თავი 8

42 3 0
                                    

-ედი აქ რა გინდა
-მომენატრე
-შენ...შენ ხომ...აღარხარ
-შენ ხომ მხედავ
-არ ვიცოდი რა მეთქვა. ტირილი დავიწყე.მერე გავითიშე.
-ლილ
-ლილ ადექი
-ლილიან ჯოუნს ახლავე ადექი
-ედი
-ლილი რა ედი, რა გჭირს
-ედი იყო აქ
-სისულელეებს ნუ იძახი. ნახე ფაბიანმა წითელი ვარდები გამოგიგზავნა. ადექი დაურეკე.
-კარგი ხო. მხოლოდ 5 წუთი
-კარგი
ვანესამ ჩაიცინა, შემდეგ მითხრა რომ სხვა გზა არ იყო და ცივი წყალი გადამასხა
-ვანესაააააა
ჩემი კივილი მთელმა უბანმა გაიგო
-ახლა მაინც  ადგები
ავდექი, მოვწესრიგდი და ფაბიანს დავურეკე
-ფაბიან
- სრული სახელით ნუ მომმართავ
-ხუმრობის დრო არაა
-რატომაც არა
-მოკლედ მადლობის გადახდა მინდოდა ყვავილებისთვის
-რომელი ყვავილებისთვის
-ფაბიაან!
-მართლა ვერ ვხვდები, მოდი დღეს სადმე დაგპატიჟებ და გავარკვიოთ ყველაფერი
-კარგი მაშინ ექვსზე გამომიარე
-სად წავიდეთ
-სადაც გინდა, ახლა კი წავედი
ხუთი საათისთვის უკვე მზად ვიყავი. კლასიკური შარვალი ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და ფაბიანს დავურეკე
-გადაწყვიტე სად მივდივართ?
-სიურპრიზია
1 საათის შემდეგ:
ფაბიანმა გამომიარა და ერთ მოძველებულ უბანში მივედით.
-აქ რა გვინდა
-რაღაც უნდა გაჩვენო
ძველ სახელოსნოში შევედით, სადაც უამრავი ნამუშევარი იყო გამოფენილი. ძირითადად პორტრეტები მომხვდა თვალში. ერთ-ერთზე მე ვიყავი გამოსახული
-ეს რა არის
-არ მითქვამს შენთვის, მაგრამ ხელოვანი ვარ. ეს კი შენთვის დავხატე
არ ვიცი რა მომივიდა, პირველი ნაბიჯი გადავდგი და ფაბიანს ლოყაზე ვაკოცე. გაოგნებული მიყურებდა. თვალებში ჩამხელა და მაკოცა...
ცოტა ხანი ასე ვუყურებდით ერთმანეთს. შემდეგ რესტორანში წავედით სავახშმოდ.
-ახლა ვარდებზე მომიყევი
-ესეიგი შენ არ გამომიგზავნე
-არა მაგრამ ვისაც არ უნდა გამოეგზავნა ვერ გადარჩება
მე გავიცინე და ღვინო მოვსვი
-შენს ძველ შეყვარებულზე დამელაპარაკე
-ახლა არ მინდა ხასიათის გაფუჭება
-კარგი, მაშინ დამპირდი რომ მოგვიანებით მომიყვები
-გპირდები

სამკუთხედიWhere stories live. Discover now