დახურულ კარს მივეყუდე და მის ბოლო სიტყვებზე გამეღიმა.. საოცრებაა როცა უცნობი მამაკაცი ასე ტოვებს კვალს შენში, მერე კი მიდის, გაუჩინარდება და არ იცი კიდევ შეგხვდება თუ არა...არ იცი რას გიმზადებს, და რას ელი..... კედელ–კედელ წავედი საძინებლისაკენ და ფუმფულა საწოლზე დავემხე... არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. როგორ მოვქცეულიყავი, არჩევანის წინაშე ვიდექი ან უნდა წამოვსულიყავი ან ისევ მასთან მემუშავა.. თვალებზე ცრემლი დამედინა.. ცერა თითებით მოვიწმინდე და უნებურად გამეღიმა...როცა ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება მას კარგიც თან ახლავს.. დათო გამახსენდა და მტკივნეულმა ფეხმაც მაშინვე გამტეხა... დაწოლილმავე გავიძრე ჯინსის შარვალი . მერე მაისური და საწოლში შევწექი....
დილით ადრე დედაჩემის ზარმა გამაღვიძა. თვალები არც კი გამიხელია ისე გადავწიე ხელი და იატაკზე დაგდებული ტელეფონი მოვძებნე..
– ნანუკაა. ნანუკაა... განწირული კიოდა დედაჩემი და ტირილისაგან სულს ვერ იბრუნებდა... შეშფოთებული წამოვჯექი ლოგინში და მისი სიტყვების მოლოდინში გავიტრუნე. შენი და კიბეებიდან დაგორდა. თელავში მიგვყავს საავადმყოფოში....
– როგორ დედა. რა მოხდა ამიხსენი... ახლავე წამოვალ.... ტირილით სულს ვერ ვითქვამდი.. ტანზე გიჟივით ვიცმევდი და ჩანთაში უაზროდ ვყრიდი ნივთებს....
საამი საათის მერე, უკვე საავადმყოფოში ვიყავი და აცრემლებულ დედაჩემს ვერაფრით ვამშვიდებდი.. ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო და მკაცრი მზერა მივაპყარი..
– საკმრისია დედა.. რა გატირებს ასე ამიხსენი. ფეხი მოტყდა მხოლოდ. უფალს მადლობა უთხარი რომ ასე მარტივად გადარჩა...
– კი მაგრამ სტკივა...
– ფეხი არ სტყდება ადამიანებს მაგრამ მათაც სტკივათ. რას ვიზავთ ცხოვრება ასეთია.. ზოგისათვის ერთი სიტყვა და გამოხედვაც კი საკმაისია რომ საშინად ეტკინოს გული.
– ასე რატომ ლაპარაკობ, ვინმემ გული გატკინა??? მინდოდა მისთვის ყველაფერი მეთქვა , მაგრამ მობილურის ზარმა საუბარი შემაწყვეტინა. მხოლოდ ახლა გამახსენდა თინა ბებია .. გვერდით გავედი და დარცხვენილმა ვუპასუხე.
– ძალიან მცხვებია, თინა ბებია. ჩემი და კიბიდან დაგორდა საავადმყოფოში ვართ.. რამოდენიმე დღე შეგიძლიათ რომ გამანთავისუფლოთ?? დადებითი პასუხი მივიღე თუ არა ბედნიერება გამომესახა სახეზე , უამრავი მადლობა გადავუხადე და დედაჩემს გვერდით მივუჯექი....
– ნანუკა, კარგია რომ აქ ხარ.. პრობლემები გვაქვს.. მინდოდა მეთქვა რომ სამსახურიდან წამოსულიყავი და ჩვენთან ერთად გეცხოვრა მაგრამ ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე..
– რა ხდება დედა? მაშინებ... ნინიკოს გარდა კიდევ რამე პრობლემაც არის?
– არის.. არ მინდოდა გენერვიულა და არაფერს გეუბნებოდი... ნინო ცუდადაა...დიაბეტი აქვს... რამოდენიმე კვირის წინ ცუდად გახდა და ანალიზებმა დიაბეტი უჩვენა..
– ნინოს დიაბეტი აქვს?–მთელი ძალა მოვიკრიბე და ამოვიკნავლე.. რატომ აქამდე არ მითხარი... დედა ამის დამალვა როგორ შეიძლებოდა...
– არ ვიცი. არ მინდოდა შენი დის გამო გემუშავა.. მინდოდა გვერდით მყოლოდი.. მაგრამ ახლა რა გავაკეთო არ ვიცი.. მუდმივად სჭირდება წამლები.. ჩემს ძმას ჩვენი ვენახიდან ღვინო დაუწურია და იმას გაგვიყიდოს.. შემოდგომით უამრავ ჩურჩხელას გავყიდი მაგრამ მანამდე გაზაფხული და ზაფხულია წინ..
