= 16 =

80 13 10
                                    

* მთხოვეს და დავბრუნდი 😂 იმედია კარგად ისვენებთ :3 ჯერ დასასრულისკენ არ მივდივარ, მაგრამ როდესაც მოვრჩები ჩემს კარგა ხნის დაწყებულ ფიკს გავაგრძელებ, რომელიც გვიამობს ისტორიას კიმ ჯონგინის შესახებ :3 თუ გსურთ წაიკითხეთ და შეაფასეთ იდეა (Angelo della Morte)😂💜💜*

დამღლელი გზა გაიარეს ჩვენმა გმირებმა, რომელიც უსასრულოდ იწელებოდა. ყველა სხვადასხვა რამეზე ფიქრობდა, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ერთი იყო - მეთოჯინე. ისინი იხილავდნენ ყველა შესაძლო ვარიანტს თუ რა უნდა გაეკეთებინათ პირველ რიგში. მხოლოდ ბექჰიონს აწუხებდა სხვა აზრები, მან შეიცნო, რომ ძალიან სუსტი იყო დანარჩენებისგან განსხვავებით. ის დამწყები იყო, მაგრამ მაინც თვლიდა, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობები მასაც უნდა ჰქონოდა. ასეთი აზრების მიუხედავად მანქანაში ხმა არ ამოუღია, სიჩუმე არ დაარღვია და სახლში მისვლას დაელოდა.  გაწელილი დროის მიუხედავად ისინი არც ისე გვიან დაბრუნდნენ. ზუსტად ვახშმის დროს მიაღწიეს დაცულ ადგილამდე. მამულში შევიდნენ. ფრანსუამ მანქანა ავტოფარეხში შეიყვანა, ხოლო მგზავრები სახლში შევიდნენ.
- გამოიცვალეთ, დაისვენეთ, შხაპი მიიღეთ და ქვემოთ ერთ საათში ვახშამზე გელოდებით. - თქვა იონგჯემ დაღლილი სახით და ყველა უსიტყვოდ დაემორჩილა მას. ბექჰიონი თავის ოთახში ავიდა და შხაპის მისაღებად გაემზადა. ტანზე გაიხადა და შიშველი ყმაწვილი აბაზანაში ჩაწვა. თბილმა წყალმა მისი კუნთები მოადუნა, მას შვება მოჰგვარა და დაღლილ გონებას ნისლი მოჰფინა. მან ვერ იგრძნო დრო როგორ გადიოდა. თითქოს მისთვის ამ წამს ის შეჩერდა, დაიღალა, რადგანაც არასდროს ჩერდება. დღევანდელმა მომხდარმა ამბებმა მასზე ძალიან იმოქმედეს და ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩაეძინა.
ნაცნობი ადგილი. სიბნელე, სიცივე. გამხმარი ხეები და უსასრულობაში მდგომი თეთრი კარი.  ბექჰიონი მიხვდა სადაც იყო, მაგრამ ვერ მიხვდა იმას თუ რანაირად მოხვდა ამ ადგილზე, მაგრამ აქ ყოფნით ის ძალიან ბედნიერი იყო. კარებთან მიირბინა და დააკაკუნა. ხმა არავინ გასცა, ამიტომაც კარი შეაღო და სინათლემ თვალი მოსჭრა. ვერ გააცნობიერა მომხდარი და თვალებდახუჭული შიგნით შევიდა. ყმაწვილი თვალებს ისრესდა და თან აქეთ იქით იყურებოდა. ალაგ-ალაგ ბევრი ხე იყო, მათ შორის კი პატარა სახლი. მზე დასთამაშებდა იქვე პატარა ტბას რომელშიც თევზები დაცურავდნენ. ხეებზე ჩიტებს ბუდები ჰქონდათ გაკეთებული და ჭიკჭიკებდნენ, ციყვები კი მათ მეზობლად დახტოდნენ. ბექჰიონს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა ხდებოდა ან სად იყო. ბოლოს პატარა სახლს მიადგა და დააკაკუნა.
- ახლავეე - მოესმა ნაცნობი ხმა და სტუმარს გაეღიმა. კარი გაიღო და თავისი სრული ასლი დაინახა, რომელიც ბოლო შეხვედრიდან შეცვლილიყო. შავების ნაცვლად ახლა თეთრი პერანგი ეცვა და დიდი პირსინგის ნაცვლად ახლა მხოლოდ ყურს უმშვენებდა პატარა საყურე.
