თავი 2

17 0 0
                                    

გონზე ვერ მოვდიდოდი, როგორ შეეძლო კაცს ასეთი უხეში ყოფილიყო. კაცს რომელსაც სულ რაღაც რამოდენიმე საათია ვიცნობდი , საოცრება მითხრა და გაღიმებული გატრიალდა... ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მამაკაცი ასე მომექცა… ცრემიანი თვალები მოვიწმინდე და ჩემი ავტობუსის ლოდინში გავიტრუნე..
სახლში განადგურებული მივედი, მისი სიტყვები მხოლოდ სექსისთვის მომეწონეო გულს მირევდა. მინდოდა მეტირა და მეყვირა ... ნუთუ ასეთი უხეში მამაკაცაბი არსებობენ ჯერ კიდევ ღმერთო ჩემო– ჩემს თავს ვკითხე და მაშინვე გავეცი პასუხი. რა თქმა უნდა ეს ხომ ასეთია.. არადა როცა ყვაილების ბაღი ვნახე. ვიფიქრე საქმე ვინმე რომანტიულ და თბილ მამაკაცთან მექნებოდა..
ჩანთა და ფეხსაცმელები შუაგულ ოთახში დავტოვე და ცხელ წყლის ქვეშ ნახევარ საათზე მეტი გავატარე... მერე სირბილით გავიქეცი საძინებელში და თბილი საბანს თავი შევაფარე..მთელი ღამე თაზო მელანდებოდა. თითქოს ჩემსკენ მოდიოდა და თავისი გავებული თალებით მიყურებდა.. საგათენებოდ ოფლში გაწუწულს გამომეღვიძა.. საწოლში წამოვჯექი და დაცვარულ შუბლზე ხელი ვიტაცე... საათს გავხედე ჯერ ძალიან ადრე იყო... ძილიც ვერაფრით შევიბრუნე, ახლა მივხვდი ყველაფერი იმ აუტანელი კაცის გამო ხდებოდა. ასე მამაკაცს არასოდეს დავუმცირებივარ და ეს სულ რამოდენიმე წამში მოახერხა თაზომ..
თინასთან მივედი თუ არა მაშინვე მის ოთახში შევძვერი და ელვის სისწრაფით გამოვიცვალე ტანზე.. მხოლოდ ამის მერე მომეშვა გულზე.... კიბეებზე ნელა დავეშვი, უკვე ბოლო საფეხურზე ვიდექი მისი ხმა რომ გავიგონე ჩემს ზურგს უკან.
– დილა მშვიდბისა ნანუკა...
– დილა მშვიდობისა– არც შევტრიალებულვარ ისე ვუპასუხე...
– ჩემზე ნაწყენი ხარ არა?– სირბილით დამეწია და საცვლების ამარა დამიდგა წინ...
– ნაწყენი არ ვარ. გამატარე...
– რატომ? არ გსიამოვნებს ასე რომ ვდგვარ?
– არა, სასიამოვნო რა არის ამაში.. ჩემსგან განსხვავებით სექსუალური ტანი არ გაქვს და არც სექსისასთის მომწონხარ.. – გაღიმებულმა ვუპასუხე და გვერდი ავუქციე....
– იცოდე განანებ ამას – კარში გასვლისას დამაწია სიტყვები და ფეხების ტყაპუნით ავიდა მაღლა..
**
სადილის მოსამზადებლად სამზარეულოში ვფუსფუსებდი თან თინას ვესაუბრებოდი, თავის ახალგაზრდობაზე მიყვებოდა და მაცინებდა.. დიდი ლოდინი არ დამჭირვებია ისე შემოვარდა სამზარეულოში და ყავა გამიკეთეო კი არ მთხოვა მომთხოვა...
– ამას ყავის მოდუღება არ ევალება, ადექი და მოიდუღე. აქამდე ასე ხო იქცეოდი– გაბრაზებით უთხრა ბებიამ და თვალები დაუბრიალა..
– რომ ვთხოვო არ შეიძლება??
