12

67 17 11
                                    

-მშვენივრად გამოიყურები.-იღიმის ალფა როდესაც ჯიმინს ხედავს.
ომეგაც უღიმის და მანქანაში სხდებიან.

-ძალიან კარგი რესტორანი ვიცი,იქ წავიდეთ.-ამბობს ჯონგუკი და მანქანას ძრავს.

-დღეს ადრე მორჩი სამსახურს?-კითხულობს ჯიმინი და მის გვერდით მჯდომ ალფას უყურებს.

-მინდოდა დიდი დრო გაგვეტარებინა ერთად.-იღიმის ჯონგუკი.

-მშვენიერია.-პასუხობს ჯიმინი და ფანჯრიდან იხედება.

ბედნიერია.

თავისუფალია.

______________

ბიჭები დანიშნულების ადგილზე მიდიან და დაჯავშნილ მაგიდასთან ადგილს იკავებენ.

მაგიდა შუაში დგას,გარშემო კი ხალხია.

ჯიმინი გარემოს ათვალიერებს და ხვდება ,რომ ზედმეტად ძვირიანია.

-შეგეძლო გეთქვა,ასეთ ადგილას თუ მოვდიოდით.-ეჩურჩულება ალფას და შავგრემანი ხითხითებს.

-რა საჭიროა? -წარბებს სწევს უფროსი და ჯიმინს სკამს უწევს,რომ დაჯდეს.
შემდეგ კი წინ უჯდება.

-რა შევუკვეთოთ?-კითხულობს და თან ჯიმინს უყურებს.
ქერა მენიუში ცოტა იაფ საკვებს ეძებს.

საბოლოოდ წყვეტენ რა უნდა მიირთვან და შეკვეთას აძლევენ.
საუბარს ჯონგუკი იწყებს და ჯიმინს თვალს არ არიდებს.

-არ მეგონა თუ თავად შემომთავაზებდი შეხვედრას.

-რატომ?-იღიმის ომეგა და ჯონგუკი ხვდება რომ ჯიმინი ბრწყინავს.

-არ ვიცი,უბრალოდ.-თავს აქნევს და სწორდება.

-სწავლაზე რა მოიფიქრე?-ახსენდება ჯონგუკს და ქერას ეკითხება,რომელიც კითხვის გაგონებისას იშმუშნება.

-როგორც გითხარი,ის ყველაფერი რაც შემომთავაზე ჩემი ოცნებაა,-ოხრავს ჯიმინი და მაგიდას იდაყვებით ეყრდნობა.-მაგრამ საქმე იმაშია,რომ მაქსი მყავს რომელსაც უნდა მივხედო,-ჯიმინი ხვდება რომ უაზრო არგუმენტია,კეფას იქექავს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 09 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

parallel universe-პარალელური სამყაროWhere stories live. Discover now