1 თვის შემდეგ:
არავინ მელაპარაკება. ყველა თავს მარიდებს. უჩინმაჩინი ვარ. არავის უნდა ჩემთან კონტაქტი. ვანესა უცხოსავით მექცევა. ელზა სამშობლოში დაბრუნდა. ბებიასაც ეშინია თვალებში ჩახედვის. მეშინია მარტოობის... მაგრამ არსებობს გამოსავალი. დიახ. მე ამას გავაკეთებ. თუ სამყარომ შემიძულა ჩემს აქ გაჩერებას აზრი აღარ აქვს. მზად ვარ სიცოცხლე დავთმო. თოკი მჭირდება...
დღევანდელი დღე:
ვხედავ როგორ ჩამოსდის ედის სისხლი. ძალიან მეშინია. არ ვიცი რა ვქნა. ვანესა ძალიან ნერვიულია და მას რომ დავურეკო მაშინვე სისულელეს ჩაიდენს. პირველი ვინც მახსენდება ელზაა. მე და ის დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მართალია ვანესა გულგრილია მის მიმართ, მაგრამ მე პატივს ვცემ. მისი ასეთი იმიჯი ჩემზე გავლენას არ ახდენს. მაშინვე მას ვურეკავ.
-ელზა რაღაც მოხდა.
მე ტირილს ვიწყებ. ცხელი ცრემლები ჩამომდის და თან ვუყვები.
- არაფერი მახსოვს. მგონი ედი მოკვდა.
-ლილი სად ხარ ახლავე მოვალ.
-არ ვიცი. გარშემო ვერაფერს ვხედავ. რა გავაკეთო გთხოვ მითხარი.
-რა მოხდა გაიხსენე.
-არაფერი მახსოვს. ბევრი დავლიე და დილით აქ გამეღვიძა. თავი ძალიან მტკივა.
-ახლავე სასწრაფოში დარეკე.
-მეშინია.
-ლილი სხვა გამოსავალი არაა.
საბოლოოდ მაინც დავთანხმდი და დავრეკე. სანამ სასწრაფო მოვიდოდა გავითიშე და 3 საათის შემდეგ პალატაში გამეღვიძა.
ელზა და ვანესა თავზე მედგნენ.
-ბებიაშენს არ დავურეკეთ ლილი, რომ არ ენერვიულა. ახლა კი მოგვიყევი რა მოხდა.
-მე ტირილი დავიწყე.
-არაფერი მახსოვს. გთხოვთ დამტოვეთ! არ შემიძლია ამდენის ატანა. ცუდად ვარ. გთხოვთ...
იმხელაზე ვყვიროდი რომ გოგონებს შეეშინდათ და და გავიდნენ პალატიდან.
მეორე დღეს ექიმების საუბარი გავიგონე. ო არა. ედი გარდაიცვალა. არა. ოღონდ ეს არა.
იმ ყველაფრის მიუხედავად მე ედი მიყვარდა. მართალია 1 წელი ვცდილობდი მის დავიწყებას, მაგრამ ის ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო.
მე და ედიმ ერთმანეთი ვანესას სახლში გავიცანით. ის ვანესას ბიძაშვილი იყო, თუმცა ახლო ურთიერთობა მაინც და მაინც არ ჰქონდათ. ერთხელ როდესაც ის ჩემს მეგობარს ესტუმრა, მეც მივედი მასთან და მაშინვე მოგვეწონა ერთმანეთი. თან ლიტერატურა გვაკავშირებდა.მე მწერალი ვიყავი, ის კი კრიტიკოსის როლს შესანიშნავად თამაშობდა. ჩვენი ურთიერთობა თავიდან კარგად გრძელდებოდა, თუმცა შემდეგ რაღაც მოხდა.
რა გავაკეთე... მგონი ყველაფერი ჩემი ბრალია. პანიკაში ჩავვარდი. ვყვიროდი, ვტიროდი. ექიმებმა დამაწყნარებლები გამიკეთეს და ჩამეძინა.
იმ დღეს ვანესამ ბებია მოატყუა რომ მასთან დავრჩი. მაგრამ საჭირო იყო სიმართლის თქმა. როგორ უნდა მეთქვა ეს. მე თვითონაც არ ვიცოდი რა მოხდა სინამდვილეში.
გაწერისას ექიმები შემოვიდნენ და მაცნობეს რომ ედის ჩალურჯებები ეტყობოდა.
ნუთუ ეს მე ჩავიდინე...