ყველაფერი იმ ღამეს დაიწყო...
კოშმარები არ მასვენებდა. ზოგადად ჩემი სიზმრები ჩემს მომავალს ასახავდნენ, მაგრამ ამის გაცნობიერება არ მინდოდა. ავდექი, ყველაფერი წყალს მოვუყევი და გადავწყვიტე ეს დღე ჩვეულებრივად გამეტარებინა. ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღეები იშვიათობას არ წარმოადგენდა. რატომღაც ვიმედოვნებდი რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა. მთელი 17 წლის განმალობაში მხოლოდ 2 მნიშვნელოვანი თარიღი მახსოვდა: ერთი როცა გავჩნდი, და მეორე როცა ვანესა გავიცანი. მოვწესრიგდი, ჩავიცვი, გავიპრანჭე, მაგრამ ამის არსს ვერ ვხვდებოდი და სკოლისკენ გავეშურე. იქ ვანესა მელოდებოდა
-ლილ სად ხარ ამდენ ხანს. ისევ... ისევ ის დაგესიზმრა?
-ამაზე ლაპარაკი არ მსურს წავიდეთ.
ვანესამ თავი დამიქნია და სკოლაში შევედით.
მე და ვანესა ერთ კლასში ვიყავით. მე და ის ძალიან ვგავდით ერთმანეთს. 5 წლის ასაკიდან ერთად ვიყავით, თუმცა ჩემგან განსხვავებით ვანესა მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო. მთელი სკოლა იცნობდა და აფასებდა მას. მისი ქერა კულულები და ცისფერი თვალები ბავშვურ იერს სძენდა. მე კი ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი, როგორც თავად ვუწოდებდი საკუთარ თავს,ერთი შვიდ მილიარდში.
ვანესამ კინოში წასვლა შემომთავაზა მე კი დავთანხმდი რადგან წყენინება არ მინდოდა.
დრო იწელებოდა და გაკვეთილები არ მთავრდებოდა. მე კი ჩემს სიზმარზე ვფიქრობდი.
საღამოს ვანესამ გამომიარა და მანქანაში რო ჩავჯექით სხვა მიმართულებით წავედით.
-მოიცა კინოში არ მივდივართ?
-ბოდიში ლილი,მაგრამ მოგატყუე. ჩვენ პაემანზე მივდივართ.
-რააა, გააჩერე მანქანა, ჩავდივარ
-კაი რა ლილი სემმა დამპატიჟა, მისი მეგობარიც იქნება მარტო ნუ დამტოვებ.
მისმა საწყალმა სახემ შეძლო ჩემი მოთაფლა.
შევედით კაფეში და რას ვხედავ, მთელი სკოლა შეკრებილა.
-ვანესააააა.
-კაი ხო. მეორეჯერაც მოგატყუე. აბა რომ მეთქვა წვეულებაზე მივდივართ მეთქი წამოხვიდოდი?
-...შეიძლება.
-რათქმაუნდა არა.
-ახლა კი იმხიარულე.
-მე ხომ არავის ვიცნობ. თან ხომ იცი ჩემი სიზმარი. კარგი რა ლილ. ნუ გჯერა ასე სიზმრების. არაფერი მოხდება.
-მაგრამ აქ...
- ნუ იგონებ მიზეზებს
-აქ ედია
-ის ედი, რომ მიგატოვა?! კარგი რა. ისე მოიქეცი თითქოს ვერ ამჩნევ და იმხიარულე. ერთი ბიჭის გამო ასე ნუ იქცევი.
იმ ღამეს ბევრი დავლიე და დილით ედის მანქანაში გამეღვიძა...
ოო არა. ედის სისხლი სდიოდა...
