1 თვის შემდეგ:
სიკვდილზე არასდროს მიფიქრია. ის ადამიანის სისუსტედ მიმაჩნდა. ახლა კი ვიცი რომ ხალხისგან თავის დაღწევა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. ბრბო ისეთი ბოროტია. კრიტიკის მეტი არაფერი იციან. არავის აინტერესებს თუ როგორ გრძნობ თავს. ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. ამ ქვეყნად ყველაზე საშიშიც სწორედ ადამიანია.
ვზივარ და ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე. ბავშვობაში ვფიქრობდი რომ ადამიანი იმისთვის იბადება რომ სიკეთე აკეთოს. დროთა განმალობაში მივხვდი რომ სიკეთე ცალმხრივი შეიძლება იყოს. ამის გაცნობიერების შემდეგ ინტროვერტი გავხდი. ხალხს აღარ ვენდობოდი. არავინ მჭირდებოდა. მათაც არ ვჭირდებოდი. ერთადერთი ვინც მუდამ გვერდში მედგა, ვანესა იყო.ის არ ჰგავდა ხალხს, მისი მიზანი არ იყო სხვების ცხოვრებით ცხოვრება.მაგრამ ახლა ის არ ჩანს.
დაბადების პირველი დღიდან უარს ამბობდნენ ჩემზე. მამამ მიმატოვა. მას არ უნდოდა ბავშვი. დედამ კი ვერ აიღო ამხელა პასუხისმგებლობა და ბებიას მიმაბარა. მან აღმზარდა, მისი დახმარებით ვარ ის ვინც ვარ, ახლა კი ის საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში რაც მოხდა.
ერთადერთი გამოსავალი სიკვდილია...
დღევანდელი დღე:
გამომწერეს საავადმყოფოდან. პირველი 2 კვირა სკოლაში არ დავდიოდი. ძალიან განვიცადე ეს ამბავი. გლოვის მეტი არაფერი მიქნია. ვანესაც ცუდ დღეში იყო. აღარც მეხმიანებოდა. ელზა მინახულებდა ხოლმე, მაგრამ მას გერმანიაში დაბრუნება მოუწია. სულ მარტო დავრჩი.
ერთ ღამეს საშინელი კოშმარი ვნახე. ის ღამე მესიზმრა. მე ნიკთან ერთად ვსვავდი. ის ჩემი კლასელი იყო და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მიყვებოდა როგორ მიატოვა შეყვარებულმა. ჩემსავით დათრგუნული იყო. უცებ ედი მოვიდა და მითხრა უნდა გესაუბროო. მე დავთანხმდი, რადგან ძალიან მინდოდა ჩემი ბოღმა ამომენთხია.
-მანქანაში ჩავჯდეთ.
-კარგი
-ლილი...მაპატიე... მე.. მე ისევ მიყვარხარ.
-უკაცრავად? იმ ყველაფრის შემდეგ რაც ერთად გადავიტანეთ შენ მიმატოვე, იმ მიზეზით რომ შევიცვალე. თითქმის 1 წელი გავიდა და შენ მეუბნები რომ გიყვარვარ? კარგი რა. არ მინდა შენთან კამათი.
-ლილი გთხოვ. ამ ერთხელ მაპატიე.
-მივდივარ.
ედიმ ხელზე მომიჭირა და მანქანა დაძრა.
-რას აკეთებ.
-ნახავ
-ნუ მიჭერ მტკივა.
ედიმ ჩემი კოცნა სცადა მაგრამ რაც ხელთ მომხვდა ჩავარტყი.
ვაიმე. ოღონდ ახლა არა. მაინცდამაინც ახლა გამეღვიძა.პირველი რაც თავში მომივიდა ეს იყო. ტელეფონი ავიღე და ვანესას დავურეკე.
-ვანესა, მგონი მე მოვკალი ედი.