5

171 23 38
                                    

ბიჭები ხუთ წუთში დაბრუნდნენ სახლში.
ჯიმინმა და თეჰიონმა მისაღები მოაწესრიგეს,ცოტა დრო გაიყვანეს და შემდეგ დასაძინებლად წავიდნენ.

ჯიმინს შუა ღამემდე თვალი არ მოუხუჭავს.
რატომღაც ისევ მამამისზე ფიქრობდა.
გამთენიისას ჩაეძინა მხოლოდ,ეგეც რამდენიმე საათით და ცხრისთვის მაქსმა გააღვიძა.
ბავშვი სწრაფად წამოდგა და ძმას გამოუცხადა,რომ ჯონგუკთან მიდიოდა,რადგან ალფა დაჰპირდა რომ აუზში ჩავიდოდა მასთან ერთად.

ჯიმინიც მას გაჰყვა და დაინახა როგორ შეახტა ალფას მაქსი.
შემდეგ კი შავგვრემანმა ომეგას ანიშნა,რომ ბავშვი მას ეყოლებოდა.
ჯიმინი რატომღაც ენდო ჯონგუკს.
თან ამაში საშიშს ვერაფერს ხედავდა.

ბიჭმა ოთახი მიალაგა და შემდეგ ომეგებს შეუარა.
თეჰიონი წამომჯდარიყო და ჰანს ისევ ეძინა.
კიმმაც გადაწყვიტა რომ თავადაც ჩავიდოდა აუზში.
ჯიმინი კი აუზის წინ იდგა და უყურებდა მაქსის ბედნიერ თვალებს,უსმენდა მის ხითხითს და მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობდა.

რა კარგია რომ მაქსი დაიბადა.

____________

ვახშმის შემდეგ ჯიმინი ვერანდაზე გადის და ხედს გაჰყურებს.
ჰაერს ღრმად ისუნთქავს და გარშემო იხედება.
თავს მშვიდად გრძნობს,მგონი სწორი გადაწყვეტილება იყო აქ წამოსვლა.

-მოიწყინე?-კითხულობს ჯონგუკი და ხელში პლედი უკავია.ომეგას გვერდით უდგება და ისიც ჰორიზონტს გაჰყურებს.

-აქ სიმშვიდეა. ეს მიყვარს.-პასუხობს ქერა და სახეზე ჩამოფხატებულ თმას ყურს უკან იწევს.

-გინდა?-ეკითხება ჯონგუკი და პლედზე ანიშნებს,რომელსაც მათ შუაში,მოაჯირზე კიდებს.

-გმადლობ.-ჩურჩულებს ქერა და ფრთხილად იღებს,შემდეგ კი ზურგზე იხვევს.

-კარგი ამინდი იყო დღეს.-საუბარს იწყებს ჯონგუკი და ცას გაჰყურებს.
ჯიმინი კი მას.

-რატომ არ ჩამოხვედი აუზში?-ეკითხება და მზერას უსწორებს.

-არ მიყვარს.-იბნევა ომეგა.

parallel universe-პარალელური სამყაროWhere stories live. Discover now