24. შვიდი

803 122 34
                                    

- არა,- წამოიყვრია ექთანმა მალიკმა და ეცადა შოკიდან გამოვეყვანე,- ჰორანი არა. ბინი, დექსტერ ბინი.

გულმა თითქოს ხელახლა დაიწყო მუშაობა.

ჰორანი არა! ჰორანი არა! ჰორანი არა!

გამუდმებით იმეორებდა ჩემი გული და გონება და ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამისთვის. 

- დოქტორო,- მკლავზე ჯერ შეხება ვიგრძენი, შემდეგ ვიღაცამ შემაქანა და აზრზე მოსვლა მაიძულა,- უნდა წავიდეთ! სასწრაფოდ!

ბიჭს თავი სწარაფდ დავუქნიე და ჩემს კაბინეტში მდგარ მაგიდას მივვარდი. მესამე უჯრა გამოვხსენი და დამამშვიდებლების დიდი რაოდენობა ჩავიყარე ჯიბეში სხვა პრეპარატებთან ერთად. 

- წავედით,- შევძახე და სირბილით გავუყევი კორიდორს. 

არასოდეს გაწელილა ეს გზა ასე ძალიან. 

მერე რა, რომ ყველაზე ნაკლებად ჩემს პაციენტებში დექსტერ ბინი მიყვარდა? მაინც ჩემი პაციენტი იყო, რომელზეც უნდა მეზრუნა.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მთვრალმა საკუთარი ისტორიის ფრაგმენტები მომიყვა, მივხვდი, რომ ახალგაზრდობაში საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება უნდა ყოფილიყო. 

რატომღაც წარმოვიდგინე მაღალი, ფართო მხრების მქონე, მიმზიდველი მამაკაცი, რომელიც სიყვარულით სავსე თვალებით შესქერის ვიტრინასთან მდგარ მშვენიერ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც თავზე კრემისფერი შლაპა ეხურა და ნაზად ფურცლიდა იმ წიგნს, რომლის ყიდვასაც უკვე კვირებია გეგმავდა.

როგორი სასტიკი შეიძლება იყოს ცხოვრება..

მელანია რომ არ დაღუპულიყო, იქნებოდა კი დექსტერ ბინი ახლა აქ, ამ შენობაში და დაიტანჯებოდა შეტევისგან?

მელანია, რომ არ დაღუპულიყო, დაიწყებდა კი დექსტერ ბინი სმას?

მელანია, რომ არ ყოფილიყო, განა შეძლებდა დაღუპვას და დექსტერ ბინის განადგურებას?

მთვარის ილუზიაWo Geschichten leben. Entdecke jetzt