= 5 =

129 20 4
                                    

'* ალილუია! აი ახალი თავიც იმედია მოგეწონებათ *^^* ბოდიშით რომ ასე იშვიათად ვდებ :'(  სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ, არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება და შეფასება ! ;3 *

' I refuse to carry King who is weaker than me and get cut ribbons with him. If you're weaker than me, then I'll destroy you and take your crown for myself. ''


  ის ყურადღების მოკრებას ცდილობს, რათა დაინახოს რა ხდება ამ ფიქრებისგან აგებული კედლის მიღმა, რომლის იქითაც გული უგრძნობს რაღაც.. არა.. უფრო ვიღაც არის და თავისკენ იხმობს.. ნელნელა მიიწევს ამ კედლისკენ, მაგრამ უჭირს, ხელს მოგონებები და ფიქრები უშლიან ისინი ეკლებივით ედებიან მის ტანსაცმელს და ანელებს, კანს უკწარავს სისხლს ადენს მაგრამ ის მაინც არ ჩერდება.  როგორც იქნა მიაღწია, თითით შეეხო კედელს და ყველაფერი წამში გაქრა, გაიფანტა როგორც მტვერი. მეორე მხარეს მჯდომი პერსონაც ამ კედლის მსგავსად აორთქლდა მაგრამ მისმა ხმამ ბექჰიონამდე მაინც მოაღწია:

 არ ინერვიულო მალე შევხვდებით..

   ბექჰიონმა თვალები გაახილა და მიხვდა რომ სულ გადალურჯებული და გაყინული იყო, მაგრამ ამას ყურადღება არც მიაქცია და გადაწყვიტა ერთი ჭიქა ცხელი ჩაის შემდეგ ქალბატონ ჯენისთან წასულიყო, რადგან მას დახმარების იმედი ჰქონდა. ის გრძნობდა რომ მოხუცი ქალბატონი გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა მისი სიზმრების შესახებ ამიტომაც ნაპერწკალი რწმენისა ჯერ არ გამქრალა. ბიჭი იმასაც აცნობიერებდა რომ ეს შემოტევები ისევ დაეწყებოდა რადგან ეს რაღაც არ მოასვენებდა, სანამ ყველაფერს არ გაიგებდა მის შესახებ და არ დაამარცხებდა. ამიტომაც ჩაი მაქსიმალურად სწრაფად დალია (ისე სწრაფად რომ ენა კინაღამ დაიწვა) გაემზადა და წავიდა. გზაზე ყურადღებას არავის აქცევდა მხოლოდ მუსიკაში იყო ჩართული, ეშინოდა .. ეშინოდა იმის რომ არაფერი იცოდა, გაურკვევლობაში იყო.. მაგრამ მაინც მხნედ იყო იმასთან შედარებით რაც დილით მოუვიდა, ადამიანობა არ დაკარგა და ცხოვრების ნელ დინებას შედარებით მშვიდად მიყვა. ნაცნობი ასახვევი და გზა, მას ქალბატონი ჯენის სახლამდე აცილებდნენ. იქვე მან კნავილი გაიგონა, რაღაცა ტიროდასავით, ძალიან ტკიოდა.. როდესაც ბექჰიონი ხმას გაყვა დაინახა შავი ძალიან ლამაზი კატა, რომელიც თათს ილოკავდა და თან ტიროდა. ბიჭი დაიხარა და კატის ხელში აყვანა სცადა, მან კი შეუღრინასავით, მაგრამ შემდეგ მიუშვა. ბექჰიონმა ხელში აიყვანა და დაინახა რომ დიდი ეკალი ქონდა თათში შერჭობილი და ამიტომ ვერ დადიოდა ფისო. მანაც ამოაძრო ეკალი და სწრაფი ნაიჯებით გაუყვან აღმართს რათა კატას დახმარებოდა. ქალბატონი ჯენის სახლი ცოტა უცნაური ეჩვენა, მაგრამ არ შეიმჩნია, ყველა ადამიანი თავისებურია ამიტომაც არ გაკვირვებია.. ზარს შეხედა რომელსაც კატის თავის ფორმა ჰქონდა და თითი დააჭირა.

Der PuppenspielerWhere stories live. Discover now