ზარი დაირეკა. უკვე ყველა კლასშია. ოთახის მწვანე კედლებს შორის განლაგებულ მერხებთან მოკალათებულან და ცდილობენ ერთმანეთთან საუბარი არ შეწყვიტონ.
-უყურე თამაშს?-გადმოულაპარაკა ჰისაკმა მის წინ მჯდომ ჯანქუქს.
-წააგეს,-ჩაილაპარაკა ჯანქუქმა სევდიანად და აკიაფებული თვალებით თეთრ კარს გახედა. დღეს ჰოსაკი უფრო ადრე მოვიდა... კი, მაგრამ, ხომ უთხრა, მოვალო?
-მეგონა მოიგებდა,-დაცინვით გადმოუძახა მეორე რიგში მჯდარმა ბენმა. ამაზე ჯანქუქმააც ჩაიცინა.
-ვწუხვარ, ბენ, იმედები გაგიცრუვდა.
გუკის სიტყვებს კლასის სიცილი მოყვა.
-მისტერ ჯანქუქ,-მასწავლებელმა ხელი ხმაურიანად დაარტყა მაგიდას.
-რა დავაშავე!-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა და წარბი შეკრა, თუმცა ადგილი არ შეუცვლია. ჯერ კიდევ ზურგს აქცევდა მასწავლებელს შემდეგ კი ბენის დასაიგნორებლად ჰოსაკთან გააბა საუბარი.მალე კარი გაიღო.
-მაპატიეთ,-ბოხმა ხმამ კლასის ხმაური გადაფარა. ჯანქუქმა მას გახედა. მოქუფრული სახე მაშინვე გაუნათდა. ჰოსაკს მზერა მოაშორა და მას შეხედა.
-თეჰიონ, ეს მერამდენე შემთხვევაა?-მის უელტონმა ხელები გადააჯვარედინა. ჯანქუქმა ამოიხვნეშა და უხეშად შებრუნდა მასწავლებლისკენ.
ზარს ელოდებოდა. არ ისვენებდა. როგორც წესი, ტელეფონი ხელში ეჭირა, მასწავლებელს არ უსმენდა, ცდილობდა ვინმესთან ლაპარაკი წამოეწყო, თუმცა მისთვის არავის ეცალა...
ზარიც დაირეკა. გუკი ფეხზე წამოხტა. თომასმაც მას მიბაძა. კლასი ჯიმინის უაზრო ლაპარაკმა აიკლო, რასაც გოგონების უკმაყოფილო ხვნეშა მოჰყვა.ჯანქუქი ფეხზე ადგა და თეჰიონს მიუახლოვდა. მისტერ კიმი უკვე მთელი გაკვეთილი ტელეფონს დაჰყურებდა და ღიმილს არ იშორებდა.
-თე,-ბიჭმა მხიარულად შესძახა. თეჰიონმა მას მხოლოდ რამდენიმე წამით მიაბყრო აციმციმებული თვალები, მერე კი ისევ ტელეფონს მიაჩერდა.
-რა ხდება?-ინტერესით იკითხა. მისმა უცხო, ბოხმა და ოდნავ დამცინავმა ხმამ სხვებამდეც მიაღწია. თან ხელი მისი თმისკენ წაიღო, თეჰიონის ღია თმას ფრთხილად შეეხო და ოდნავ აუჩეჩა.
-ჰეი!-ბიჭმა სიცილით ახედა. უმცროსი გვერდით მიუჯდა.
-ნახე,-თეჰიონმა ტელეფონი მეგობრისკენ შეაბრუნა.
-ვინაა?-ოდნავ ნაღვლიანად იკითხა ჯანქუქმა, როცა მწვანეთვალება გოგონას სურათი ნახა, თუმცა, რა თქმა უნდა, უსაზღვროდ დიდი სიამაყე და სითამამე არ დაუკარგავს.
-სიუზი- თეჰიონს თვალები უბრწყინავდა. ბედნიერი ღიმილით ელოდებოდა როდის ეტყოდა ჯანქუქი თავის აზრს.
ერთკანეთთან ძალიან ახლოს იყო. შეიძლება ითქვას ზედმეტად ახლოსაც კი. სემს არავისთვის მიუცია უფლება მასთან ასე სიახლოვის. მხოლოდ ჯანქუქს... მხოლოდ მას ჰქონდა საშუალება გაეკონტროლებინა თეჰიონი, სცოდნოდა ყველაფერი მის შესახებ, გაეკრიტიკებინა და...
-ჯანქუქ, არ მოდიხარ?-ბიჭებს საუბარი ჰოსაკმა შეაწყვეტინა. ბიჭმა მას ახედა.
-სად?-წარბაწეულმა იკითხა. ჰოსაკს არაფერი უთქვამს. სემი ორივეს დაკვირვებით ადევნებდა თვალს. გუკიმ გაიცინა.
-მოვდივარ!-წამოიძახა სიცილნარევი ხმით, ფეხზე წამოიჭრა და ჰოსაკს, იუნგისა და თომასს უკან გაყვა.
YOU ARE READING
The Door Of The Paradise (Completed)
Fanfictionახლის შექმნისთვის ხშირად ძველის დავიწყებაა საჭირო, ამას კი განადგურება მოყვება...