– დამშვიდდი.. ყველაფერი კარგადაა.. სამსახურიდან წამოსვლას არ აპირებ.. ნინიკოს არაფერი დააკლდება. დამიჯერე მისი კარგად ყოფნის გამო ყველაფერს გავაკეთებ.. ახლა შევალ და ნინოს ვნახავ როგორაა.... აცრემლებულმა შევხედე დედჩემს და პალატისაკენ წავედი...
**
გარეთ ჯერ კიდევ თოვდა... ნინო სახლში თბილად იწვა... ბავშობა გამახსენდა ფანტელების ყურებისას. ქურთუკი შემოვიცვი, კაპიოშუნი თავზე წამოვიფარე და ეზოში გავედი..ფიქრებმა წამიღო.. ახლა იძულებული ვიყავი იქ დავბრუნებულიყავი. ისევ დამენახა მისი სახე და თვალები.. როგორ მინდოდა ვიღაცას მეც ვყვარებოდი გაგიჟებით... ასე მამას მერე აღარავის ვყვარებივარ.. მისი დაკარგვის მერე სითბო არასოდეს მიგრძვნია.. ნინო ბავშობიდან სუსტი ბავშვი იყო. დედა მუდამ მისკენ იყო გადართული..გამეცინა, ახლაც ასე ხდებოდა.. ჩემი და სიგიჟემდე მიყვარდა. მისი კარგად ყოფნის გამო ყველაფერს გავაკეთებდი მაგრამ, დედაჩემს ერთხელაც არ უკითხავს როგორ ვიყავი იქ, როგორ მექცეოდნენ, რას ვგრძნობდი.... საშინლად მომინდა უკან დაბრუნება.. აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ყურება და ატანა... სახლში სირბილით წავედი და ჩანთას დავტაცე ხელი..
– რა ხდება ნანუკა? მიდიხარ?– ძილბურანში მყოფმა მკითხა ნინომ და გამიღიმა..
– უნდა წავიდე. სამსახური მეოლოდება. დიდი ხნით ვერ გავჩერდები...
– ერთი დღეც დარჩენილიყავი, რა იყო გუშინ არ მოხვედი??
– მაპატიე, ასე ჯობია. უნდა წავიდე..ნინიკო. იცოდე მიყვარხარ . დამირეკე თუ რაიმე გინდოდეს... ნინოს ლოყაზე ვაკოცე. სამზარეულოში მოფუსფუსე დედას სწრაფად დავემშვიდობე წასაღებად გამზადებულ ჩანთას ვტაცე ხელი და სადგურისაკენ წავედი....
**
უკვე კარგად გვიანი იყო, სახლში რომ მივედი. ტაქსის მძღოლს ფული გავუწოდე და საჭმლით გატენილი ჩანთა ძლივს მივათრიე სადარბაზომდე რომ უეცრად ჩემი სახელის გაგონებამ შემაკრთო..
– ნანუკა... ზურგს უკან გავიგონე, თბილი ხავერდოვანი ხმა და სანთელივით დავიღვენთე.....გაღიმებული შევტრიალდი და ჩემს წინ მდგარ დათოს მივაპყარი მზერა..ორი დღეა დაგეძებ. სად არ გეძებე..
– დათო?– ჩუმად ამოვიჩურჩულე და ჩანთა ადგილზე დავდე.. რატომ მეძებდი??
– მინდოდა მეკითხა ფეხი როგორ გქონდა. მაგრამ კარი არ გამიღე, მეგონა მემალებოდი...
– გემალებოდი? არ ვიყავი თბილისში. ჩემმა დამ ფეხი მოიტეხა და სოფელში ვიყავი....
– ვწუხვარ, ახლა კარგადაა?
– კარგადაა...
– რაღაც მინდა რომ გითხრა და არ ვიცი როგორ გამიგებ ამას...არც კინოში და არც კაფეში არ გეპატიჟები, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო არ ვიცი, დავიბენი, მაგრამ ორი დღე იმიტომ მოვდიოდი აქ რომ მეთქვა ჩემთან ერთად თუ გაისეირნებ თოვლში –თქო..
– თოვლში? არ შეგვცივდება?- გაოცებულა ვკიტხე და გავუღიმე. -ოღონდ ამ ჩანთას ავიტან ჯერ...
– მოდი ჩანთა მანქანაში ჩავდოთ , და მერე ავიტანოთ კარგი??
