სახლში სიწყნარეა.
მაგრამ საშინელი აურა ტრიალებს.
თითქოს ვიღაც გარდაიცვალა,მოკვდა და ყველაფერი გაუფერულდა.მისაღებში ჩუმი კრუსუნი ისმის.
ომეგა დივანზე ზის,თავი ხელებში აქვს ჩარგული და დამშვიდებას სცდილობს.
ალფა წყლის ჭიქას აწვდის,ომეგაც სვამს და ისევ თავს ხრის.-კარგად ხარ?-ნაზად ეკითხება ჯონგუკი.
-დამშვიდება მიჭირს,-ღრმად ისუნთქავს ქერა და ცრემლების ნაკადს ეომება.
-თავს ნუ იკავებ,ჯობია იტირო,რომ დამშვიდდე.-დაბალ ხმაზე ეუბნება ჯონგუკი და ჯიქას მაგიდაზე დებს.
-ვერ გავიგე,ასე რატომ მექცევი.-თავს აქნევს ჯიმინი და ხელებს იწვალებს.
-ადამიანები ვართ,ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.-დაუფიქრებლად ცივად პასუხობს ჯონგუკი.
-არ არის საჭირო.-პასუხობს ქერა.
-საჭიროა.
-ჯონგუკ,-თავს მაღლა სწევს პაკი,რადგან მადლობა გადაუხადოს,მაგრამ ჯონგუკის გამოხედვა და ხმა აჩერებს.
-ხვალ კარის საკეტს გამოცვლიან.
-გმადლობ,მაგრამ-იბნევა ომეგა.
-მაქსზე ვზრუნავ,შენ თუ არ გჭირდება რომ ვინმემ იზრუნოს შენზე,მაქსს სჭირდება.-საუბარში ეჭრება ჯონგუკი და დივანზე ჯდება.-ჰანი მალე უნივერსიტეტში ჩაირიცხება და აქედან წავა,შენ და მაქსი კი ისევ აქ დარჩებით,მე კი ყველაფერს გავაკეთებ,რომ ჩემი სიძის ოჯახი დავიცვა.
-მეც შემიძლია მაქსის დაცვა,ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს ეს არ შემიძლია,ან არ გამიკეთებია.-თვალებში უყურებს შავგრემანს.
-არ მინდოდა ასე გამომსვლოდა,ნამდვილად არ მივიქრია ასეთი რამ.-თავი გაიმართლა ჯონგუკმა.-უბრალოდ ნუ იქნები ეგოისტი და მიეჩვიე,რომ მარტო აღარ ხარ,-წამოიწია ჯონგუკი და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო.-შენს გვერდით ვარ.
YOU ARE READING
parallel universe-პარალელური სამყარო
Action"ეს ყველაზე საუკეთესო შეცდომა იყო რაც შეიძლებოდა დაეშვა".