*სიზმარი*
თეთრი ლამაზი კაბა მაცვია და საკურთხევლისკენ მივაბიჯებ.მგონია,რომ საკურთხეველთან ჯონგინი დამხვდება,მაგრამ როცა ახლოს მივდივარ სილუეტს ვარჩევ,ის უფრო დაბალია და როცა ჩემსკენ ბრუნდება ვშეშდები,მის ადგილას ვიღაც 12-დან 14-წლამდე ბიჭი დგას,მას ვერ ვცნობ.მაგრამ უეცრად სიზმარი წყდება და მეღვიძება უკვე დილა იყო.ეს რა ჯანდაბა იყო,ან საერთოდ ვინ იყო.ყელი გამშრალი მქონდა ამიტომ ავდექი და ქვევით ჩასვლა გადავწყვიტე.
სამზარეულოს პოვნა არ გამჭირვებია.სამზარეულოდან რომ გამოვედი.პირდაპირ 11 უსიმპატიურესი ბიჭი შემეფეთა თუ სწორად დავთვალე.ახლაღა გამახსენდა,რომ ჯონგინის მაისური მეცვა მაგრამ ის ძალიან დიდი იყო და რამის მუხლებამდე მწვდებოდა ასერომ არ შევიმჩნიე
რამოდენიმე ბიჭი გუშინდელიდან მეცნობოდა მაგრამ მათი გაცნობით დიდად არ შემიწუხებია თავი გუშინ.
-ვაა რძალოო-წინ გამოვიდა ჩანიოლი-ბიჭებო ეს ჯონგინის ვარდისფერ მაისურში გამოწყობილი გოგო ჰოუფია-თქვა და ეშმაკურად ჩაიღიმა
-არა ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ-მომესმა უკნიდან ხმა-ჰოუფ შენ ზემოთ ადი და გამოიცვალე,მერე გაიცნობ ბიჭებს-მეც კიბეებს ავუყევი და სანამ ოთახში შევიდოდი გავიგონე-ბიჭებო ეს ქორწინება მხოლოდ ფურცელით შემოიფარგლება მეტი არაფრით-მიუხედავათ იმისა რომ ეს ისედაც ვიცოდი,მან რომ თქვა მაინც გული დამწყდა.
კარადაში ქექვა დავიწყე და ბოლოს მივაგენი რაღაცას
YOU ARE READING
შეიძლება ვიღაცას შენი ღიმილი შეუყვარდეს(დასრულებული)
Fanfictionისტორიაში მოთხრობილია გოგონას შესახებ რომელსაც იძულებით აქორწინებენ.მამამისს მისი მოშორება უნდა ამიტომ ვალის სანაცვლოდ შვილს აიძულებს დაქ2წორწინდესს