- თავი 8 -

115 11 34
                                    

LIZZIE'S POV

- მამა? - კარგი. ბრაზილიურ სერიალებსა და საპნის ოპერებს თავს ვერასდროს დავაღწევ, არა?

- Yup. - უაზროდ ამბობს ლენდონი და ისევ მაგიდას უჯდება.

- ანუ პროექტი უკვე დაასრულეთ? - პროფესორი ბასო კითხულობს.

- ამმ...ჩვენ... - ისევ უაზროდ ვიბნევი. საერთოდ როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- ზედმეტად მარტივი იყო, ორი გენიოსისთვის. - თვალს მიკრავს, მე კი უაზრო ღიმილიღა დამრჩენია.

- ეჭვი არც შემპარვია. - ღიმილით ამბობს. - კარგია, რომ ასე მალე მოხვედით. კამილა ვახშამს ამზადებს, ხომ დარჩები ელიზაბეტ? - უკმაყოფილება დავმალე და ვეცადე ამეხსნა.

- იცით... - დავიწყე და მალევე გავჩერდი, როცა თმაზე შეხება ვიგრძენი. საშინლად მაღალია, მისი მწვანე თვალები კი ყველაფერს ასხივებს. მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი იხატებოდა, მე კი წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევდი. ის უბრალოდ სხეულზე ძლიერად მიკრავდა... ამაში ხომ ისეთი არაფერი იყო?!

- დარჩება. - მხოლოდ ეს თქვა და მაშინვე ვიგრძენი უხერხულობისგან სუნთქვა როგორ შემეკრა. პროფესორმა ღიმილით დაგვტოვა, როცა ლენდონის უხერხულად მოკაშკაშე მზერა ვიგრძენი.

- მაგრამ... რობინი... მას ვერ დავტოვებ. - როგორც იქნა ხმა ამოვიღე და გუსტავოს მკლავებს თავი დავაღწიე.

- შეუძლია მოვიდეს. - ლენდონმა არ დააყოვნა, მე კი ვიგრძენი, თუ როგორ ამეკრა ეშმაკური ღიმილი ჩემდაუნებურად.

- ამმ... მე არ ვიცი... - ისევ უხერხულობა. მგონი უკვე უნდა შევეჩვიო, რომ ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

- მიდიი რაა. ნუ უჟმურობ, კნუტო. - ბოლო სიტყვა ისე ხმადაბლა თქვა, დარწმუნებული არ ვარ თვითონ მაინც თუ გაიგო. აი, მე კი, ნამდვილად ამოვიკითხე მის ტუჩებზე, რამაც ისევ უცნაური გრძნობა გამიღვივა. თითქოს სურვილი მკლავდა რაიმე გამექანებინა მისთვის, ამავდროულად უფლება მიმეცა საკუთარ სურნელში დავეხრჩე, როგორც ამას რამდენიმე წუთის წინ აკეთებდა. მასზე საერთოდ რატომ... ამის დედაც! ელიზაბეტ სმით, მორჩი! - ლიიიზ, დაურეკე რა! - ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და უცნაურად უაზრო რეფლექსით, უკან დავიხიე.

I.D.G.A.F.Where stories live. Discover now