1

254 32 42
                                    

-ჰან მოვედი,გამოვიცვლი და საჭმელს გაგიმზადებთ.-იყვირა კარში შემოსულმა ომეგამ,პარკები სამზარეულოში დაალაგა და ჰანის და თავის ოთახში შევიდა.

-აბა როგორი დღე გქონდა სკოლაში?-კარი გახსნა ომეგამ თუ არა,უმცროსი ძმის ლოგინში ვიღაც ალფა დაინახა.
მოზარდები სწრაფად წამოდგნენ,ალფამ კი ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.

-ჰან? ეს მე არ დამინახავს?!-თვალები დახუჭა ქერამ. საფეთქლებზე ხელები მოიჭირა,თვალი გაახილა და დაიკივლა.-ეს რა ჯანდაბაა!

-ჯიმინ ჰიონ,აგიხსნი ყველაფერს..-ცახცახებდა უმცროსი ომეგა.

-შენ ვინ ხარ? ლაწირაკო აქ რა გინდა?-ომეგა ალფას მივარდა, ყურში ჩაავლო ხელი და სახლიდან გაათრია.

-აქ აღარ დაგინახო! ამ ქუჩაზეც კი არ ჩამოიარო.-კანკალებდა ომეგა.

-შენ კი მოდი აქ.-მიუბრუნდა თავის ძმას და ოთახში შეათრია.

-ნორმალური ხარ?

-კი მაგრამ რა დავაშავე?-გაბედულად დაუდგა წინ ომეგა.

-რა დააშავე? კითხულობ კიდეც?
ჰან პატარა ხარ, მაგრამ არც ისეთი რომ ვერ ხვდებოდე რა დააშავე.

-ჯანდაბა,როდემდე უნდა გამიწიო მამობა? როდემდე უნდა მომექცე ორი წლის ბავშვივით?-ყვირილი დაიწყო უმცროსმა.

-სანამ არ შეგატყობ რომ ეს აღარ გჭირდება! შენ არ შეგიძლია ალფები თავზე დაიყენო და სახლში მოიყვანო,ლოგინში ჩაიწვინო და ათასგვარი სისულელე გააკეთო!
შენ ბავშვი ხარ,ღმერთო ჩემო!-სიტყვები ერთმანეთს მიაყარა ჯიმინმა და ომეგასკენ გაიწია.

-ბავშვი აღარ ვარ!-შეჰყვირა ბიჭმა.

-ბავშვი ხარ! სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ხარ,ბავშვი ხარ შეიგნე!

-ბავშვი არ ვარ,მე ორსულად ვარ!-ყვირილითვე უპასუხა ომეგამ და გაშეშდა.

-არა არ ხარ.-უნებურად წამოსცდა ჯიმინს და ძმის შეშინებულ სახეს შეხედა.

parallel universe-პარალელური სამყაროWhere stories live. Discover now