- ბექჰიონ!? აქ რას აკეთებ!? ან რას დგახარ კარებში.. შემოდი შემოდი! - მხიარულად უთხრა მასპინძელმა და სტუმარი შემოიპატიჟა.
- არ ვიცი აქ რანაირად მოვხვდი, აშკარად მახსოვს, რომ აბაზანაში ჩამეძინა. - მანაც უპასუხა და კეფა მოიფხანა. - შენ როგორ ხარ? ვხედავ აქ ბევრი რამ შეცვლილა.
- ხო.. ჩვენმა ბოლო შეხვედრამ და დამეგობრებამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენში.
- მართალი ხარ.. ისე რაღაც მაინტერესებს..
- გისმენ.
- სუსტი ვარ თუ უბრალოდ ჩემი შესაძლებლობები ჯერ არ გამოვლენილან? - იკითხა ჩაფიქრებულმა ბექჰიონმა.
- რა თქმა უნდა ჯერ არ გამოჩენილან. შენ ძალიან ძლიერი ხარ, დამიჯერე. შენი ძალა, რომ არა ის არ აგირჩევდა. - დაუფიქრებლად უპასუხა მასპინძელმა.
- კიდევ ერთი რამ.. მიუხედავად იმისა, რომ ჩვემ ერთ სხეულში ვართ, ვხვდები, რომ შენ ოდესღაც სხვა ადამიანი იყავი და რას გეძახდნენ? ბექჰიონი უცნაურად ჟღერს.
- აჰ...მე ხომ არ მითქვამს. ეტყობა გადამავიწყდა..- გაიცინა მან. - მე ოდესღაც ედმონდი მერქვა, მაგრამ ახლა ვერავინ მეძახის.
- მე დაგიძახებ. - ღიმილით უთხრა ბექჰიონმა და თვალებში შეხედა.
- სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა, ბექჰიონ.. მადლობა. - აცრემლებული თვალებით უთხრა ედმონდმა და გაიღიმა.
- არაფრის ედმონდ. ისე, ხომ არ მომიყვები შენს ისტორიას?
- ეს ცოტა რთულია ჩემთვის, მაგრამ ვცდი.
- თუ ძნელია...
- არა ოდესმე მაინც უნდა მოგიყვე. - შეაწყვეტინა ედმონდმა და თვითონ განაგრძო. - მე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი. საცოლეც მყავდა, მაგრამ ერთხელ ის გამოჩნდა და ჩემი მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მე მისი ერთ-ერთი რჩეული ვიყავი და ჩემთავში ძალებიც აღმოვაჩინე. ეს ყველაფერი ძლიერ მაცდუნებელი იყო, რამაც შემაცდინა და მის მხარეს დამაყენა. შემდეგ გავიცანი სამი ადამიანი, რომელთაც გონზე მომიყვანეს. ჩვენ მრავალი გეგმა გვქონდა, მათ შორის აჯანყება და მეთოჯინის მმართველობის ჩამოგდება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვიღაცამ შეამჩნია რაღაცა და დაგვაბეზღა მასთან. ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ მე ვჩანდი დამნაშავე და ძალიანაც გამეხარდა, რადგან დანარჩენები გადარჩებოდნენ. მან იონგჯეს უბრძანა ჩემი მოკვლა, მას კი ამაზე რეაქციაც კი არ ჰქონია, სოლარი ტიროდა, იოვანი კი იკურთხებოდა. მაგრამ ყველაფერი იონგჯეს გეგმის მიხედვით უნდა წასულიყო. მას ყოველთვის აქვს რაღაც გეგმა. ის კი იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ჩემი სული უნდა მოეპარათ და სხვის სხეულში "ჩაესახლებინათ". მოკლედ მომკლეს, მაგრამ წამითაც არ შემპარვია ეჭვი ჩემს მეგობრებში, მათ კი ჩემი სხეული დამარხეს. უკვე ვთვლი, რომ ის ამ საქმის კურსში არცაა, რადგან შენ ძალების რაღაც ნაწილი უკვე გაქვს და ამის შესახებ, შეიძლება დღეს გაიგო. აი ასე მოვხვდი შენთან.. მაგრამ რატომ გახდი შენ მისი ყველაზე მთავარი  რჩეული არავინ იცის.. ეს ალბათ უბრალოდ ბედისწერაა.. 
