15. ადამიანები? კი. ადამიანობა? არა.

874 104 19
                                    

ფაქტობრივად გარბოდა დაცვის ის თანამშრომელი, რომელსაც უკან მივყვებოდი, ლუი.
ვერ ვხვდებოდი მისი ასეთი სიჩქარის მიზეზს. ისე ჩქარობდა, თოთქოს შეეძლო უკვე გარდაცვლილის გაცოცხლება და იმ ქვეყანაზე მობრუნება, სადაც გიჟად იწოდებოდა.
ლუი ჩქარობდა, მე უკან მივყვებოდი და რაც უფრო მეტ ნაბიჯს ვადგამდი, მით უფრო მემატებოდა შფოთვა და ღელვა, რადგან უფრო და უფრო ნაცნობი ხდებოდა ის დერეფნები, რომლებსაც გავდიოდით.
ეს ჰოლი..
აქ..
აქ ჩემი პაციენტები არიან!
ყველა, თითოეული მათგანი, ოთხივე ამ ჰოლში მდებარე პალატებში იყო განთავსებული.
მისტერ ბინი?
მის ეშლი?
იქნებ.. იქნებ ნაილი?
ან..
ან..
ან იქნებ..
ჰარი..
პირველ პალატას გავცდით, რამაც დექსტერ ბინი გამორიცხა. რაოდენ საშინლადაც არ უნდა გაეჟღერა ამას ჩემი პირიდან, მაინც ვიტყოდი, რომ თუ ჩემს პაციენტებს შორი არჩევა მომიწევდა, სასკივდილოდ სწორედ დექსტერ ბინს გავიმეტებდი, მაგრამ როგორც ჩანს ღმერთი და დედა ბუნება არ მეთანხმებოდნენ.
შემდეგი პალატა ნაილის იყო. ალბათ ამდენი ყველა საკვირაო ლოცვაზე არ მილოცია. ვნატრობდი, რომ აქ არ გავჩერებულიყავით, რომ უემოციოდ და ყოველგვარი შეყოვნების გარეშე გაგვევლო მისი პალატის კარი, მაგრამ რა წამსაც შევჩერდით, იმ წამს გამიჩერდა გულის ცემაც.
ნაილი?
ღმერთო ჩემო, ნაილი!
პირზე ხელი ავიფარე და გაუაზრებლად გადმოვყარე კუნწულა ცრემლები.
რატომ მაინც და მაინც ის?
დაბინდული და ცრემლში ჩაფლული თვალებით გავხედე ჩემს წინ მიმავალ დაცვის წევრს, რომელიც ძირს, თავის ფეხსაცმელს დასჩერებოდა. შემდეგ ერთი-ორჯერ იატაკს გაუხახუნა ფეხსაცმლის ძირი, მასზე მიკრული უცხო სხეული მოიშორა და უკანმოუხედავად განაგრძო გზა.
არ მეგონა თუ ადგილზე არ ჩავიკეცებოდი.
პირზე აფარებული ხელი მოვიშორე და გულზე მივიდე. არ მეგონა ასე სწრაფად თუ შეეძლო სისხლს მიმოქცევა.
ჯერ კიდევ ვერ ვენდობოდი ვერაფერს, ამიტომ ნაილის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, ფრთხილად გამოვხსენი მძიმე კარი და ჩემს პატარა "ძმას" თვალი შევავლე.
საწოლზე მშვიდად იწვა და უშფოთველად ეძინა. თავთან სკამი დაედგა, სკამზე კი ახლადჩარგული ყვავილის ქოთანი.
კარი ისევ გამოვხურე და ტირილი, თუმცა ამჯერად მადლიერების, ხელახლა დავიწყე.
თუ ნაილი არა, თუ დექსტერი არა, მაშინ ეშლი, ან ჰარი.
ღმერთო.
ვოცნებობდი, რომ ამ ჰოლში სხვა ექიმებსაც ჰყოლოდათ პაციენტები.
სასწაულია, როგორი ბოროტი შეიძლება იყოს მსგავს მომენტებში ადამიანი.
მინდოდა, რომ ჰარის ეცოცხლა?
არ ვიცი.
წინასწარ ვერ ვსაზღვრავდი მისი ამ ქვეყნიდან გაქრობა გამიხარდებოდა თუ არა.
მიყვარდა. დიახაც, რომ მიყვარდა, თუმცა რამხელაც იყო ჩემი მის მიმართ სიყვარული, ზუსტად იმდენი იყო სიძულვილიც.
ეს ისეთი მომენტია, როდესაც გინდა ადამიანს ძლიერად, ხარბად აკოცო და ამის შემდეგ ძალის შეუკავებლად დაარტყა სახეში გაშლილი ხელი, რომ გაიგოს რას გრძნობ მის მიმართ.
რა ფერით აღვწერდი ჩემს გრძნობებს ჰარის მიმართ?
ნაცრისფერით. რა თქმა უნდა ნაცრისფერით.
თეთრი სიყვარულია, შავი - სიძულვილი. ნაცრისფერი კი მათი ნაზავი.
აი, სულ ესაა ჩემი გრძნობები. ნაცრისფერი ციალი და მეტი არაფერი.
ვინაიდან ჩამოყალიბებული არ ვიყავი საერთოდ რა მინდოდა, შევიმშრალე ცრემლები და ლუის უემოციოდ გავყევი უკან.
ვაღიარებ, არ მოველოდი, თუმცა წამით გამიხარდა, როდესაც მის ეშლის პალატის შეღებულ კარში შევედით და სამი ექიმი და ერთი ექთანი დავლანდე.
ჰარი უსაფრთხოდ იყო.
გამიხარდა.
ვფიქრობდი, რომ ვერაფერს ვიგრძნობდი, მაგრამ შევცდი. გულმა ფეთქვას მოუმატა, როდესაც დარწმუნდა, რომ ჰარი სტაილსი უსაფრთხოდ იყო.
მაგრამ ეშლი?
განა ასეთი ბოროტი უნდა ვყოფილიყავი მის მიმართ?!
ხშირად მაშინებდა მისი ქცევები, მაგრამ თავი არ შეუძულებია ჩემთვის.
ის უბრალოდ ქალი იყო, ცოტა ბევრი ტრაგედიით თავის ცხოვრებაში.
ეშლის გვამს დავხედე და შევძრწუნდი.
განა შესაძლებელია საკუთარ გარდაცვალებას ასეთი ბედნიერი სახით შეხვდე?
ის იღიმოდა. მთლიანად.
იღიმოდნენ მისი ტუჩები, ლოყები და ღიად დარჩენილი, შავად მბზინავი თვალები.
იქნებ სწორედ სიკვდილშია ბედნიერება?

მთვარის ილუზიაOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz