= 4 =

160 24 6
                                    

* ხალხო და ჯამაათნო აი ახალი თავიც, ბოდიში რომ ასე იშვიათად ვდებ ხოლმე :'(    არც სკოლა მიწყობს ხელს და არც ჯანმრთელობა :'(  სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ :3 *

 ერთი შეხედვით წყნარი სახის მიღმა აფორიაქებული სული იმალებოდა, და მოსაზრება იმისა რომ სიზმარი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანი დაცულია, განადგურდა, დაიშალა და გაქრა.

(ბექჰიონ POV)

ფიქრები ნელა ირევიან  გონებაში, არ ვიცი სად ვარ ან რატომ ვარ აქ.. რა ხდება და რატომ ვგრძნობ რომ მახეში ვარ გაბმული? არ ვიცი .. ფიქრების დალაგება მიჭირს, მაგრამ უკვე უკეთესად ვარ, ვცდილობ აღვიდგინო ორიენტაცია და გავერკვიო სად ვარ, მაგრამ არ შემიძლია ვერ ვმოძრაობ, ვერ ვიმორჩლებ სხეულს, თითქოს  მე აღარ მეკუთვნის.. ბნელა.. მაგრამ თვალებსაც ვაჩვევ უკვე ამ სიბნელეს. თავის დაღწევის სურვილი მაგიჟებს პირდაპირ, მაგრამ  ვერკვევი და ვხვდები რა დღეშიც ვარ. გაოცებისგან გაშეშებული ვარ და ცივი ოფლი მასხავს .. ჰაერში გამოკიდებული ვარ, ოქროსფერი სიმები კი  ჩემს კიდურებს ჩასჭიდებოდნენ..

რა ჯანდაბა!.. - წამოვიძახე მაგრამ დასრულებაც კი ვერ მოვასწარი ფრაზის, რომ ჩემ გამოძრავებას ზარის წკრიალი მოჰყვა. მისი ხმა იზრდება იზრდება და იზრდება, წკრიალი, საშინელ ხმაში გადადის.. ტვინში მირტყავს მისი ხმა, მგონია რომ თავი გამისკდება. თვალებიდან ცრემლები მდის ისე მტკივა თავი. მართლაც რომ რა ჯანდაბაა.. 

  - გაჩუმდიი!!!!!!! გაჩუმდი!!! გეყოს !!!! მალე თავი გამისკდება!!!!!!!!!!!!! გაჩუმდი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! - არ ვიცი საიდან ამხელა ხმა მაგრამ მე ვყვირი.. ის გაჩერდა და სიჩუმე სუფევს ისევ.. ვგრძნობ რომ ტვინი მტკივა, მრისხანებისკან კი შეიძლება უფრო ამტკივდეს.

- ოუუუ ეს რა ბრაზიანი ბიჭი მყოლია აქ.. აშკარად არ ხარ ჯერ მზად. ამიტომ მოკეტე, შენი ყვირილი იმ ზარის ხმაზე გამაღიზიანებელია. - უკნიდან თვალებს ნაჭრით მიხვევს და ვგრძნობს რომ სიმები უფრო მიჭერენ. მტკივა.. ძალიან მტკივა. ვყვირი ტკვილისგან აღარ შემიძლია, ჰაერში ყოფნისგან ფეხები დამიბუჟდა მათაც ვეღარ ვგრძნობ. ეს ყველაფერი ხომ სიზმარია?!! სიზმარი... მაგრამ რატომ ვერ ვიღვიძებ რატომ???? 

Der PuppenspielerWhere stories live. Discover now