= 8 =

106 17 16
                                    

*ტადააააამ :3333 ახალი თავი სიახლეებით :3 იმედია მოგეწონებათ :3 *

   თავისი ძველი მეგობრისგან დაბრუნებული ბექჰიონი, კარგა ხანი გონზე ვერ მოდიოდა. სხვას რომ დაენახა ის, ვიღაცას ეგონებოდა, რომ ბიჭს ღრმა ძილით ეძინა, მაგრამ ჯენიმ იცოდა რომ ეს ასე არ იყო და ნერვიულობდა. იჯდა ბექჰიონის გვერდზე და ელოდებოდა, ლოდინში კი ჩაეძინა კიდეც. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, გაიღვიძა ჯენიმ, სურდა ბექჰიონისთვის სახეზე შეეხედა, მაგრამ იცოდა რომ ეს შეუძლებელი იყო... 

- ჯენი? გაიღვიძე? - ბექჰიონმა სევდიანი ღიმილით უთხრა და შეხედა მოხუც ქალბატონს.

- ბექჰიონ? როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა? რამე გჭირდება? თავს როგორ გრძნობ? რამე ხომ არ გტკივა? - კითხვები მიაყარა შეშფოთებული სახით.

- ცოტა ნელა.. თავი მისკდება.. ისე გამომეცალა ძალა, რომ ვერ ვმოძრაობ და პირი მიშრება.. 

- ბოდიში.. ახლავე მოგიტან! -ჯენი წამოხტა ფეხზე და იქვე მაგიდაზე მდგარი წყლით სავსე ჭიქას ხელი სტაცა და მიაწოდა.

- მადლობა.. - ჩურჩულით თქვა და გამოართვა, მათი ხელები ერთმანეთს შეეხნენ. თითქოს არაფერი, ბექჰიონმა რაღაც შეამჩნია, მაგრამ ისე სწყუროდა რომ არ შეიმჩნია. - ჯენი,  დროსელს იცნობ? - სიჩუმის შემდეგ ჰკითხა მან.

- პირადად არა, მაგრამ გამიგია მის შესახებ. ვიცი ვინ არის, რას წარმოადგენს და რაზეა წამსვლელი, ეგეც მშვენივრად ვიცი. - უემოციოდ უპასუხა ჯენიმ. - შენთან ის რა კავშირშია? 

- თუ არ ჩავთვლით სიზმარს სადაც მომაკითხა, ის თურმე ვიღაც "უდიდებულესობის" ქვეშევრდომი ყოფილა.. იცი ვინცაა ეს 'ვიღაც'? 

- კი...

- არ გსურს რომ გამიმხილო? 

- არ შემიძლია.

- სად არის მისი ადგილსამყოფელი? ეს მაინც მითხარი.. - ბექჰიონი ნელნელა ბრაზდებოდა, არა ჯენიზე, არამედ საკუთარ თავზე. უმოქმედობის და საცოდაობის გამო..

Der PuppenspielerWhere stories live. Discover now