= 14 =

91 13 22
                                    

* Mansaee *^*
სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ 💜😂😂*

(Baekhyun's POV)
  ძალიან აღელვებული ვარ. ვიცი, რომ მათთან ყოფნით ბევრ რამეს ვისწავლი და ყველაფერი ძველებურად იქნება.. სიმართლე რომ ვთქვა ამ ამბებმა ისე იმოქმედეს ჩემზე რომ ალისას შესახებ დამავიწყდა.. მაგრამ არის კი ის, ის ალისა რომელიც მე მიყვარს? თუ ის ნამდვილად ისაა მაშინ გამიგებს.. მიხვდება ყველაფერს, მაგრამ თუ არა მისთვის ჩემს ქმედებებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომ ალბათ არ უნდა ვინერვიულო ამაზე.. მაგრამ მაინც გულში რაღაცა მღრღნის, არ ვიცი რა მაგრამ რაღაცამ ამაფორიაქა ამ წამს, როდესაც სახლში ფეხი შემოვდგი. გავიარე კორიდორი და  ჩემი ოთახისკენ გავემართე, რათა ნივთები გამემზადებინა, მაგრამ ჰოი საოცრებავ!! თაროზე არც ერთი თოჯინა არ დამხვდა. ვიგრძენი ლოყაზე ცრემლი, როგორ ჩამომიგორდა. ამდენი ნაშრომი, ძალიან იშვიათი თოჯინები, სხვადასხვა ქვეყნიდან.. ვინ მოიპარა ნეტავი.. წესით პოლიციაში უნდა დავრეკო და ქურდები დავაჭერინო მაგრამ მაგისთვის ნამდვილად არ მცალია, მომიწევს, რომ ამკერად დავთმო ჩემი საგანძური.
გული ძალიან მეტკინა, თვალი მოვავლე აქაურობას და ერთ-ერთ თაროზე ფურცელი შევამჩნიე სადაც რაღაც ეწერა.
 
რადგანაც პირობა არ შეასრულე და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი მოწინააღმდეგე მხარეზე გადასვლით, საფასურის გადახდა მოგიწია შენი საგანძურით.
A.
   სიმწრისგან ფურცელს ხელი მოვუჭირე და სახლიდან გამოვედი, დაბლა ჩავედი და იოვანს ვუთხარი ყველაფერი. ინტუიცია მკარნახობდა ამ ადამიანის ვინაობას, მაგრამ გულს არ უნდოდა ამის დაჯერება ხოლო გონება ვერანაირ კავშირს ვერ პოულობდა. ამის მიუხედავად იოვანისთვის ჯერ არაფერი მითქვამს. როდესაც ეს ამბავი მოხდა მაშინვე მომინდა ჯენისთან წავსულიყავი და მისთვის მომეყოლა ყველაფერი, ამიტომაც იოვანს ვთხოვე და მისამართი ვუთხარი. როდესაც ვუთხარი მას სახე შეეცვალა, ანერვიულდა და დაიბნა. მივხვდი, რომ ეს მისამართი მისთვის ნაცნობი იყო. მანქანაში ჩავსხედით და ჯენის სახლისკენ გავემართეთ, ორივენი ჩაფიქრებულები და ჩუმად ვიყავით მანამ სანამ ტელეფონმა არ დარეკა.

Der PuppenspielerWhere stories live. Discover now