თავი 4

8 0 0
                                    

გაოცებული მიყურებდა თინა და ხმას ვერ იღებდა. ბოლოს მაინც გაბედა და აცახცახებული ხელი თმაზე გადამისვა. სლუკუნით ავხედე და ტირილს ვუმატე...
– რა მოხდა ბებია. ნანუკა რატომ ტირი??? – მისი ხმის გაგობენაზე გული ამომიჯდა და სლუკუნი ბღავილში გადამივიდა...
– ჩემი ბრალია– ზურგს უკან მისი ხმა მომესმა და უფრო მაგრად ავეკარი თინას...
– შენ რა შუაში ხარ?– სიმკაცრე გაერია თინას და თავი ამაწევინა.. ფეხზე წამომაყენა და გვერით მომისვა.. თაზო რა ხდება ამისხენი.. რატომ ტირის ნანუკა..
– გითხარი მე ვატირე თქო. ნუ დამაკონკრეტებინებ თინა რა..
– წესიერად მელაპარაკე ცინგლიანო ლაწირაკო.. შენი თინა ვინაა აქ... თქვი რა მოხდა ..
– ისეთი არაფერი რომ ამ დღეშია ახლა...უბრალოდ ვუთხარი რომ მიზიდავდა და ჩემთან დაწოლა შევთავაზე..
– გაოცებულმა გამომხედა თინამ და მაგიდაზე დადგმული უზარმაზარი ბროლის საფერფლე გაუქანა თაზოს.. მომენტალურად გაიწია განზე და კედლს მინარცხებული ნამცეცებად იქცა...არაკაცო.. მამაშენის ასლი ხარ. უზრდელო ვირო. გაგაფრთხილე რომ ჩემს გოგოს არ მიკარებოდი...
– არ მივკარებივარ. რა არის ამაში ცუდი ვერ ვხვდები, ახლა ხომ ძველი დრო აღარაა. არ შემიძლია რომ ჩემთან სექსი შევთავაზო? კარგი რა ბებო რა.. გოიმი ხარ?
– უტაქტო ვირი ხარ შვილო. გოიმი მე კი არა შენ ხარ. სიტყვები შეარჩიე თორემ ორ წუთში გაოგაცლი მაგ შენს თანამდებობას ხელიდან და დარჩები შენს ფერად ვარდებთან მარტო... ნანუკას არ მიუახლოვდე თორემ ფეხებს დაგალეწევ.. გადი ეხლა აქედან და არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა.... როხროხით დაგვტოვა თაზომ თუ არა. თინამ მაგრად მიმიკრა გულზე და ცრემლები გადმოსცვივა.. ვიცოდი რომ არაკაცი იყო ოღონდ ასეთი გარყვნილი თუ იყო ამას როგორ ვიფიქრებდი.. წასვლა თუ გინდა წადი.. მე არ დაგიჭერ შვილო....
– მინდა, მაგრამ ვერ წავალ.. სხვა სამსახურს ვერ ვიშოვი თინა ბებია.. ჩემს დას დიაბეტი აქვს. ახლა რომ წავიდე რა ეშველება. მაგრამ მისი მეშინია.. რომ მიახლვდება გული მისკდება.. ისე მიყურებს.. ასეთი რამე არავის შემოუთავაზებია ჩემთვის..
– დამშვიდდი, გპირდები რომ თაზო აღარასოდეს მოგიახლოვდება ..იცოდე ასეთი რამ თუ განმეორდება მითხარი... მამამისის ასლია. ქალების მუსუსი და უტაქტო.. როგორ გგონია , ჩემი უტვინო შვილი როგორ შეითრია საწოლში.?! ასე თავგზა აურია და ..მისმინე, ნანუკა, არ მინდა მარტომ იარო. დღეს სახლში წადი დაისვენე... ამას ჭკუა უნდა ვასწავლო და მერ დაგირეკავ ბებია. გყავს ვინმე მეგობარი ვინს წაგიყვანს???
– მყავს.. მოულოდნელად გავეცი პასუხი და მობილურს ვტაცე ხელი...