– კარგი, მაგრამ სად უნდა გავისეირნოთ?
– გზა დიდია, სადაც წაგვიყვანს იქ წავიდეთ....
– იცოდე მცივანა ვარ..
– ჩემს ქურთუკს მოგაცმევ...
– და მაინც რომ გავიყინო?
– მაშინ ჩაგეხუტები და გაგათბობ.... ოღონდ იცოდე. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ..
– ასე მგონია ზღაპარში ვარ.
– ზღაპარში ხარ.. დამიჯერე. მალე მიხვდები ამას. წავიდეთ?– გაღიმებულმა მკითხა და ხელკავი გამომდო....
თავზე საოცრად გვეყრებოდა თოვლის ქათქათა ფიფქები. ორივე ვდუმდით. მიუხედავად იმისა რომ საშინლად მცივანა ადამიანი ვიყავი, მის გვერდით არ მციოდა, სასაცილოა მაგრამ მცხელოდა კიდეც....
– რატომ მენდობი?– მოულოდნელად მკითხა და შედგა... არ გეშინია რომ მეც ცუდი ადამიანი ვიყო? გახსოვს მაშინ მითხარი კინაღამ ძალა იხმარეს ჩემზეო...
– მაშინებ.. საით მიგყავს ლაპარაკი დათო? განა ყველა ადამიანი ერთნაირია? ცუდი და კარგი ხო ყველგან არსებობს..
– და რა იცი რომ მე კარგი ვარ? იქნებ იმ ადამიანზე უფრო ბოროტი ვარ, იქნებ გარყვნილი აზრები მაწუხებს და შენს შეთრევას ვცდილობ....
– არ მომწონს ასეთი საუბარი.. არ შეიძლება ვინმეს ნდობა? დავაშავე რამე რომ გენდე??
– არა , არ დააშავე, უბრალოდ მინდა ვიცოდე რატომ მენდე...
– ადამიანებს კარგად ვიცნობ, ვთვლი რომ შენ ერთ–ერთი ხარ ვისაც შემიძლია ვენდო...
– არ იყო კარგი პასუხი, მითხარი ვინ იყო ის ვინც გული გატკინა? შენი შეყვარებულია?
– შეყვარებული არ მყავს... ერთ ოჯახში ვმუშაობს მოხუც ბებიას ვუვლი. ნუ კი არ ვუვლი მასთან ვატარებ დროის უმეტეს ნაწილს და ვაჭმევ.. მას შვილიშვილი ყავს. ეს ბიჭი არ ვიცი საშინლად უხეში და ცივია... იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა.. ბევრი დალია. გონზე არ იყო... არ მინდა ამის გახსენება. ძალიან მტკივა გული რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა... მოდი შენზე მომიყევი რამე.. შენი მანქანით და ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ შენ არც ძიძა ხარ და არც მაღაზიის კონსულტანტი...
– გამაცინე.. არც ერთი ვარ და არც მეორე.. მაგრამ არც ის ვარ ვინ გგონია... ასე მაცვია იმიტომ რომ ჩემი სამსახური მოითხოვს ამას. ეს მანქანაც მისია, მე უბრალო მძღოლი ვარ...
– მძღოლი ხარ? რთულია ეს საქმე?
– არც ისე...
– ვინ არსის შენი უფროსი? ბებერი და ჯუჯღუნა ქალია? რომელსაც უნდა ლოგინში შეგითრიოს?
– სახალისო გოგო ხარ ნანუკა.. ჩემი უფროსი კაცია. და სულაც არაა ჯუჯღუნა და ბებერი..მაღაზიათა ქსელი ნარცისი გაგიგონია? მისი მეპატრონეა..
– ესეიგი გაგიმართლა. გამიგონია და არაერთხელ ვყოფილვარ იქ.... სიმართლე გითხრა მიუხედავად იმისა რომ მთელი ძალით გეკვრი ზედ, საშინლად გავიყინე...
– გინდა სადმე შევიდეთ?
– არა. მირჩევნია სახლში ავიდეთ. დედაჩემმა საოცარი საჭმელი გამომატანა და დაგპატიჯებ... ასე ნუ მიყურებ თორემ მართა შემაშინებ და შენგანაც გავიქცევი...
– აბა ცადე. ღიმილით დამიბრუნა პასუხი და მწვანე თვალები მომანათა. სირბილით წავედი მისგან რომ მოულოდნელად ამიცურდა ფეხი მოყინულ გზაზე და მის მკლავებში რბილად ჩავესვენე..
– ეს უკვე მეორედ იყო...
– მაპატიე...– ვნება მორეულმა ამოვიკნავლე და გავსწორდი....
**