7

93 27 67
                                    

-ჯონგუკს აქ რა უნდოდა?-უხეშად ეკითხება ჰანი,როდესაც ჯიმინი კარს ხურავს.

-რა ტონია ?-ოდნავ გაოცებული უყურებს ძმას ჯიმინი.

-ჩემს ტონში რა არ მოგწონს?-თვალებს ატრიალებს ჰანი და დივანზე ჯდება.

-რატომ დაიგვიანე?-ჰკითხა ჯიმინმა და მისი და ჯონგუკის ჭიქა აიღო.

-ჯიჰანმა მომაკითხა და მასთან საუბარში გავერთე,როგორც ჩანს არც შენ იყავი მარტო.-უპასუხა უმცროსმა და ტელეფონი ამოიღო.

-რა პრობლემა გაქვს?-წამოდგა ჯიმინი.-კი ჯონგუკი იყო ჩვენთან,შენ რა პრობლემა გაქვს?

-პრობლემა არ მაქვს,-ქვემოდან უყურებს ომეგა.-ჯონგუკს შეყვარებული ჰყავს და ჯობია თავი შორს დაიჭირო მისგან.

-რა?-სახე შეეცვალა ჯიმინს.
გულში პატარა ჩხვლეტაც იგრძნო,მაგრამ ვერ გაეგო რატომ.
იმის გამო, რომ უმცროსი ძმა ასე ელაპარაკებოდა თუ იმის გამო,რომ ჯონგუკს შეყვარებული ჰყავდა.

-ვიმედოვნებ,იმედი არ გაქვს,რომ შენ შემოგხედავს.-დაამატა უმცროსმა და წამოდგა.

-ბავშვო წესიერად მელაპარაკე,თორემ!-გამწარებული მივარდა ბიჭს და შეჩერდა,როცა გაიაზრა რომ ხელის დარტყმას აპირებდა.

-არ მინდა რომ გული გეტკინოს!-იყვირა ჰანმაც.

-საკუთარ თავს მიხედე! შენი თავი და გული აკონტროლე,ჩემს და ჯონგუკის ცხოვრებაში კი ნუ ერევი!-უყვირა ჯიმინმა და ჰანი აპირებდა რაღაცის თქმას,როდესაც კიბეზე მომტირალი მაქსი დაინახეს.

-მაქს? რატომ ტირი ?-ჭიქები მაგიდაზე დააწყო ჯიმინმა და ძმისკენ გაიქცა.

-რამე მოხდა? დიდი ხანია გღვიძავს?-შეშინებული ეკითხება ომეგა.

-ჯონგუკი წავიდა?-ტირილით და თვალების ფშვნეტით კითხულობს ბავშვი.

-კი,თავის სახლში წავიდა,ამის გამო ტირი?-გაეღიმა ქერას.
მხრებზე ხელები წაავლო,როდესაც დადებითი პასუხი მიიღო.

parallel universe-პარალელური სამყაროWhere stories live. Discover now