ერთი კვირის მანძილზე ჯიმინი ყოველდღე აკითხავდა საავადმყოფოში თავის ძმას.
ჯონგუკი იმ დღის შემდეგ აღარ უნახავს,სამაგიეროდ ჯიჰანი არ ტოვებდა ომეგას.როდესაც სახლში წასვლის დრო დადგა,სანამ ჯიმინი მოაგვარებდა გადასახადს,ჯონებს უკვე დაეფარათ თანხა და მხოლოდ სახლში,უვნებლად წასვლაღა რჩებოდა.
ჯიმინს ეს ფაქტი დიდად არ ეპიტნავა,ჯიჰანი გააფრთხილა რომ აუცილებლად აანაზღაურებდა თანხას.მიუხედავად იმისა,რომ ჰანს ჯიმინის დანახვაც არ უნდოდა,სახლში უნდა დაბრუნებულიყო.
უმცროსი ჯონის ხვეწნის მიუხედავად,სახლში ტაქსით დაბრუნდნენ პაკები.
ესეც ჯიმინის გადაწყვეტილება იყო,რამაც უფრო გააღიზიანა ჰანი.-ყოველთვის შენს ჭკუაზე უნდა ვიარო..-ამოილაპარაკა ომეგამ და დივანზე ჩამოჯდა.
-შენთან ჩხუბის თავი არ მაქვს.-უპასუხა ჯიმინმა და სამზარეულოში გავიდა.-ყავას დალევ?-ჰკითხა ძმას მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო.
-რატომ არ შეგიძლია ჩემს მდგომარეობაში შეხვიდე?-ამოილაპარაკა უმცროსმა როდესაც ჯიმინი მის წინ დაჯდა.
-შენ რატომ არ შეგიძლია?-ყელში რაღაც ებჯინებოდათ ორივეს.
-მე ცხოვრება დამენგრა..-ამოილაპარაკა ომეგამ და მუხლები მკერდთან მიიბჯინა.
-და ვისი ბრალია?-ხმამაღლა განაცხადა ჯიმინმა.-ჩემი? გინდა ჩემზე იყარო ჯავრი? მიდი,გამლანძღე.საბოლოოდ გამთელე. ისეთი რაღა უნდა მითხრა რომ გატეხილი გული უარესად დალეწო!-სხეული უკანკალებდა ჯიმინს.
-რატომ არ გესმის ,რომ ბავშვი დავკარგე და აქ ერთადერთი გულგატეხილი მე უნდა ვიყო!-ამოიტირა ბიჭმა და ძმას შეხედა.
-რომელ ბავშვზე მელაპარაკები? შენ თავად ბავშვი ხარ!
-ნუ გავიწყდება რომ მამაც ჩვიდმეტი წლის იყო,შენ რომ გაგაჩინა!-წამოსცდა უმცროსს.
-და? ამით რა ხეირი? ჩვიდმეტი წლის ასაკში, რომ მე გამაჩინა,ოცდაორი წლის ასაკში,რომ ორი, ოცდატორმეტი წლის ასაკში რომ უკვე სამი შვილი ჰყავდა და ნაბიჭვარი ქმრის გამო გული გაუსკდა,ეს უნდა მახარებდეს?-წამოდგა ქერა და კანკალთან ერთად ყვიროდა .
YOU ARE READING
parallel universe-პარალელური სამყარო
Hành động"ეს ყველაზე საუკეთესო შეცდომა იყო რაც შეიძლებოდა დაეშვა".