– შენ კი არ სთხოვე, მოსთხოვე.. ადექი და სთხოვე ეს გოგო შენთან არ მუშაობს.. ჩემთან არის და რამდენადაც შენს პატარა ტვინს ახსოვს ბებიაშენი ყავას არ მიირთმევს..
– ნანუკა, თუ არ შეწუხდები ყავას მომიდუღებ?– გაღიმებული მომიდგა გვერდით და მთელი სითბოთი მკითხა..
– რა თქმა უნდა– რა პრობლემაა... დაჯექით და ახლავე მოგართმევთ..
– აი ასე. ქალს თავაზიანად უნდა მიმართო, არ აქვს მნიშვნელობა უფროსია თუ უმცროსი...
– თუნდაც ძიძა იყოს??
– ეს შენი ძიძა არ არის... და მეორეც ნანუკა ჩემი გოგოა, ძიძად არ მომიყვანია აქ.. უტვინო ბიჭო– ხმხმაღლა უყვირა თინამ, ხელი დამავლო და სამზარეულოდან ძალით გამიყვანა.... გაზქურაზე კი ქაფმოდებული ყავა შეატოვა...
**
მთელი დღეები ერთმანეთის ჭიდილში და გაბრაზებაში გადიოდა, ხელიდან შანსს არ უშვებდა რომ არ დავემცირებინე, მითუმეტეს მაშინ როცა თინა ოთახში არ იყო.. ბოლოს გამოსავალი ვიპოვე. დილით მაშინ მივდიოდი როცა სამსახურში მიდიოდა და სახლში მაშინ ვბრუნდებოდი სანამ მოვიდოდა, ასე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და მთელი დღე სასიამოვნო განყობაზე ვრჩებოდი...
თორმეტი დეკემბრის დილა იდგა.. გარეთ საოცრად თოვდა. კარგა ხანი იყო თბილისში ამხელა ფანტელები არ მახსოვდა. ყინვასაც გვარიანად მოეყინა მიწა და ფეხი საშინლად მიცურავდა.. გაჩერებამდე საღ–სალამათმა მივაღწიე და მშვიდობიანად მივედი თინა ბებიასთან.. თაზო ეზოში იჯდა და შევატყე რომ მე მელოდებოდა.. შევედი თუ არა ფეხზე წამოდგა და წინ დამიდგა..
– ნანუკა, დღეს დაბადების დღე მაქვს..
– გილოცავ– ღიმილით გავეცი პასუხი და შესვლა დავაპირე რომ შემაჩერა.
– დახმარება უნდა გთხოვო.. მეგობრები მომივლენ და შეგძლია მსუბუქი რაღაც საჭმელები გამიმზადო?
– ეს მე არ მევალებაა..
– ვიცი.. მაპატიე. მაგრამ მართლა მჭირდება დახმარება..ასე რომ არ იყოს არ გთხოვდი... თუ დაგაგვიანდება გპირდები რომ ტაქსს გამოგიძახებ და თანხასაც დაგიმატებ..
– თანხმა არ მჭირდება. საკმარისს ვიღებ. დაგეხმარები ოღონდ იცოდე მეტჯერ არ მთხოვო. ეს ბოლო იყოს. ესეც მხოლოდ იმიტომ რომ დაბადების დღე გაქვს..
– მადლობა. ვიცი რომ ამას არ ვიმსახურებ მაგრამ მადლობა...
ხასიათი ამ დღეს დილიდანვე გამიფუჭდა.. თაზოს ასეთ ქცევა ნერვებზე მოქმედებდა.. და გაღიმების უნარსაც კი მიკარგავდა.სამზარეულოში ფუსფუსი ათ საათზე დავიწყე და საქმეს რომ მოვრჩი უკვე რვა ხდებოდა.ძალა და ენერგია აღარ მქონდა.. კუთხეში მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ცხელ ჩაის ფინჯანს ხელები შემოვაჭდე..