გონებაში მხოლოდ დათო მომდიოდა... მხლოდ მას შეეძლო ჩემი დახსნა აქედან... ენერგია მოვიკრიბე და მასთან დავრეკე...
– ბედს ვთხოვე შენი ლამაზი სახე კიდევ ერთხელ მენახა და დამირეკე კიდეც.. კარგად ხარ?
– არ ვარ კარგად.. არ ვიცი , როგორ გთხოვო, ვიცი რომ მუშაობ და დაკავებული მაგრამ.. შეგიძლია აქედან წამიყვანო? მარტოს გასვლა მეშინია.... ყურმილში მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა. მივხვდი რომ წამებში გააანალიზა მომხდარი სიტუაცია.
– სად ხარ მითხარი, გამოვდივარ...– იმდენად დამაჯერებლად მიპასუხა რომ ენერგია მომემატა და მისამართი ვუკარნახე....
– იცოდე, სანამ არ დაგირეკავ არ გამოხვიდე. ნანუკა მისმენ?– მისი ხმა სულიერ სიმშვიდეს ნერგავდა ჩემში....
**
ნახევარ საათში მისი ზარის გაისმა ჩემს ტელეფონზე და გულმა ფართხალი დამიწყო, ასე მეგონა მეგობარს კი არა საყვარელ ადამიანს ვხვდებოდი რომელსაც ჩემი გულში მარად ჩაკვრა და დამშვიდება შეეძლო..თინას მაგრად ვაკოცე ლოყაზე, მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და ეზოში ლამის სირბილით გავედი... ვარდებს შორის ქანდაკებასავით იდგა. დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა, თავის არიდება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა..
– ის შავი მანქანა შენ გელოდება?
– შენი საქმე არაა , მკვახედ ვუპასუხე და მხარი ავუქციე რომ მთელი ძალით მომიჭირა ხელი და გულზე მიმიკრა.. ის მჯობია? ჩემზე კარგია? რითი მჯობია? ნუ მიყურებ გაფითრებული, მითხარი რითი მჯობია ის ტიპი, ჩემზე კარგად იცის კოცნა???
– ავადმყოფი ხარ შენ საცოდაო და ვერ ხვდები.. ფსიქიურად ხარ შერყეული, ჩვენს ჯინაზე საავადმყოფოც აღარ გვაქვს- გაღიზიანებულმა ვუთხარი და გაცლა დავაპირე...
– შეშლილი მხლოდ იმიტომ ვარ რომ მინდიხარ?
– უზნეო კაცი ხარ. ისიც კი არ იცი ქალს როგორ უნდა ელაპარაკო...
– შენ მიწვევ... შენი თმები და თვალები მიწვევენ ნანუკა..
– მომეშვი გაიგე? არ მომეკარო.... მთელი ძალით გავაგლიჯე ხელი და კარებში გიჟივით გავვარდი... მანქანაზე მიყუდებული მელოდა დათო, ჩემი შეშლილი სახის დანახვაზე ფერი ეცვალა, ჩემსკენ წამოვიდა და ჩემი სახე თბილ ხელებში მოიქცია....
– მოხდა რამე? ცუდად ხარ?? – წამოდი ჩაჯექი.. მისმინე ჩემი მეგობარიც აქ ზის და უკან დაჯექი , წინააღმდეგი ხო არ ხარ?
– არა, აქედან წამიყვანე და სადაც გინდა იქ დავჯდები..
– მე მგონი სიმშვიდე გჭირდება.... კარი გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა, ფეხები ისე მიკანკალებდა .... სწრაფად შემოუარა მანქანას და სარკიდან გამომხედა... ეს ბაჩოა, ნანუკა.. გაიცანი.. ოდნავ გავუღიმე და სახე თბილ კაშენში ჩავმალე, არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა დათოს.... დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ ასე დუმილით... მოულოდნელად გააჩერა მანქანა და ბაჩოს გახედა, მანაც თავი დაუკრა და მანქანიდან გადავიდა.. მერე შემომიბრუნდა და თვალებით მანიშნა წინ გადმოდიო...
– ბატონო დავით თუ დაგჭირდეთ სახლში ვიქნები– გუცნობიერებლად თქვა ბაჩომ და დათოს ფერი ეცვალა..
