8. ანგელოზი

1.1K 126 49
                                    

- დიდ ბოდიშს გიხდი დეიზი, მაგრამ არ შემიძლია, რომ გასაღები მოგცე,- უკვე მესამედ გაიქნია დირექტორმა პეინმა თავი და მოჩვენებითი დამნაშავე თვალებით შემომხედა,- საკმარისი მიზეზი არაა ის, რასაც შენ მეუბნები. არქივის გახსნა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მეც მეკრძალება,- ჯიბეზე ჩამოკიდებულ გასაღების კონაზე მიიტყაპუნა ხელი და გამიღიმა იმის ნიშნად, რომ საუბარი უკვე დასრულებული იყო და ჩემს თხოვნებს აზრი არ ჰქონდა.

უგულო ნაბიჭვარი.

დექსტერ ბინის არც ერთი სარკაზმით გაჟღენთილი სიტყვა არ გამიგია და საბოლოოდ მასთან დიალოგი, ისევ მისი დაძინებით და კარის საკეტის მრავალჯერ გადატრიალებით დასრულდა.

- ცუდად გეძინა, ნაილ?- ვკითხე, როდესაც მისი ჩაშავებული უპეები შევნიშნე და გამახსენდა დილით როგორ ბორგავდა.

თავი დამიქნია სკამზე წამომჯდარმა და ჩემს მიერ შემოპარებული პატარა კექსი ჩაკბიჩა.

ნაილი პაციენტებში ყველაზე მეტად მომწონდა. მისი დაცვის სურვილი იმ წამსვე გამიჩნდა, რა წამსაც პირველად დავინახე.

აქ, ამ შენობაში, ამ საზოგადოებაში მისი ადგილი არ იყო და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მისთვის თავისუფლება დამებრუნებინა.

მინდოდა თავისი ასაკის ბიჭებივით ევლო კოლეჯში, ღამის კლუბებში, სწრაფის კვების ობიექტებში და სპორტდარბაზებში. მინდოდა აესრულებინა თუ რამ ოცნება ჰქონდა და გამოსულიყო ის, ვინც სურდა, რომ ყოფილიყო.

- მეც საშინლად მეძინა,- ვუთხარი და ამით თითქოს ვაგრძნობინე, რომ მარტო არ იყო,- ეტყობა ამ ადგილს ჯერ ვერ შევეჩვიე. საშნელი კოშმარი მესიზმრა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ამან გააღიმა.

საშინლად უსწორმასწორო კბილები ჰქონდა, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ამას ბიჭის გარეგნობა დაემდაბლებინა, პირიქით - მას ბავშვურ და სუფთა იერს სძენდა.

მთვარის ილუზიაWhere stories live. Discover now