თავი 6

39 5 0
                                    

მზის სხივებმა გამაღვიძეს. 10 საათი იყო. ფაბიანს ეძინა. მისი გაღვიძება არ მინდოდა, თუმცა ჩემმა მოუხელთებელმა მოძრაობებმა გამოაღვიძა.
-დილა მშვიდობისა
-დილა მშვიდობისა. შენი გაღვიძება არ მინდოდა
-არაუშავს
-უნდა წავიდე
-მოიცადე ვისაუზმოთ
-კარგი
-ყავას გავაკეთებ.შენ კი მანამდე შენს შესახებ მომიყევი. გუშინ ხო დამპირდი
-მე არ დაგპირებივარ
-კარგი ხომ. რა დაკვირვებული ხარ
-რაკი ასე ძალიან გინდა ჩემს შესახებ რამის გაგება, გიამბობ.მე ოკლენდიდან ვარ. ბებია მზრდის.  12 კლასში ვარ. მიზიდავს ლიტერატურა. ფილოლოგობა მინდა. ვოცნებობ ონტარიოში ჩაბარებაზე. ცოტა ხნის წინ ყოფილი შეყვარებული დამეღუპა. აი ეს არის ჩემი ბანალური ისტორია.
-ბანალური სულაც არ არის. ყოველ შემთხვევაში მიზანი მაინც გაქვს ჩემგან განსხვავებით.
-შეყვარებული  გყავს?
არ ვიცი ეს რატომ ვკითხე. გულის სიღრმეში ძალიან მაინტერესებდა
-მეყოლება
-და ვინ?
-შენ
ასე ძალიან რატომ ხარ დარწმუნებული
-უბრალოდ ვიცი
მე გავიღიმე და სასაუზმოდ დავჯექით
ფაბიანმა კოტეჯამდე მიმაცილა.მე ვუთხარი რომ ბოლოჯერ ვხედავდი და ჩავეხუტე.მან კი მიპასუხა რომ 1 კვირაში მნახავდა.
5 დღის შემდეგ:
დაიწყო ჯოჯოხეთი. ამას ვუმეორებდი ჩემს თავს ავტობუსში. იმ დღეს გადავწყვიტე ავტობუსით წავსულიყავი, მიუხედავად იმისა რომ სკოლა ახლოს იყო. ერთ დროს ჩემთვის საყვარელი სკოლა ახლა სულაც არ იყო ისევ ისეთი. ვანესა მომესალმა და მაშინვე მაცნობა რომ სკოლაში ახალი ბიჭი გადმოვიდა. მე ყურადღება არ მივაქციე ამას და სკოლაში შევედი.
ქიმიის გაკვეთილმა ჩვეულებისამებრ  ჩაიარა. მასწავლებელმა ცდის დროს ლანას ხელი დაუწვა. ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისტერ სმიტისთვის.
ქიმიის შემდეგ სპორტი გვქონდა. არასდროს ვიყავი სპორტული და როგორც ყოველთვის ახლაც სკამზე ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. სპორტული ფიგურაც არ მქონდა. გამხდარი ვიყავი, არ შევეფერებოდი არც ერთ სპორტს. ზოგჯერ კალათბურთს ვითამაშებდი ხოლმე, მაგრამ როცა ვინმე მიყურებდა ესეც არ გამომდიოდა. იმ დღეს გადავწყვიტე ბედი მეცადა და ბურთი ავიღე, მოვემზადე კალათში ჩასაგდებად და უკნიდან ხმა მომესმა
-გინდა დაგეხმარო?
შეტრიალების შემეშინდა, თუმცა ეს მაინც გავაკეთე. რას ვხედავ. ფაბიანი სპორტულ ფორმაში
-ხომ გითხარი 1 კვირაში გნახავ მეთქი..

სამკუთხედიWhere stories live. Discover now