LIZZIE'S POV
- აქ რას აკეთებ? განსაკუთრებით ამ ტიპთან?! - რობინს გავხედე. რა ჯანდაბა ხდება?
- ანუ თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს? -პროფესორი კითხულობს.
- კი...
- რა თქმა უნდა ვიცნობთ! - ის ცალტვინა იდიოტი მაწყვეტინებს. ცალტვინა? სერიოზულად? როდიდან შედის ეს სიტყვა ჩემს ლექსიკონში... - საუკეთესო მეგობრები ვართ... თითქმის ყოველ წუთს ვწერთ ერთმანეთს! - თვალს მიკრავს და სახეზე ყველაზე საზიზღარ ღიმილს იკრავს. ღმერთო, მძულს!
- ძალიან მიხარია, რომ უკვე გაიცანით ერთმანეთი - ისევ პროფესორი ერთვება და თბილ ღიმილს გვაგებებს - ვიტო და ლენდონი ძალიან ჭკვიანი ბიჭები არიან, თუ რამე დაგჭირდებათ ნებისმიერ დროს მომმართეთ მეც და მათაც, ხომ ასეა? - ისევ awkward ღიმილაკრულნი ვდგავართ. - ახლა კი მომიტევეთ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს - თავის ნივთებს იღებს და გარეთ გადის.
- ყველაზე დაუჯერებელი რამაა - თვალების ტრიალით ვამბობ.
- რა არის დაუჯერებელი? პრინციპში, ალბათ არასოდეს შეხვედრილხარ ჩემნაირ სექსუალურ, საყვარელ და ზოგადად იდეალურ, ამავდროულად ჭკვიან ბიჭს! - კუნთებზე მანიშნებს. Self loving bastard!
საერთოდ რატომაა ამ ტიპთან? რობინს გავხედე, მან კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
- ღმერთო ჩემო, რა უჟმური ხარ! შენ და ლენდონი ზუსტად ერთნაირები ხართ - თვალებს ატრიალებს - იცით რა? ჩემი ახალი საუკეთესო მეგობარი ბევრად უკეთ გამოიყურება, თან სიცილიც შეუძლია - რობინს მხარზე ხელს ხვევს და იხუტებს. მოვკლავ. რობს, გააკეთე რამე, თორემ მოვკლავ ამ დორბლიან აქლემს!
- რა პატივია! - რობინი ჩაერთო - მაგრამ... - მიახლოვდება და ხელს მხვევს. - ეს გოგო ყოველთვის ნომერი პირველია - she smiles and Vito eyerolls. That's what you get bitch. - ოუუჩ, ხუჭუჭა! როგორი უხეში ვარ, გამარჯობაც კი არ მითქვამს... - უღიმის.. არა, არა და არა! იმედია ეს "საშინლად მომწონხარ" ღიმილი არ არის?!
YOU ARE READING
I.D.G.A.F.
RomanceI DO Give a Fuck! სახელმა არ მოგატყიოთ ;) ცხოვრება ორ საუკეთესო მეგობარზე, რომლებიც ნოი იორკში სასწავლებლად გადადიან. შეძლებენ თუ არა ისინი აიხდინონ ოცნება, როდესაც მათ ცხოვრებაში სიმპათიური, მწველი და "უმანკო" ბიჭები ჩნდებია?