1 კვირა ფაბიანი არ შემხმიანებია. სკოლაშიც არ დადიოდა. სულ გაქრა ჩემი მხედველობის არედან.ვნერვიულობდი. ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა.აღარ ვიცოდი რა მეფიქრა.
ბოლოს გადავწყვიტე სახლში მიმეკითხა. სულ ერთხელ ვიყავი მასთან ნამყოფი. ცოტა დროით მარტო უწევდა ცხოვრება. მისი მშობლები ევროპაში იყვნენ, თუმცა ფაბიანი ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო.
გადავწყვიტე მივსულიყავი და ყველაფერი გამერკვია.
მივედი, მაგრამ თავიდან შესვლას ვერ ვბედავდი. შემდეგ დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამიღო. შემდეგ კარი გავაღე და სანახაობამ ისე გამაკვირვა გული წამივიდა.
2 საათის შემდეგ:
რეანიმაციაში მეღვიძება. ფაბიანი მადგას თავზე. ეტყობა რომ ნერვიულობს. მე ხმა ჩახლეჩილი მაქვს. შოკში ვარ. ზოგადად უტაქტობა არ მახასიათებს, მაგრამ ვეკითხები:
-ედის შენთან რა უნდოდა. ის ხომ გარდაიცვალა. ეს როგორ მოხდა.
-გამოჯანმრთელდი და ყველაფერს მოგიყვები
მან გასვლა დააპირა
-ფაბიან! ან ეხლა ან არასდროს
-ლილი გთხოვ, აქ იმის დრო არაა
-ბოდიში მაგრამ აღმოჩნდა რომ ედი ცოცხალია. თავიდან მეგონა ჰალუცინაცია იყო, მაგრამ როგორც ვხედავ მართლაც ასეა. ესეიგი ჩემი ცხოვრების რამდენიმე თვე ტყუილ გლოვაში გავატარე.ან შენ საიდან იცნობ.ფაბიან ახლავე ყველაფერი მიამბე
-ლილი ახლა არ შემიძლია. დამპირდი რომ არავის არაფერს ეტყვი, ამაზეა დამოკიდებული ედის სიცოცხლე
ისე გავბრაზდი რომ სუსტად რომ არ ვყოფილიყავი ფაბიანს რამეს დავუშავებდი.
-გადი
-ლილი
-გადი-მეთქიიიიი
ფაბიანი იმედგაცრუებული გავიდა, მე კი ისევ შოკში ვიყავი.
![](https://img.wattpad.com/cover/139720946-288-k440678.jpg)