თავი 9

63 4 0
                                    

ამდენი ხნის შემდეგ უკვე აღარ ვხედავდი კოშმარებს. ბედნიერი ვიყავი ბოლო დროს და ალბათ ამიტომ. შაბათი დღე იყო. დაგეგმილი არაფერი მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე შუა დღემდე დამეძინა. ზოგადად მიყვარდა ხანგრძლივი ძილი. მაგრამ ამჯერად ვანესამ  ჩამიშალა გეგმა.
-გძინავს?
-ხო
-აბა როგორ მელაპარაკაბი
-რამე მოხდა? ხომ იცი დღეს გვიანობამდე უნდა დამეძინა
-საშინელი ამბავი გავიგე. გირჩევნია შავები ჩაიცვა
მე ავფორიაქდი
-რა მოხდა მითხარი
-ჩელსა ჩამოვიდა!
-რააააააა
ბოლო ხმაზე შევყვირე. შოკში ვიყავი. ის ალბათ ყველაზე არასასიამოვნო ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. მუდამ მეცილებოდა ყველაფერში. მე არ მინდოდა მასთან შეჯიბრება, მაგრამ მიწევდა. ერთი პერიოდი ედის წართმევასაც ცდილობდა, მაგრამ ბოლოს მოთმინება დავკარგე და ყველაფერი ვუთხარი რასაც მასზე ვფიქრობდი. მანაც მშვენივრად იცოდა რომ 1 კვირაზე მეტი 1 ბიჭთან ვერ ძლებდა და ედი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა რომ გავემწარებინე. ამის შემდეგ ის პარიზში წავიდა, ახლა კი დავრუნდაა. რა არის ამაზე უარესი...
სწრაფად ჩავიცვი, მოვემზადე და ვანესასთან მივედი გეგმის შესამუშავებლად. მან მიამბო რომ ჩელსა წვეულებას მართავდა და ყველა ძველი კლასელი დაპატიჟა. მეც ვაპირებდი წასვლას. მაინტერესებდა ახლა რა გეგმა ჰქონდა ჩემთვის ზიანის მოსაყენებლად.
ფაბიანს დავურეკე და შევთავაზე კვირას ჩემთან ერთად წამოსულიყო მაგრამ ის საზიზღარი უკვე მისწვდა მას. თურმე ისინი დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და პირველი სწორედ ის დაპატიჟა.
გავმწარდი, მაგრამ უფლებას არ მივცემდი ფაბიანი წაერთმია...
მეორე დღეს:
გავემზადე, სალონშიც კი ჩავედი, ვარცხნილობა რომ გამეკეთებინა. თმა მოკლე მქონდა, ლავიწს ძლივს წვდებოდა, თუმცა სტილისტმა მაინც მოახერხა რაღაც. შემდეგ მაკიაჟი გავიკეთე. მაკიაჟის აუცილებელ ელემენტად წითელ პომადას ვთვლიდი. ჩემი სავიზიტო ბარათიც სწორედ ეს იყო. ჩემს ფერმკრთალ სახეს ხიბლს სძენდა.
ფაბიანმა 5-ზე გამომიარა. იმ დღეს უცნაურად ვიქცეოდი.
-რამე ხდება ლილი?
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს, წავიდეთ
-კარგი
-კართან ჩელსა მოგვესალმა. ფაბიანს პირდაპირ ლოყაზე აკოცა, მე კი სიმწრით გავიღიმე
-არც თუ ისე სასიამოვნოა შენი ნახვა ლილ
-მადლობა ჩელს, ჩემთვისაც
-ფაბიან წამოდი
უკვე ნერვები მეშლებოდა, ცოტაც და გავწეწავდი. ძალიან მშვიდი ვიყავი, მაგრამ ასეთ სიტუაციებში თავს ვერ ვაკონტროლებდი.
ცოტა ხნის შემდეგ სათამაშოდ დავჯექით. ხმების უმრავლესობით გადაწყდა რომ "მე არასდროს" უნდა გვეთამაშა.
-კარგი დავიწყოთ, პირველი შენ ხარ ლილ
-მე არასდროს მიცდია ვინმესთვის ბიჭის წართმევა
ჩელსამ ირონიულად გაიღიმა და თითი შეწია. ახლა მისი ჯერი იყო
-მე არასდროს მომიკლავს შეყვარებული
ისე მეტკინა გული მეტირებოდა. გარეთ გავედი რომ არავის ენახა როგორ ვტიროდი. ფაბიანიც გამომყვა. საიდან გაიგო ჩელსამ ამის შესახებ.
-ფაბიან მარტო დამტოვე
-მან ხელი მომკიდა და ისევ ოთახში დამაბრუნა
-ახლა კარგად მომისმინე ჩელსა. ჩვენი მეგობრობის ხათრით თავს ვიკავებ, მაგრამ დაიმახსოვრე რომ ლილის ასეთი რაღაც აღარ დააბრალო...ლილ მივდივართ.
მანქანაში ჩავჯექი და ვუთხარი რომ სახლში წასვლა არ მინდოდა. იგი დამთანხმდა და ერთ მიყრუებულ ადგილას მივედით. ასე ვიჯექით 1 საათი. შემდეგ კი ფაბიანმა მკითხა
-ედის ნეშთი ნახე?
-რაა.. რას გულისხმობ?!
-ნახე თუ არა
-არა
-ასეც ვიცოდი.
-ფაბიან რა ხდება. ახლა არ შემიძლია თქმა მაგრამ ერთ რაღაცას დამპირდი. ეცადე მარტო  არ იარო. სისულელეები არ ჩაიდინო და უცხოებს არ დაელაპარაკო
-კარგი...

სამკუთხედიWhere stories live. Discover now