4. განსხვავებები

1.2K 153 28
                                    

არ მეგონა თუ ოდესმე, რომელიმე ჩემს პაციენტზე ხელს ჩავიქნევდი, მაგრამ დექსტერ ბინის დანახვისას მივხვდი, რომ ვცდებოდი.

ნაილის ნახვის შემდეგ მასთან ვიზიტმა ცოტა არ იყოს შემაშინა, როგორც პირველ, ისე ბოლო შეხედვაზე.

ამაზრზენი იყო.

რთული არაა ადამიანმა შენში ზიზღი გამოიწვიოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არაა. ძალიან რთულად თუ შემაჯავრებს ვინმე თავს და ამ კაცმა ეს სულ რაღაც ხუთ წამში შეძლო.

მის პალატაში შესვლა გაბედული ნაბიჯებით დავიწყე და თითქმის იმავე წამს დავასრულე.

ალბათ ყველა პალატა ერთნაირადაა მოწყობილი. ნაილის ოთახის ზუსტი ასლი იყო. უბრალოდ უფრო მეტად ბინძური და მკვდარი. არანაირი ყვავილის ქოთნები.

- ახ,- მისი ხმა სრულიად შეესაბამებოდა მამაკაცის ასაკსაც და დაავადებასაც. ბოხი, ხრინწიანი და ნაწყვეტ-ნაწტვეტი,- მოხვედი? უბადრუკო,- დამცინავად წარმოთქვა ისე, რომ ჩემსკენ არც კი შემოუხედავს.

ვეცადე სიმშვიდე შემენაარჩუნებინა და ის ღიმილი დავიბრუნე, რომლითაც ქერათმიან, ირლანდიელ ბიჭს ვუღიმოდი წუთების წინ. ყოველი შემთხვევისთვის ვეცადე მაინც.

- მოგესალმებით, ბატონო ბინ,- იმ ერთდერთ მაგიდასთან დავჯექი, რომელიც ოთახში იდგა და ვეცადე მოსუქებული მოხუცის ყურადღება მიმექცია.

- თუ სასმელი არ მოგიტანია გირჩევნია დაახვიო,- შემიღრინა და მხოლოდ ამის შემდეგ შემობრუნდა. წამით შეეცვალა გამომეტყველება. ეტყობა სხვა ვეგონე, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ მისთვის ჩემს ვინაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ ხელი ჩაიქნია გადაქერცლილ და სიბერისგან დანაოჭებულ კანზე თითები დაისვა,- შე ვინ ოხერი ხარ?

- მე თქვენი ახალი ექიმი ვარ, დეიზი ჰილი,- თავი წარვუდგინე, თუმცა ამჯერად ხელის ჩამორთმევა არ მიცდია.

მთელი შიგნეულობა ჩამყვიროდა ყურში, რომ მის ჭუჭყიან ხელს არ შევხებოდი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში გარეთ დაიწყებდნენ გადმოსვლას. პაციენტის პალატაში რწყევა კი უკანასკნელი იყო რაც ახლა მჭირდებოდა ან მინდოდა.

მთვარის ილუზიაHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin