LIZZIE'S POV
ეს უკანასკნელია რასაც მოველოდი! დაბნეული ვარ იმ ფაქტით, რომ მანქანა არ იქოქება. ეს საერთოდ როგორ არის შესაძლებელი?! ჩემი და აშკარად მოგვკლავს!
- ეს ახლა სერიოზულად ხდება? - დაიყვირა რობინმა.
- მემგონი უმჯობესია უბრალოდ ტაქსით წავიდეთ - ეს ერთადერთია რისი თქმაც და აზროვნებაც შემიძლია.
- მანქანას ასე თუ დავტოვებთ უეჭველი ვინმე წაიყვანს! ვერ ხედავ როგორი ძვირიანია?! იმენა სახეში გიყვირის ძვირი ვარო! - ამბობს და აზრზე არ ვარ რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო. უეცრად ფეხი მანქანას დაარტყა - დედამოტყნული მოღალატევ! - მანქანას ეუბნება.
- რობინ... არამგონია ასე დარტყმით რამე გვეშველოს. რა ჯანდაბა უნდა გავაკეთოთ? კეტს ვერ დავურეკავთ! - დრამატულად ვამბობ.
რობინი მანქანაში ჯდება და თმებში ხელებს გაბრაზებული იცურებს.
- ავზი სავსეა, მაგრამ მაინც არ მუშაობს - ამოიოხრა - იქნებ უკან დავბრუნდე და დახმარება ვითხოვო - ერთადერთი ვისაც იცნობს ის ტიპია იდიოტური ხუჭუჭებით. ეგ ვიღაც არ მომწონს და განსაკუთრებით მისი სირი მეგობარი.
- არავითარ შემთხვევაში! მას არ სთხოვ დახმარებას! - რასაც ვამბობ ვგულისხმობ. მათი სახეების დანახვა აღარ მინდა.
- Bastard! - საჭეს ხელს ურტყამს - მაშინ აქ დარჩენა მოგვიწევს! როგორი შესანიშნავი საღამოა! - კიდევ ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მანქანა გაფუჭებულია და ისევ ცდილობს მის დაქოქვას - გთხოოოვ! პატარავ! დაიქოქე გთხოვ!.. აქ ასე ნუ დაგვტოვებ!.. - ამოიხვნეშა - როგორც უკვე ვთქვი... აქ დარჩენა მოგვიწევს.
- მანქანის მოპარვა უბრალო ხუმრობა იყო, მაგრამ... კეტი გაგიჟდება! ამის დედაც! - მაკანკალებს იმის გახსენებაზე, თუ როგორი გაბრაზება იცის ხოლმე.
VOCÊ ESTÁ LENDO
I.D.G.A.F.
RomanceI DO Give a Fuck! სახელმა არ მოგატყიოთ ;) ცხოვრება ორ საუკეთესო მეგობარზე, რომლებიც ნოი იორკში სასწავლებლად გადადიან. შეძლებენ თუ არა ისინი აიხდინონ ოცნება, როდესაც მათ ცხოვრებაში სიმპათიური, მწველი და "უმანკო" ბიჭები ჩნდებია?