– კარგი ბაჩო, მადლობა....
– მანქანა დაძრა თუ არა მაშინვე მივაშტერდი და გამომცდელი მზერა ვესროლე.. ასე რატომ მოგმართავს??
– უბრალოდ. ნანუკა, მეგობრები ვართ.. რა შავდება ამით?
– არ ვიცი არაფერი...
– მეტყვი რა მოხდა? – კარგა ხნის დუმილის მერე მანქანა მთაწმინდის პარკთან შეაჩერა და გამომხედა.. ნანუკა. ვიცი ერთმანეთს არ ვიცნობთ მაგრამ რადგან დამირეკე და დახმარება მთხოვე, ესეიგი უნდა ვიცოდე რა ხდება...
– რომ შემეძლოს დღესვე წამოვიდოდი მაქედა, მაგრამ გამოსავალი არ მაქვს დათო.. რა გავაკეთო ეგეც რომ მივატოვო, ჩემს დას და დედას ვინ მიხედავს.. დაუფარავად შემომთავაზა საყვარლობა... არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე... ძალიან მეშინია.. რომ ვხედავ მეშინია.. როცა მიახლოვდება და მეხება...
– მოიცადე... შენ საბოლოოდ გადამიყვან ჭკუიდან, გასაგებია გეშინია, მაგრამ რას ნიშნავს გიახლოვდება და გეხება ნანუკა.... იმის გამო რომ ოჯახი არჩინო, საკუთარი თავი უნდა შეწირო? ეს რანაირი ქმედებაა ამიხსენი...
– სხვა გზა არ მაქვს დათო, არ გესმის?? შენ არ დგახარ ასეთი არჩევანის წინაშე. ჩემს მეტი არავინ ყავთ.. მამა უდროო დროს გამოგვეცალა ხელიდან. ახლა მე ვარ ვალდებული, როგორ მოვიქცე. კარგად იცი სამსახურის შოვნა რა რთულია.. როგორ მოვიქცე..
– როგორ და დედაშენს დაურეკავ და ეტყვი რომ იქიდან მოდიხარ, რომ სხვა სამსახურს იშოვი და ისე დაეხმარები... იმ ფულს რაც მოგცეს მე მოგცემ ჩემი ხელფასიდან და უკან დაუბრუნებ...
– არ ვიცი როგორ მოვიქცე...
– ასე მოიქცევი.. აიღე ტელეფონი და დაურეკე.. გინდა რომ შიშისაგან შეიშალო?
– მეშინია. ასე უსუსური არასოდეს ვყოფილვარ..ასე იმედგაცრუებული. ძალიან მეშინია მისი....ადამიანი კი არა ცხოველია..
– და მითუმეტეს. დაურეკე დედაშენს .... აცრემლებულმა გავხედე დათოს და ჩანთიდან მობილური ამოვიღე.... ხელის კანკალით დავრეკე დედაჩემტან და მის პასუხს დაველოდე...
– დედა როგორ ხარ?– ძლივს გასაგებად ამოვიჩურჩულე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე.... გასაგებია.. ნინო როგორააა? დედა , სოფელში ვბრუნდები.. მანამდე სანამ ახალ სამსახურს ვიშოვი... აქ ვეღარ ვიმუშავებ დე.... მომისმინე , აგიხსნი, აქ ვერ გავჩერდები დედა.... დედაააა.. გათიშული ტელეფონი ხელიდან გამივარდა და დათოს გავხედე... ხედავ? – ასეთი რაღაცეები მეგონა მარტო ფილმებში ხდებოდა.. მითხრა არ ჩამოხვიდე თუ სამსახურიდან წამოხვალ, ნინოს ვინ მიხედავსო... დათო ყველაფერი რთულადაა... ძალიან რთულად - მისკენ გავიხედე და ცრემლები ლოყებზე ჩამომიგორდა. - მამაჩემის გარდა ჩემთის არავინ ყოფილა. მას მერე რაც მამა გარდაიცვალა მარტო დავრჩი, სრულიად მარტო. ...
