- თავი 1 -

495 21 22
                                    

2000 წლის 5 აპრილი... როგორი შესანიშნავი რიცხვია არა? ოჰ, ახლა აშკარად ფიქრობთ, ვინ არის ეს გიჟი და რატომ იწყებს ამ ისტორიას რაღაც უცხო რიცხვით, მაგრამ პირველ რიგში, გიჟი არ ვარ! მერე მეორე, ეს ის დღეა, როდესაც ულამაზესი, უსაყვარლესი, უმხიარულესი და თვით შესანიშნავობა დაიბადა. რა თქმა უნდა ეს პიროვნება მე ვარ, რობინ ოუდრა ვილსონი (Robin Audra Wilson). რადგან ჩემს მშობლებს ძაააააააააააალიან უხაროდათ მეორე შვილის ყოლა, მეორე სახელად ოუდრა დამარქვეს, რაც სიძლიერეს ნიშნავს. არც კი ვიცი მაგ დროს თავში რა ედოთ მაგრამ... რა მნიშვნელობა აქვს, მოდით გავაგრძელოთ.

შემდეგ მოდის 2000 წლის 7 აპრილი. დღე როდესაც ყველაზე გამაღიზიანებელი, ყველაზე უცნაური, ყველაზე მოსაწყენი და საშინელი პიროვნება, ელიზაბეტ სმიტი დაიბადა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია... კარგით, ვხუმრობდი როდესაც ვთქვი მოსაწყენი, უცნაური და საშინელია-თქო, რადგან she's the baddest bitch I know so...

და შეიძლება ისევ ფიქრობთ, რატომ იწყებს ეს ვიღაც დაბადების წლებით? ან საერთოდ რაში მაინტერესებს ამ გიჟის დაქალის დაბადების თარიღი? ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელსაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს! ასე რომ წადით და მიჩივლეთ თუ ის წარვადგინე! (წარმატებები!)

ჩვენი ოჯახის წევრები მაგრად მეგობრობენ. მოგიყვებოდით, მაგრამ ზედმეტად გრძელი ისტორიაა. მე და ლიზი (ელიზაბეტი, მაგრამ მას ეს სახელი საშინლად ძულს!) ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ჯანდაბას, ის ჩემი მეზობელი იყო! ჩვენ ყველაფერს, დიახ, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. ის ჩემი დასავით იყო და რაც მთავარია, ჩემს გვერდით იყო ყველაზე რთულ მომენტებში. ეს რთული მომენტი კი ჩემი მშობლების გაყრა იყო. მამაჩემმა სახლი დატოვა, თუმცა სულ ზრუნავდა ჩემზე და ჩემს ძმაზე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და ძალიან მიყვარს. მალევე დედაჩემი მეორედ გათხოვდა. მამინაცვალი ძალიან ცუდიც არ არის... შემდეგ პატარა დაიკო მეყოლა, მონიკა. საოცრად საყვარელია და ისიც ძალიან მიყვარს.

I.D.G.A.F.Where stories live. Discover now