მისაღებში სუფრის ალაგებას მოვრჩი თუ არა მაშინვე მაღლა ავედი, თინა ბებიას უკვე ეძინა.. გაღიმებულმა დავხედე მის უშფოთველ სახეს და ტანზე გამოვიცვალე.. ფეხაკრეფით ჩამოვიპარე დაბლა, არ მინდოდა მის სახეს კიდევ ერთხელ გადავწყდომოდი სადმე.. ის იყო კარში გასვლას ვაპირებდი რომ მოულოდნელად ამაფარა ვიღაცამ პირზე ხელი და ეზოში მდგარ პატარა ფარდულში შემათრია.. მთელი ძალით მიმახეთქა კედელზე და ვიგრძენი როგორ მეკტინა რაღაცა ზურგში... დაყვირებაც კი ვერ მოვასწარი ისე მომვარდა და კოცნა დამიწყო. ცალ ხელს პირზე მაგრად მიჭერდა მეორეთი კი მაქსიმალურად სწრაფად მიჩეჩავდა ტანსაცმელს.. მოულოდნელად ვიგრძენი მიდი გაყინული ხელები წელზე და მუცელზე , ცრემლები თავისით გადმომცვივდა. .. მივხვდი თაზო იყო....არადა კარგად მახსოვდა რომ მისაღებში დივანზე გაშხლართულს ეძინა.. ოდნავ განათებულ ოთახში კარგად დავლანდე მისი გაავებული თვალები... უკანასკნელი ენერგია მოვიკრიბე და ორივე ხელი მთელი ძალით ვკარი.... მისი სიშორე ვიგრძენი თუ არა მაგიდაზე დადებულ ლარნაკს ხელი დავტაცე და თავში ჩავარტყი... გიჟივით გავვარდი გარეთ .. საოცრად თოვდა, წესიერად ვერაფერს ვხედავდი... ჯერ კიდევ ემოციებისაგან ვიყავი გაბრუებული.... აქედან გაქცევა და თავის დაღწევა მინდოდა.. მობილურის ძიებაში გართულმა, ქუჩაზე ისე გადავირბინე არც კი გამიხედავს... მხოლოდ ის ვიგრძენი რომ ფეხებზე რაღაც მაგარი მომხდა, მერე ამას მანქანის გამაყრუებელი დამუხრუჭების ხმა მოყვა და მოყინულ ასფალტზე მოწყვეტით დავეცი...
**
გონს რომ მოვედი მანქანაში ვიჯექი და თავზე უცხო მამაკაცი დამყურებდა..
– როგორ ხართ?– შეშინებულმა მკითხა და სახეზე წყლიანი ხელი მომისვა..
– მე მგონი კარგად, თუ არ ჩავთვლით რომ ფეხი მტკივა ცოტა..
– ეგ არაფერი, გაგივლით. მთავარია რომ სერიოზული არაფერია. თქვენ რა ქუჩაზე ასე გადადიხართ ხოლმე? კიდევ კარგი დაგინახეთ...
– ბოდიშს გიხდით.. ვერ დაგინახეთ. ზოგადად ასე არ გადავდივარ..მაგრამ ასე მოხდა ახლა..
– ტიროდით. ალბად პრობლემა გაქვთ. შემიძლია დაგეხმაროთ?..
– ვერ დამეხმარებით. ისედაც შეგაწუხეთ... მადლობა ყველაფრისათვის.. მანქანიდან გადასასვლელად მოვემზადე რომ ხელზე ხელი დამადო..
– ფეხი თუ გტკივათ სახლში როგორ წახვალთ , მე წაგიყვანთ... მითხარით მისამართი...
– არაა საჭირო...
– დამშვიდდით არაფერს გავნებთ. ვიცი ახლა ფიქრობთ რომ უცხო ვარ და რატომ უნდა გამომყვეთ ნება თქვენია. შეგიძლიათ ფეხით წახვიდეთ თუ თქვენი ნატკენი ფეხი ამის საშუალებას მოგცემთ...
– კარგით თანახმა ვარ... მხლოდ იმიტომ რომ ფეხი მართლა ძალიან მტკივა...