– ნანუკა წამოდი. მე გიშოვი რამეს, დაგეხმარები, ოღონდ მაქედან წამოდი....
– არ შემიძლია.. – ასკულუნებულმა ამოვიკნავლე და მანქანიდან გადავედი.. ცოტა ხანი მადროვა და გვერდით მომიდგა...
– არ ვიცი რა გავაკეთო. რა გითხრა. როგორ მოვიქცე... როგორ მინდა დაგეხმარო. რა გავაკეთო ნანუკა...
– არაფერი არ გააკეთო. მხოლოდ ჩამეხუტე. ჩამეხუტე რომ ვიგრძნო რომ ვიღაც მაინც არის ჩემს გვერდით . რომ მამას ნაცვლად სხვა მიდგას მხარში. რომ მარტო არ ვარ დათო....
ოროვე ხელი შემომხვია ხელზე და გულში ჩამიკრა. მკერდზე დავადე თავი და მის სუნთქვაში გართული გავიტრუნე... ცრელები ლოყებზე თავისით მოგორავდა და თოვლზე ეცემოდა.. კვალსაც კი არ ტოვებდა, ისე როგორც ჩემი ცხოვრება.. ვიგრძენი როგორ მაგრად მიკრავდა გულში და სუნთქვაც კი გავაჩერე..... სითბოს მონატრებული გავთამამადი და ჩემი გათოშილი თითები მის შავ ქურთუკზე ავათამაშე... მალულად ავხედე, სახეზე ღიმილი მოედო.... თითქოს ამას დიდი ხანი ელოდა და ოცნება ცხადად აუხდაო, თვალები დაეხუჭა და რაღაცაზე ფიქრობდა..... რამოდენიმე მილიმეტრით მოვშორდი და ოცნებიდან გამოერკვა... თოვლის ფანტელების ფონზე მისი თვალები კიდევ უფრო მწვანე და საოცნებო ჩანდა.. ტუჩის კუთხეში ღიმილი ამითამაშდა, გარშემო გამეფებულმა სისპეტაკემ და თავზე დაყრილმა თოვლის ფიფქებმა გამათამამა. ფეხის წვერებზე ავიწიე და ქვედა ტუჩზე გაუბედავად შევეხე... ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა. როგორ აემღვრა სისხლი ძარღვებში.. თლილი თითები ლოყაზე დამისვა და გამიღიმა....
– ვიცი ეს ყველაფერი გაუაზრებლად გააკეთე....
– მისმა სიტყვებმა გონზე მომიყვანა, რეალობაში დამაბრუნა და სირცხვილისაგან ლოყები წამომიწითლდა.სახეზე ხელები ავიფარე და ზურგი ვაქციე.... ხელები ნელა ჩამომაწევინა და გამიღიმა.
– დამიჯერე შენმა ნახვამ ჩემი სამყარო შეცვალა, მაგრამ არ მინდა ყველაფერი დაჩქარებულად მოხდეს, მინდა გამიცნო.. არ მინდა იფიქრო რომ შენით ვსარგებლობ ნანუკა... მე ის ბიჭი არ ვარ.. შენს მიმართ გულგრილი არ ვარ.
– მაპატიე. არ ვიცი რას ვაკეთებ..ღმერთო ჩემო რა სირცხვილია, რას იფიქრებდი ჩემზე.. მაპატიე..
– დამშვიდდი, არაფერი მომხდარა... კარგად გამიგე ნანუკა....
– ვიცი. ძალიან მცხვენია...
– სასირცხვილო არაფერია... ასე ნუ მიყურებ გთხოვ, თორემ თავს ვერ შევიკავებ და მორიგ სისულელეს მე ჩავიდენ... გავისერნოთ?– ფიქრების გადასაყრელად მკითხა და გამიღიმა..
– გავისეირნოთ.....
ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო. მერე ღიმილით გამომხედა და თვალი ჩამიკრა.... მისი გვერდით ყოფნა მათამამებდა.. თავი მხარზე მივადე და ზედ მივეკარი.... კარგა ხანს ვიარეთ დუმილით , მერე მოულოდნელად შევყოვნდი და ისიც გაჩერდა...თვალებით მანიშნა რა მოხდაო, და სახეზე გაოცება აღებეჭდა...
