეზე ნაკლებად გამოვჩნდე..
– აუუუ შენც ახლა მინისტრების აპარტამენტში მიდიხარ რა.. გოგო, მძღოლია და ეგეთი ძმაკაცებიც ყავს.. ვაფშე რად გინდა მძღოლი ნანუკა, მაგას რა პერსპექტივა უნდა ქონდეს ცხოვრბაში, ვინმე კაი ფულიანი კაცი მონახე.. აიი თაზოს რომ ჩემთვის..
– არ მიხსენო ეგ არარაობა დღეს, და ნუ ეცდები რომ გამაღიზიანო... არანაირი თაზო. მირჩევნია მათხოვარს გავყვე ვიდრე მაგ ცხოველს, რომელიც ასე ექცევა ქალებს... ვსიო საკმარისია, ამ ჯინსს ჩავიცვავ , და თეთრ სვიტერს, ცხვარიჭამიაში მივდივართო... გასაპრანჭი რა უნდა იყოს იქ.. მიდი მომაწოდე ის სვიტერი ნუ მიყურებ გაოცებული...
– ვაააააა. ნანუკას მუზა გაესხნა. ჩემს დაცინას არ წყვეტდა ნატა და მუცელზე ხელებმიჭერილი გორაობდა საწოლზე..
ზუსტად რვა საათზე დამირეკა დათომ... შავი „პალტო“ მოვიცვი და კიბეებზე ნელა ჩავედი... როგორც ყოვეთვის ახლაც მანქანაზე მიყუდებული მელოდა... მაგრამ ამჯერად მისი შავი უზარმაზარი მანქანა პატარა ვერცხლისფერ მანქანას შეეცვალა.. დავინახე თუ არა სურვილი გამიჩნდა ჩავხუტებოდი და სირბილით წავსულიყავი იქამდე მაგრამ მთელი ძალით ვკუმავდი ჯიბეში ჩაწყობილ ხელებს რომ არაფერი გამეკეთებინა ზედმეტი... მის წინ გავჩერდი და გავუღიმე..
– ძალიან ლამაზი ხარ– ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და ვიგრძენი როგორ დამიარა მისმა სითბომ მთელ სხეულში...
– მადლობა.. – ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე და მზერა ავარიდე... ვნერვიულობ იცი? – მანქანაში როგორც კი ჩავჯექი მაშინვე ვუთხარი და ჩემს სიტყვებზე გაეცინა..
– ნანუკა, მეგობრებთან უნდა გაერთო .. გასათხოვებლად კი არ მიმყავხარ რა განერვიულებს..
– არ ვიცი.. წარმოიდგინე ახლა ასე ვნერვიულობ და სადედამთილოს გასაცნობად რომ მივდიოდე ალბად მანქანაში მოვკვდებოდი..
– დამშვიდდი. სადედამთილოსაც გაგაცნობ და დამიჯერე არ მოკვდები..– სახე გაბადრულმა მომიბრუნა პასუხი და მანქანა გადაქოქა..
– დამშვიდების ნაცვლად მანერვიულებ რა–– წუწუნა ბავშვივით ვუპასუხე და მხოლოდ ახლა გავაანალიზე მისი სიტყვები... შენი უზარმაზარი მანქანა რა იქნა?
– პატრონს დასჭირდა.. ამიტომ ამით მოვედი..
– ეს შენია? არც ესაა ურიგო მანქანა არა? დიდად ვერ ვერკვევი მარკებში, მხოლოდ მერსედესი და ბეემვე ვიცი.. – ნუ დამცინი მართლა, ასე რომ თუ გინდა მომატყუე რომ ამ მანქანაში ძვირი გადაიხადე ..
– რა საყვარელი ხარ.. მართალი ხარ. ამ მანქანაში სამოცდაათი ათასია გადახდილი. ახალია, დაახლოებით ერთი წლის წინათ ვიყიდეთ...
– არაჩვეულებრივია, ვერასოდეს წარმომდგინა თუ ასეთ ძვირიან მანქანაში ჩავჯდებოდი ოდესმე.....
– ასე ნუ მიყურებ.თორემ მიყვარდები – ხავერდოვანი ხმით მითხრა და ხელზე ხელი დამადო... ასე თუ გააგრძელებ ჩემს ყურებას სიგიჟემდე შემიყვარდები და მერე რა მეშველება ...
– ასე რომ მელაპრაკები უხერხულად ვგრძნობ თავს და ყველაფრს ვიჯერებ...
– ყველაფერი არა მაგრამ ეს დაიჯერე ნანაუკა.. მართლა მიყვარდები.. შენი თვალები ისეთი თბილია რომ...
– არ გააგრძელო რა... ახლა არ მინდა, გთხოვ. კარგი? დღეს არა დათო.... ჯერ არ მოსულა ამის დრო...
ორ სართულიანი აგურით ნაშენები სახლის წინ გააჩერა მანქანა და ეზოში შევედით.... სახლიდან ჟრიამულის ხმა გამოდიოდა...შიგნით შევედით თუ არა ყველა ფეხზე წამოდგა და მზერა მომაპყრეს...
– ეს სილამაზე სად იპოვე?– ხვეულმა თმიანმა გოგომ გამიღიმა და დათოს მაგრად დაკრა მხარზე ხელი....
– ანგელოზებმა მაჩუქეს.. ნუ ხარ შურიანი ხათო...
– რას ამბობ.. მე და შური? მომეცი მომეცი ეგ ქუდი და ქურთული, ღიმილით მითხრა და უმალ გამაძრო ტანზე... სათითაოდ გამაცნო ყველა დათომ და ბუხრის წინ საპატიო ადგილას დამსვეს.. ჩემს გვერდიტ ხათუნა მოკალატდა და წუთში ჩამომირაკრაკა თავისი ცხოვრების შესახებ... ფანჯარასთან მდგარ დათოს და ტატოს მალულად ვუმზერდი და თავს მინც შებოჭილად ვგრძნობდი.... მომენტალურად გადაეყარა ჩვენი მზერა ერთმანეთს და გული ამიფართხალდა... გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა... ხათოს ხელის ანიშნა ადექიო და გვერდით მომიჯდა..
– მოგწონს აქ? კარგია?
– ძალიან კარგია. არაჩვეულებრივი მეგობრები გყავს.. ძალიან კარგები არიან....
– მე ? მე არ ვარ კარგი?– მის კითხვას არ ველოდი და ლოყები ამიჭარხალდა..
– შენ საუკეთესო ხარ. დარცხვენილმა ვუპასუხე და გავუღიმე...
– იცოდე. მუდამ შენს გვერდით მიგულე.. მე ეს მაბედნიერებს– ყურთან გადამიწია თმა და ჩუმად მიჩურჩულა , მისმა ხმის ნოტებმა მთელ სხეულში დამიარა და გონება დამიბინდა