მთელი გზა სასიამოვნოდ მესაუბრებოდა. თაზოს მერე ასეთი მამაკაცის გაცნობა ჩემთვის ფეიერვერკივით იყო.... თვალებს არ ვუჯერებდი რომ ასეთებიც არსებობდა... ეს უბრალოდ კაცის იდეალი იყო... მისი საოცრად ლამაზი და დახვეწილი პროფილი საშუალებას არ მაძლევდა სხვა რამესთვის მეყურებინა...ეტყობოდა რომ საკმაოდ ნავარჯიშები და კულტურული მამაკაცი იყო... თეთრი პირსახე და თხელი ნაკვთები ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა. კაცი ასეთი იდეალური ფორმებით არასოდეს მენახა.. ნუშის ფორმის მწვანე თვალებს ისე შემომანათებდა ხოლმე გულში სათითაო კაპილარი მიწყდებოდა.. გვერდზე გადავაცხნილი ყავისფერი თმები და მამაკაცის კვალობაზე წიტელი ტუჩები.. საოცარი სანახავი იყო.. რეალურ ადამიანს კი არა ზღაპრებიდან გამოქცეულ პრინცს ჰგავდა, რომელიც ცხენის ნაცვლად შავი უზარმაზარი მანქანით მოძრაობდა..
მანქანა სახლთან გამიჩერა და გამიღია..
– დაგეხმარებით. ისევ შემომანათა მწვანე თვალები და წუთში გაჩნდა ჩემს კართა. ცალი ხელი წელზე შემომხვია და ფრთხილად გამომიყვანა მანქანიდან... როგორც ჩანდა კარგად მქონდა ფეხი გასიებული, ამაოდ ვცდილობდი მიწაზე დადგმას.. მემგონი ძალიან გტკივათ სახეზე გეტყობათ. ორი წუთით დამელოდეთ მანქანას კარგად გავაჩერებ და დაგეხმარებით...
– ძალიან გაწვალებთ ძლივს ამოვიკნავლე და თვალები ავაფახუნე..
– ეგ არაფერი.. დამელოდეთ.. კიბის პირველ საფეხურზე ჩამომსვა და მანქანაში ჩაჯდა...
მის ძლიერ მკლავებს მაგრად დავეყრდები. გამომდინარე იქიდან რომ ფეხს ვერ ვადგავდი სახლის კარამდე კი არ ამიყვანა ამათრია... კარს მივეყუდე და გავუღიმე.
– არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ჩემი სისულელის გამო ასე გაწვალეთ...
– არაუშვს. ხომ გეუბნებით მთავარია რომ კარგად ხართ...
– თუ დრო გაქვთ ყავაზე დაგპატიჟებთ...
– სიამოვნებით მაგრამ ახლა სახლში უნდა მივიდე, დღეს დედაჩემის დაბადების დღეა და მეოდება... დაბადების დღის ხსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თავბრუს ხვევა ვიგრძენი და თვალები მაგრად დავხუჭე....მოულოდნელად გამახსენდა თაზო , ასე მეგონა მის ხელებს ჯერ კიდევ ვგრძნობდი სხეულზე... მგონი ცუდად ხართ გოგონა.. ცუდად ხართ?– მისი ხმა ყრუდ მესმოდა და ხმას ვერ ვცემდი... მისი ხელების შეხება ვიგრძენი სახეზე და თვალები დავაჭყიტე....
– ცუდად არა საშინლად ვარ.. ძლივს ამოვილუღლუღე და კარებში გასაღები გადავატრიალე..
– მგონი ყავის დალევა კარგი აზრი იყო. დედაჩემი მოიცდის.– მშვიდად დამიბრუნა პასუხი ცოტა ხნის წინათ დასმულ შეკითხვაზე და სახლში შემომყვა.. გამეფებულ სიბნელეში ინსტიქტურად მომედო ზედ... შეშინებულმა ვიყვირე და, მარტო ჩემი გული კი არა, უცნობი მამაკაციც შევაშინე.. გიჟივით ვეძგერე შუქის ასანთებს და კედელს ავეტუზე... მე მგონი თქვენ ძალიან ცუდად ხართ.. ან რაღაც ძალიან ცუდი გადაგხდათ თავს ცოტა ხნის წინ...
