2

96 20 38
                                    

-რატომ არ მითხარი.-გრძელი პაუზის შემდეგ ამოიხვენშა ალფამ. ეს არც კითხვას ჰგავდა და არც უბრალოდ თქმას.
მის ტონში დიდი იმედგაცრუება იკითხებოდა.

-არ ვიცოდი..-ამოილუღლუღა უმცროსმა და ძმას შეხედა.

-რას ნიშნავს არ იცოდი?-ხმას აუწია ჯონგუკმა.

-მე..მე არ ვიცოდი თუ განაყოფიერების პერიოდი ჰქონდა.

-ჯანდაბა,ნორმალური ხარ?-საჭეზე ხელები მძიმედ დაალაგა და სახე დამანჭა უფროსმა.

-ჯონგუკ,ძმაო ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.-გააგრძელა ბიჭმა.-სიყვარული დანაშაულია?

-სიყვარული დანაშაული არ არის. უბრალოდ უნდა დაფიქრებულიყავი რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა,ერთი ღამის სიამოვნებას.-წყნარად და ფრთხილად უხსნიდა ძმას.

-მე არ ვიც..ჩვენ არ ვგეგმავდით ამას.-ლუღლუღებდა უმცროსი.

-ვერც დაგეგმავდით ,გესმის? ის ომეგა ჩვიდმეტი წლისაა,შენ კი უკვე სრულწლოვანიც კი! მას თუ არ უფიქრია ამ ყველაფერზე,შენ რა დაგემართა?-წამოიწია ჯონგუკი.

-უბრალოდ..

-ეს რომ არ მომხდარიყო და ერთ დღეს ჩვენთან მოსულიყო,გამოეცხადებინა რომ მუცლით შენს შვილს ატარებს და შენ უნდა ყოფილიყავი პასუხისმგებელი,რას იზამდი? არ დაფიქრებულხარ?სამყარო თავზე დაგენგრეოდა!-მიუხედავად ნერვიულობისა,უფროსი ჯონი ცდილობდა ტონი არ გაემკაცრებინა და არც დაერბილებინა.

-სწავლაზე განაცხადი ტყუილად შეიტანე თუ ბავშვების ყოლას აპირებდი?

-ზედმეტი ნუ მოგდის ჯონგუკ!-წამოჯდა უმცროსი.-ის ჩემი შვილი იქნება,სწავლასაც თავისუფლად მივხედავ.

-ზედმეტი მე მომდის? რატომ არ გესმის რომ არასწორად მსჯელობ?
-ნელა აგრძელებდა საუბარს.-არ ხარ ისეთი პატარა, რომ ვერ გაიაზრო რას გეუბნები.
შენ ისწავლი,ის უბედური ომეგა კიდევ დაჯდეს და შენი ნაშიერი გაზარდოს?

parallel universe-პარალელური სამყაროWhere stories live. Discover now