ROBIN'S POV
კიდევ ერთხელ ვამოწმებ ტელეფონში ლიზის გამოგზავნილ მისამართს, რადგან სახლი რომლის წინაც ახლა ვდგავარ... ძალიან მდიდრული და დიდია. ისეთი ტიპაჟები არიან, ნუ ყოველივე შემთხვევაში ჩემს თავში, რომ... რატომღაც არ წარმომიდგენია, რომ ასეთ სახლში ცხოვრობდნენ. შემდეგ ლენდონის მანქანას ვამჩნევ. მაგრამ მაინც მაქვს იმის "შიში", რომ არასწორი მისამართია. ჯანდაბას.
მანქანიდან გადმოვდივარ, დიახ, მანქანიდან, ჩემი მანქანიდან, რომელიც მამაჩემმა დღეს მაჩუქა. საუკეთესოა! მაგრამ ახლა მაინც გაბრაზებული ვარ მასზე. რა ვქნა, უბრალოდ ვერ ვშველი. უბრალოდ მინდა ამ ყველაფერი მალე მოვრჩე, ლიზი გავახარო და შემდეგ მთელი ღამე საწოლში გავატარო დაბღვერილმა. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ლიზი არ მკითხავს რა მჭირს. მერე მისი რჩევები, მერე მაინც ჩემი დაბღვერა და ა.შ.
კარებს ვუახლოვდები და პატარა ღილაკს ვაჭერ თითს, როდესაც შიგნით დარეკილი ზარის ხმა მესმის. საერთოდ არ ვარ არაფრის ხასიათზე, მაგრამ ლიზი ნამდვილად უნდა გავაოცო ამ საჩუქრით. ამას ვერანაირად ვერ გადავდებ, რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს.
კარები როგორც კი იღება საუკეთესო ღიმილს ვიკრავ სახეზე. ძალიან ლამაზი ქალი ჩნდება ჩემს წინ, თბილი ღიმილით, ისეთით, მე რომ გულს მიხარებს. გვიჟდები ასეთ ხალხზე!
- გამარჯობა. - მხიარულად ვესალმები. - მე რობინი ვარ და აქ...
- ROOOOOOOOOBBBBBBBSSSSSSSS! - ვინ იქნება ეს, თუ არა გადარეული ვიტო. გარეთ გამოდის და მეხუტება. - ყოველთვის სასიამოვნოა შენი ნახვა! - ახლა იმაზე ვიწყებ ფიქრს, ზოგადად უხარია ჩემი ნახვა, თუ ლენდონმა მოუყვა "კიბოს" შესახებ. მაგრამ მერე, მე ხომ მე ვარ, ასე რომ... ალბათ პირველი. ან ორივე... ან ჯობია გავჩერდე.
- ჩემთვისაც, ჩემთვისაც. - მხარზე ხელს მხვევს და უცნობ ქალბატონს ღიმილაკრული შევცქერი. - ხო, მე ამასთან მოვედი. - თავს ღიმილით აქნევს. ჯანდაბას, ამ ქალს მართლაც ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს!
ESTÁS LEYENDO
I.D.G.A.F.
RomanceI DO Give a Fuck! სახელმა არ მოგატყიოთ ;) ცხოვრება ორ საუკეთესო მეგობარზე, რომლებიც ნოი იორკში სასწავლებლად გადადიან. შეძლებენ თუ არა ისინი აიხდინონ ოცნება, როდესაც მათ ცხოვრებაში სიმპათიური, მწველი და "უმანკო" ბიჭები ჩნდებია?