– მაპატიეთ... ახლავე მოვალ, ცივი წყლის შესხმა სახეზე არ მაწყენდა. თქვენ მისაღებში შედით...
ქურთუკი და ჩანთა სკიდარზე ჩამოვკიდე და ცალი ფეხით გავლასლასდი სააბაზანომდე. სახეზე ცივი წყლის შესხმამ გონზე მომიყვანა, მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ ოთახში სულიან უცნობი მამაკაცი მედა. სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ძალადობის მსხვერპლი გავხდი კინაღამ და ვინ იცის რას წარმოადგენდა ეს კაცი... გულს ბაგა–ბუგი გაქონდა.. თავს ძალა დავატანე. სამზარეულოში შევედი და ყავა დავასხი. მერე ლანგრით და ტკბილეულით ხელდმშვენებული გავედი უკან..
– მე დათო ვარ...– დავჯექი თუ არა მაშინვე მითხრა და ფეხზე მანიშნა გტკივა თუ არაო..
– მე კი ნანუკა.. მტკივა.. ეტყობა ცუდად დავეცი...
– არა მაგ მხარეს დაგეჯახეთ და ამიტომ, სანამ გათხოვდებით გადაგივლით...
– ხო, იმედია დღეს ან ხვალ არ გავთხოვდები...
– და აპირებთ?
– მის კითხვაზე გამეცინა და ყავის ფინჯანი გავუწოდე.. არა არ ვაპირებ. დედათქვენი გაგინაწყენდებათ.
– უკვე დავურეკე. არანაირი პრობლემა არ არის.. თავის მეგობრებთან ერთად არის ასე რომ არ მოიწყენს.. ქალებს საჭორაო არ ელევათ... ნანუკა , რა მოხდა წეღან? ვიცი ჩემი საქმე არაა, მაგრამ ძალიან შეშინებული იყავით.. აქაც კი სახლში..
– არაფერი მომხდარა მართლა..
– ტყუილად ცრუობთ.. ვიცი რომ რაღაც ისეთი მოხდა.. გული გატკინათ ვიღაცამ ხო ასეა...
– ასეა.. მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა...
– როგორც გინდათ.. მარტო ცხოვრობთ ამხელა სახლში?– ამ კითხვას არ ველოდი და მაშინვე მიხვდა. დამშვიდდით არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ..უბრალოდ ასეთ დროს რომ არავინაა იმიტომ გკითხეთ. ვიცი ფიქრობთ რა ამის საქმეაო, ადგეს და წავიდესო, უბრალოდ ამ დროში მარტო ცხოვრება საშიშია...
– საფრთხე სახლში კი არა მის გარეთ არის.. სულ რაღაც ნახევარი საათის წინ კინაღამ ძალა იხმარეს ჩემზე...– ტუჩებთან მიტანილი ყავის ფინჯანი გაუშეშდა და ამღვრეული თვალებით გამომხედა..
– ძალა იხმარეს? ეს რას ნიშნავს, კი მაგრამ ეს როგორ..
– ეს დიდი ამბავია.. თუკი ბედი კიდევ ერთხელ შეგვახვედრებს მე და თქვენ მოგიყვებით....
– ასე იყოს..ახლა , ნამდვილად ჯობია წავიდე.სანამ კიდევ დარეკა ქალბატონმა დედამ და ისე დამსაჯა როგორც ბავშობაში მსჯიდა ხოლმე.
– ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი ამ მადლობას როგორ გადაგიხდით დათო...
– ძალიან მარტივად, ბედს სთხოვეთ კიდევ ერთხელ შეგახვედროთ ჩემთან.... თვალი ჩამიკრა და კიბებზე დაეშვა..

შეუძლებელი არაფერიაWhere stories live. Discover now