4

142 28 80
                                    

იმის გამო,რომ თქვენთვის ეს თავი დამედო,სფოთიფაი წავშალე! ახლა კი ნება იბოძეთ და კომენტარებით ამავსეთ🤣❤️

*******
ჯიმინმა კარი მიუჯახუნა და მაქსის ოთახში ავიდა,ფანჯარა დაუკეტა და თვალი გადაავლო მძინარე ბიჭს.
შემდეგ მისაღებში ჩავიდა და დივანზე დაჯდა.
განადგურებულია.
მამამისი თავს არ ანებებს ოჯახს.
შვიდი წელია რაც მამა აღარ ჰქვია,მაგრამ ყოველთვის ახერხებს რომ ომეგები შეაშინოს თავისი საზიზღარი ქცევებით.

ჰანს არ ურეკავს და არ უბრძანებს რომ სახლში მალე მოვიდეს.
უბრალოდ ამ ფაქტს ჩვეულებრივ ხვდება და ცდილობს ახალგაზრდებს დრო მისცეს.

ომეგას საღამოს ცხრისკენ აბრუნებენ სახლში და შეშინებული უფროს ძმას ეხუტება.

-რამე ხომ არ დაგიშავა?-კითხულობს ახლა ჯიმინი და ბიჭს სხეულზე ეხება.ჰანი ხვდება რომ მამას გულისხმობს და თავს უარყოფის ნიშნად აქნევს.

-თავად?ყელი ძალიან გტკივა? ტუჩთან დაიმუშავე?-ცრემლების შეკავებას სცდილობს უმცროსი და ძმას მხრებზე ეჭიდება.

-მე კარგად ვარ,სანერვიულო ნამდვილად არაფერია.
ისინი აქ საიდან გაჩდნენ?-ჯიმინს ეს კითხვა თავში უტრიალებდა.

-სანამ მოვიდოდა ჯიჰანი მწერდა, რომ მის მანქანაში სამაჯური დამრჩა,როდესაც საავადმყოფოში ვიყავით,ხელიდან მოუხსნია ჩემთვის და მანქანაში ჰქონია.
მითხრა წამოგიღებ და თან გნახავო,კარგია რომ დროულად მოვიდნენ.-ამოიოხრა ომეგამ და დივანზე დაჯდა.

-კი მაგრამ ჯონგუკი რიღასთვის იყო?-ეჭვის თვალით ჰკითხა ჯიმინმა.

-ჯიჰანს მანქანა წაართვა,ამიტომ თავად დაჰყავს.-უპასუხა პაკმა.

-გასაგებია.-ჩაათვალიერა ბიჭი და სამზარეულოში გავიდა.
.

მეორე დღეს ჯიმინი ადრე ადგა,თავი მოიწესრიგა და დაბლა რომ ჩავიდა კარზე კაკუნი ატყდა.
ომეგამ კარი გააღო და წინ რამდენიმე ალფა დახვდა,ყუთებით ხელში.

parallel universe-პარალელური სამყაროWhere stories live. Discover now