10

162 21 47
                                    

-ჯიმინ.-ეძახის პიჟამაში გამოწყობილი ომეგა და პაკი მისკენ მიდის.

-გისმენთ.

-წამოდი ოთახს გაჩვენებ,-უღიმის და მხარზე ხელს ხვევს.
ქერა მას მიჰყვება.
უფროსი ჯონი ოთახს აჩვენებს და ეუბნება ,რომ სხვაგანაც გაჰყვეს.

ჯიმინი თავს თავაზიანად უკრავს და მას მისდევს.

-აქ მეწუწუნებოდა პატარა ჯონგუკი.-ამბობს ომეგა ,როდესაც პატარა ოთახში შედიან.
ჯიმინს ეღიმება.

-ამ ადგილას ვიწექით,როცა მუცელზე ედო თავი და მებუტბუტებოდა. -იღიმის ნაზად და ლოგინზე ჯდება.

-ამ ოთახს აღარ ვიყენებთ.-ამატებს ის და ჯიმინს ანიშნებს,რომ მის გვერდით დაჯდეს.

-რატომ?-კითხულობს ომეგა და მის გვერდით ჯდება.

-ამ ოთახში ბევრი რამ გადავიტანეთ,-სიმწრით იღიმის ქერა.-ექთნები,გადასხმები,ნემსები..რთული პერიოდი მქონდა მაშინ. რაც ეს გადავლახე,აქ ფეხი აღარ შემომიდგამს.-საუბარი დაასრულა ომეგამ და გაოგნებულ ჯიმინს შეხედა.

-ახლა..-რაღაცის თქმა დააპირა პაკმა.

-ახლა შემოვედი,რომ შენთვის მეჩვენებინა ეს ადგილი. -იღიმის ომეგა.-არ ვიცი შენს და ჯონგუკს შორის რა ხდება,რა სიტუაციაში ხართ და რა გეგმები გაქვთ მომავალში.მაგრამ იცოდე,რომ მე მამაშენიც ვარ.-უღიმის ჯონი და ხელზე ეფერება უმცროსს.

-მე..-თავს ხრის ჯიმინი და თვალები უცრემლიანდება.
შვიდი წლის შემდეგ პირველად იგრძნო ასეთი რამ.

-შენც და ჰანიც,ჩემი შვილები ხართ. ის პატარა ალფაც.-ხითხითებს ომეგა.-ხომ იცი რომ ყოველთვის შეგიძლია ჩვენთან მოხვიდე,-უღიმის მშობელი და მხარზე ეხვევა.

-ამას რატომ აკეთებთ?-ხმას იღებს პაკი და შემდეგ იაზრებს,რომ უადგილო კითხვა დასვა.

-ნამდვილად არ მაინტერესებს,როგორი ოჯახი გაქვთ, სად და რატო არიან თქვენი მშობლები. არ იფიქრო,რომ ასე ამიტომ გექცევი,არა. ჩემი სახლი,ახლა უკვე თქვენი სახლიცაა და მინდა ეს გამიგო.-ტკბილად უღიმის ომეგა და ჯიმინი მას ეხუტება.

parallel universe-პარალელური სამყაროWhere stories live. Discover now