= 10 =

113 11 17
                                    

** AYO WASSUP  B) სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ :3 ** 

   მიუხედავად იმისა, რომ ბექჰიონს არც ექიმების ეშინოდა და არც ნემსების, მაინც დაძაბულობას გრძნობდა. ამას ემატებოდა უხერხულობაც. მოკლედ პაციენტი ძალიან ნერვიულობდა, ექიმი კი ნივთებს ამზადებდა აცრისთვის. 

- ბექჰიონ, სწორად მოიქეცი, რომ დღესვე მოხვედი. დაგვიანება გართულებას და წამლის დოზის გაზრდა გამოიწვევდა. - ეს უთხრა და სახეზე დააკვირდა, ბექჰიონმა კიდევ უფრო მეტი უხერხულობა იგრძნო. - ამ ბოლო დროს თავს როგორ გრძნობ? რამე ხომ არ გიშლის ხელს ძილში?  რაღაც დაღლილი, დასუსტებული და გამხდარი ხარ.. 

-  აჰ... კოშმარები არ მაძლევენ დაძინების საშუალებას ექიმო.. - თითქმის არ მძინავს, ან მძინავს მაგრამ ისე საშინლად, რომ მაგას სჯობს საერთოდ არ დავიძინო.. 

- მოდი სისხლის საერთო ანალიზსაც აგიღებ და გავიგებთ რაშია საქმე. ხომ არ გაქვს ამასთან პრობლემა? - ჰკითხა ექიმმა.

- არანაირი. 

- მოდი მაშინ ჯერ სისხლს აგიღებ და შემდეგ აცრას გაგიკეთებ.

- კი, მაგრამ ანალიზი სხვაგან არ კეთდება? - ეჭვით ჰკითხა ბექჰიონმა.

- კი ლაბორატორიაში, მაგრამ ახლა იქ ძალიან ბევრი ხალხი იქნება და არ მინდა გადაგღალო, ისედაც ცუდად ხარ, რომ გიყურებ. - ღიმილით უთხრა ექიმმა და ნემსი ხელში აიღო. ამაზე ბექჰიონმა უბრალოდ თავი დაუქნია და ჭკუაში დაუჯდა ეს შეთავაზება. მან ხელზე მოუჭირა და უცბად, უმტკივნელოდ აუღო სისხლი. მუქი  სისხლის დანახვა ბექჰიონს ცოტა გაუკვირდა არ ეგონა ასეთი მუქი თუ იქნებოდა. 

- ექიმო მუქი სისხლი კარგის ნიშანია თუ ცუდის? - უბრალოდ იკითხა პაციენტმა.

- ბექჰიონ, შენ შემთხვევაში ეს კარგის ნიშანია. შენ სიძლიერეს გამოხატავს. - ღიმილით უთხრა ექიმმაც.

- სიძლიერეს? - გაიმეორა ბიჭმაც.

- ახლა კი აცრის ჯერია. - ექიმი გაბრუნდა  და ნემსი წამლით გაავსო. - ბექჰიონ ბოდიში, მაგრამ აცრა არ დაგჭირდება, არა მგონია იოვანი რაიმე ცოფის ან დაავადების მატარებელი იყოს. - ჩუმად თქვა და შემობრუნდა.

Der PuppenspielerWhere stories live. Discover now