- კი მაგრამ საიდან იცი, რომ დღეს შევიტყობ? - იკითხა ნაამბობით გაოცებულმა ბექჰიონმა.
- ჩემს მეგობრებს კარგად ვიცნობ. - ედმონდმა გაიღიმა და ჩაფიქრდა.
- საინტერესო ამბავი იყო, კიდევ ერთი კითხვა მაქვს.. - წამოიძახა ბექჰიონმა.
- არამგონია დრო გქონდეს..შენს ხელს დახედე. - მიუთითა ხელზე, რომელიც ქრებოდა.
- აბა ნახვამდის, ბექჰიონ.. მომავალ შეხვედრამდე.
- ნახვამდის, ედმონდ.. - დაემშვიდობა ბექჰიონი და გამოეღვიძა. მან ტანი არც შეიმშრალა, პირსახოცშემოხვეული ოთახში გავიდა და საათს შეხედა.
- ჯერ კიდევ ნახევარი საათი მაქვს დრო.. - ჩაიბურტყუნა და თავს მიხედა. გამოიცვალა, თმას მიხედა და არ იცოდა შემდეგ რა ექნა ამიტომ ქვემოთ ჩავიდა. სასტუმრო ოთახში არავინ დახვდა, მაგრამ სუფრა იშლებოდა.
- ბატონო ბექჰიონ, ისინი ბატონი იონგჯეს კაბინეტში არიან. - უთხრა ჟორჟმა, (ან ფრანსუამ ის მათ ვერ არჩევდა, ჯერ) ყმაწვილიც ოთახისკენ გაემართა. უცნაურად ეჩვენა, როდესაც კარი ოდნავ შეღებული დახვდა. დააკაკუნა და როდესაც არავინ ამოიღო ხმა, შევიდა. მან უცაბედად შეამჩნია კარი რომელიც იკეტებოდა, მიხვდა, რომ საიდუმლო ოთახის იყო ამიტომ მიირბინა და შიგნით ისკუპა, როგორც კი შევიდა კარი დაიხურა. სიბნელეში გაარკვია, რომ ვიწრო დერეფანში იყო, ხოლო მის ბოლოს კი გზა ორად იყოფოდა და ერთ-ერთი ოთახიდან სინათლე გამოდიოდა. ბექჰიონმაც ზუსტად ამ ოთახისკენ გასწია. გაუყვა მუქ მწვანე კედლებს და მუხის იატაკს. როდესაც ბოლოში გავიდა დაინახა, რომ სამი მისი მეგობარი რაღაცაზე საუბრობდნენ, იონგჯე თან მიკროსკოპში იხედებოდა. ყმაწვილმა თავი მოავლო ოთახს და მიხვდა, რომ ლაბორატორიის მსგავსი რამ იყო, მაგრამ ბოლოს დათვალიერება შეწყვიტა და მათ ყური დაუგდო.
- არასწორად ვიქცევით ყველაფერს, რომ არ ვუყვებით... - თქვა სოლარმა, რომელიც იოვანის გვერდით იჯდა.
- მეც მასე ვთვლი, მაგრამ რომ შეგვიძულოს ან ეჭვი აიღოს ჩვენზე?..- შეშფოთდა იოვანიც.
- შეიძლება მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენ მართლები ვართ და უნდა გვენდოს.. - უპასუხა სოლარმა.
- დაწყნარდით. ის გაგვიგებს. ჩვენ დღესვე მოვუყვებით მას ყველაფერს. ის უკვე ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და აქვს უფლება ყველაფერი იცოდეს. - თქვა იონგჯემ ისე, რომ მზერა არც გადმოიტანა ამხანაგებზე, ის თავის საქმეს აგრძელებდა.
ბექჰიონს სისხლი აუდუღდა, მათგან ეს არ წყინდა უბრალოდ ცნობისმოყვარეობა და მეტის გაგების სურვილი კლავდა, ამიტომაც თავი ვეღარ შეიკავა...
- რა უნდა ვიცოდე... -ჩრდილიდან გამოვიდა და ოთახში შევიდა. სოლარი და იოვანი გაოცებულები უყურებდნენ, ხოლო იონგჯეს წარბიც კი არ შეუხრია.
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. მაგრამ ახლა ვერაფერს მოგიყვები, ვახშმის შემდეგ წყნარად ვისაუბროთ.- უპასუხა იონგჯემ და მიკროსკოპიდან მზერა ბექჰიონზე გადმოიტანა.

Der PuppenspielerWhere stories live. Discover now