– არასოდეს მიმატოვო კარგი?– დამპირდი რომ არასოდეს მიმატოვებ....
– გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა. ცალი წარბი ზემოთ აზიდა და გაყინული ტუჩები შუბლზე შემახო... მუდამ შენს გვერდით ვიქნები... შენ როგორც მოისურვებ ისე, როგორც მეგობარი და როგორც ..მოულოდნელად გაჩუმდა და გზა განაგრძო..
– როგორც რაა??
– ამაზე ფიქრო ჯერ შორია...
– დათო, ნუ მაინტრიგებ. როგორც რაა??– ანცი ბავშვივით გავეკიდე და დავიჭირე. როგორც რა–თქო, მიპასუხე...
– შენს გვერდით ვიქნები თუ გინდა როგორც მეგობარი, თუ გინდა როგორც შენი მეორე ნახევარი...გაოცებულმა ავხედე.... მორიგი ღიმილი მტყორცნა, თვალები ამიხამხამა და ორ წუთში გავადინე თოვლში მორიგი ვარდნა...

**
მანქანაში გათოშილი ჩავჯექი. მთლიანაც ვცახცახებდი. დათოს გავხედე და სიცილს ძლივს იკავებდა...
– შეგიძია გაიცინო. ჯერ სად ხარ. ეს მხოლოდ პირველი დაცემა იყო... კიდევ უამრავს ნახავ..
– ხიფათიანო შენ.. ფრთხილად იარე. არ დაიმტვრე. მე ხო ყველგან არ ვიქნები....
– შენ ხომ დამპირდი არ მიგატოვებო..
– არ მიგატოვებ მაგრამ მთელი დღე ერთად არ ვართ ნანუკა. შენ მუშაობ, მეც სხვათაშორის..
– და შენი უფროსი რატომ არ გირეკავს? ასეთი უფროსი არ მინახავს.. როგორი კაცია?
– ძალიან კარგი..
– ეს რა პასუხია... ამიღწერე და დამიხასიათე..
– როგორ გითხრა.. კარგი ადამიანია. გამგები, თბილი მეგობრული, არ ვიცი ნანუკა, სხვისი აღწერა არ მეხერხება...
– ყველას უყვარს??
– ყველას უყვარს, იმიტომ რომ კეთილია. არავის არჩევს სამსახურში.. ყველასთან ერთნაირად მეგობრობს....
– ოჯახი ყავს???
– ნანუკა,,, შენ ჩემი უფროსი გაინტერესებს თუ მე? სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. რაში გადარდებს ეგ კაცი როგორია.. უნებურად ვიგრძენი თავი დამნაშავედ და მზერა ავარიდე... დათოს მობოლურის ზარმა შემაკრთო და შეშინებულმა შევხედე...ბოდიში მომიხადა და მანქანიდან გადავიდა... მისი საუბარი ყრუდ მესმოდა..მესომდა როგორ ახსენებდა ბავშვს საავადმყოფოს და გადასხმას, სახე წაშლილი ჩაჯდა მანქანაში და აწყიანებული თვალებით გამომხედა... სახლში მიგიყვან კარგი?? საჩქარო საქმე მაქვს...
– მოხდა რამე? გავიგე ბავშვს ახსენებდი... ალმაცერად გამომხედა, ღრმად ჩაისუნთქვა და გამომხედა...
– ბაჩო იყო, ბავშვი ყავს ცუდად, რადგან დღეს არ ვმუშაობ, საავადმყოფოში გავყვები... გულის მანკი აქვს და ცუდად ხდება ხშირად..
– საწყალი პატარა.... ჩუმად ამოვიჩურჩულე და გზას დავაშტერდი....
– დაგირეკავ კარგი? შენ არაფერზე ინერვიულო, შენ არ იდარდო. გპირდები რომ მაქედან წამოსვლაში დაგეხმარები ნანუკა... მენდე..
– მჯერა შენი.. მე შენი მჯერა– გულწრფელად ვუპასუხე და გავუღიმე...

შეუძლებელი არაფერიაWhere stories live. Discover now