=11=

146 13 1
                                    

ქაის  pov:
მთელს სახლში მხოლოდ მე და ლეა ვიყავით დანარჩენებს კი საქმეები ქონდათ.

-ლეა მომეწყინა და რამე გავაკეთოთ რა! -ვუთხარი და ოთახში შევვარდი.

-ჯონგინ გადი ეხლა აქედან მეძინება!-მიყვირა და გადასაფარებელში ჩაიფლო.

-ძილისგუდა ხარ. -ვუთხარი და გადასაფარებელი მეც გადავიფარე.

-რა შევცოდე! -იყვირა და გაბრაზებული ადგა საწოლიდან, შემდეგ კი სააბაზანოში შეიკეტა და მალევე გავიგე წყლის ხმაც.

-აიშ! რატომაა ასეთი რთული ეს გოგო. -ვთქვი და დაძინებას შევეცადე, მაგრამ ერთი აზრი არ მასვენებდა.

ლეას pov:
ჯონგინმა ნერვები მომიშალა და სააბაზანოში შევედი. ცხელი წყალი მოვუშვი და წყლის ქვეშ დავდექი. მალევე აივსო ცხელი წყლით აბაზანა და წყალში ჩავწექი. საშინლად მეძინებოდა და ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.

ლეის pov:
-ლეი დისშვილი გინდა? -მკითხა ბექიონმა.

-ბექიონ რა კითხვებს სვავ?! -ვკითხე და თვალები ავატრიალე.

-აბა რა გეგონა სახლში მარტო ის ორი რო დატოვე?- თავი წამოყო ჩანიოლმაც.  ამაზე გულიანად გამეცინა.

-დისშვილი კი არა ქაი თუ რამეს ეცდება სამუდამოდ უშვილოდ არ დარჩეს. -ვთქვი ამ ორი დიდი ბავშვის გასაგონად.

ქუქის pov:
  ლეას ვუთვალთვალებთ და ყველანაირად ვცდილობ გამოვიჭირო, თუმცა უშედეგოდ.

-ქუქ არ გინდა მაგ გოგოს თავი დაანებო?-მკითხა ჯიმინმა.

-ჯიმინ ის არ დაანებებს თავს იმ გოგოს. -თქვა თეჰიონმა. ყელში ამოვიდა მათ მიერ ჩემი განხილვა და საუბარში მეც ჩავერთე.

-გეყოფათ ჩემს ცხოვრებაზე საუბარი. 2 წელია დავსდევ და ვერ გამოვიჭირე. -ამოვიოხრე და სავარძელში ჩავესვენე.

-სწორედ მაგიტომ გეუბნევით და თან შენი გეგმა ჩვენთვის ცნობია, რაც შენს კარიერულ წინსვლას ხელს შეუშლის. - თქვა ოთახში ახლად შემოსულმა "დედიკო" ჯინმა.

მაფიის მსხვერპლნი(დასრულებულია)Where stories live. Discover now