თავი 4

41 4 0
                                    

1 თვის შემდეგ:
მზად ვარ ეს გავაკეთო. ვეღარაფერი შემაჩერებს...
ტელეფონის ზარი მესმის.ეს ვანესაა.
-ლილი. მაპატიე. ყველაფერში შენ  გადანაშაულებდი. გთხოვ...
მე ტელეფონი ხელიდან მივარდება. და ტირილს ვიწყებ. მე ეს ვერ შევძელი.
დღევანდელი დღე:
ვანესა გაკვირვებული მისმენს.
-ლილი რას ამბობ
-გთხოვ ამას ნუ გამამეორებინებ
-მარტო ყოფნა მჭირდება
იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ვანესას არავისთვის არაფერი უთქვამს. თუმცა მთელი სკოლა მე მადანაშაულებდა ედის სიკვდილში. მას ყველა აფასებდა, მე კი ყველას ვძულდი. ისინი აგრესიას გამოხატავდნენ ჩემს მიმართ იმის მიუხედავად რომ არავინ იცოდა რა მოხდა. მათ შორის არც მე.
3 კვირის შემდეგ:
ღამეა. მე ისევ კოშმარი მესიზმრება. თავიდან ვხედავ ყველაფერს. მაგრამ ამჯერად სიზმარს დასასრულიც აქვს. მე და ედი მანქანაში ვჯდებით...ედი ბრაზდება, ძალიან სტკივა თავი...
-თუ უარს ამბობ, მაშინ ერთად მოვკვდეთ
-ედი რას ამბობ
ედი მანქანას ძრავს და ცდილობს ავარია მოაწყოს. მე ვეწინააღმდეგები, თუმცა თავისას არ იშლის.
-ყოველთვის მიყვარდი ლილი
-მე...მეც ედი.
ხელს ხელზე ვადებ და ამ დროს... შეჯახება...
გამეღვიძა.
ესეიგი მე არ მომიკლავს ედი. ეს ერთგვარი შვებაა მაგრამ როგორ ვუთხრა მის ახლობლებს ეს. ისევ ჯობია ყველას ეგონოს რომ მე მოვკალი...საზოგადოება ისედაც ვერ მიტანს. მაგრამ ახლა უფრო დავიტანჯები...
1 კვირის შემდეგ:
ყველას მკვლელი ვგონივარ... არავინ მეკარება. ბებიამაც კი გაიგო ჭორები და ეშინია რამე მკითხოს. არავინ არაა ჩემს გვერდით... ყოველთვის მეშინოდა მარტოობის. ამას ვეღარ ვუძლებ. არ ვიცი რა გავაკეთო.
ჯობს ედისთან წავიდე...
2 საათის შემდეგ:
მე ეს ვერ გავაკეთე. გადავწყვიტე დავრჩენილიყავი ამ სასტიკ სამყაროში. ადამიანი ვალდებულია ყველაფერს გაუძლოს. მაგრამ არსებობს ერთი პიროვნება, რომელსაც ჩემი სჯერა. მე ვალდებული ვარ დავრჩე. ეს არ არის ჩემი არჩევანი...
ვანესასთან მივდივარ და ყველაფერს ვუყვები. ის მეხუტება და მეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ განტვირთვა მჭირდება.
ბებიამ გადაწყვიტა 1 კვირით დასასვენებლად გავეშვი. ვინ იცის იქნებ იქ ყველაფერი თავიდან დაიწყოს... ჩემს თავს ვპირდები რომ აღარასდროს ვიტირებ და ახალ ცხოვრებას ვიწყებ.

სამკუთხედიWhere stories live. Discover now