მარტოობა...

225 23 17
                                    

მესამე პირი:
  სახლში ყველა ჩუმად იჯდა. მხოლოდ ჯიდრაგონის ხმა ისმოდა, რომელიც წერილს კითხულობდა:

"ვიცი ეხლა გამიბრაზდებით, რომ წავედი, მაგრამ ასეა საჭირო. ჯისო და სეჰუნ ბედნიერებას გისურვებთ. მალე ჩამოვალ და თუ მკითხავთ მალე როდისააო სიმართლე გითხრათ არვიცი... დროებით
                     ქაი"

-რა?- იყვირა ჯისომ.

-დაწყნარდი ჯისო. -უთხრა სეჰუნმა და ჯისო ჩაიხუტა, რომელიც უკვე ტიროდა. თვითონაც იცოდა, რომ ქაი ასე არუნდა მოქცეულიყო. ყველა განადგურებული იყო და დაწყნარებას ცდილობდა.

ქაის pov:
როგორც კი ყველა წავიდა ჩანთას ხელი დავავდე და წავედი. წერილი მაგიდაზე დავტოვე. ვიცი არასწირად ვიქცევი, რადგან ყველა ინერვიულებს, მაგრამ რა ვქნა თუ შეგუება მჭირდება ამ ამბავთან?!

2თვის შემდეგ...

-ქაი დაწყნარდი და მორჩი ამის სმას. -მითხრა თემინმა და ბოთლი გამომგლიჯა ხელიდან.

-რატომ?! დავიღალე თემინ. -ვუთხარი თემინს.

-ვიცი, მაგრამ აი ნახავ მალე გაგივლის ეს ტკივილი. 2თვეა წამოხვედი და შენები ნერვიულობენ. -მითხრა თემინმა. დიახ 2 თვე გავიდა ჩემი ტელეფონი სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე და ვერ მიკავშირდებიან.

-მართალი ხარ დროა წავიდე სახლში და ქორწილი დავაჩქარო. ჩემს გულს ეშველება, მაგრამ ისინი ქორწილს არ ჩქარობენ. -ვთქვი გულწრფელად და ოთახში გავედი. ცივმა წყალმა მიშველა და მალევე სახლში წავედი.

სახლის კარი გავაღე და ყველა იქ იყო. რაღაცაზე გამზარებულები კამათობდნენ და თან ეცინებოდათ.

-მე უნდა წავიდე სანაყინეში დ ნაყინი ვჭამო თქვენ რაც გინდათ ის გიქნიათ.

-ნაყინი კი არა პიცა ჯობია.

-არცერთი და არც მეორე! ბარკლები შევწვათ და ჯონგინიც მოვა! -თქვა ჯისომ.

-ბარკალი ახსენე და ქაი გამოჩნდებაო ჩემზეა ნათქვამი. -ვთქვი სიცილით და ყველას ყურადღება მივიპყარი.

-ჯონგინაა! -დაიყვირა ჯისომ და ზედ შემახტა.

-კარგი ნუ გაგუდე. -სიცილით უთხრა სეჰუნმა და ძლივს ამაცალა ისე მეხუტებოდა.

-მიხარია შენი დაბრუნება ძმაო. -მითხრა სეჰუნმა.

-მეგობრები ვართ? -ვკითხე.

-მეგობრები ვართ. -მითხრა და გადამეხვია. ყველამ მომიკითხა და დამტუქსა. ეხლა კი ქათმის ბარკლებს ვჭამთ.

-აუ ისე ერთი აზრი მომივიდა. -დაიყვირა სომ.

-რა?

-მოდი ეხლა გავითვალოთ და ქორწილები მაგის მიხედვით გადავიხადოთ.

-კი, მაგრამ რა საჭიროა ცალცალკე ქორწილები ერთად გადავიხადოთ. -თქვა ჯიდიმ.

-ხო,მაგრამ მეჯვარე და პატარძალი ერთდროულად როგორუნდა ვიყო? -იკითხა მტკიცედ.

-მშვენივრად და მე სეჰუნის  მეჯვარე ვარ.-ვთქვი და ყველას გაეცინა. კიდევ ბევრი ვიდაუბრეთ და ვიცინეთ. აქ მართლაც კარგია ყოფნა. მივხვდი, რომ ჯისო დასავით მიყვარს...

WHICH(დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