10. უკანონო

1.1K 109 44
                                    

- აქ რას აკეთებ?- უკვე მევსებოდა ფიალა და ვერც კი ვაცნობიერებდი ისე ვუწევდ ხმას. იმის შიში კი, რომ შეიძლებოდა ვინმე შემოსულიყო და ჩემი არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო საქციელის გამო სამსახურიდანაც გავეგდე, საერთოდ გამქრალიყო,- ვინ მოგიყვანა?!  რატომაა შენი ყველა საბუთი ცარიელი?! მიპაასუხე!

მოთმინებადაკარგული ვუახლოვდებოდი მას, მაგრამ თუნდაც დასარტყმელად, ვერ ვბედავდი, რომ შევხებოდი.

- ოჰ, დოქტორო ჰილ,- ოდნავი გაოცება გამოესახა სახეზე, თუმცა ეს ემოცია მალევე ჩაახშო და თბილად გამიღიმა, რამაც მაიძულა, რომ აქამდე შეკრული მუშტებო მომეშვა და იმ ცრემლებისთვის მიმეცა გადმოღვრის საშუალება, რომელიც უკვე დიდხანს მედგა თვალებში.

ავქვითინდი და ძალაგამოცლილი იმ სკამზე დავეშვი, რომელზეც აქამდე თავდაჯერებული, ამაყი სახით ვიჯექი.

- ო, დოქტორო,- ჩემთან ჩაიმუხლა და იმდენად ახლოს მოვიდა, რომ მისი სუნთქვა სახეზე მეგრძნო. არც თვითონ მეხებოდა. თითქოს მასაც სევე ეშინოდა ჩემი, როგორც მე მისი,- ასე ხომ ცუდად გახდებით. ნელა და ღრმად ისუნთქეთ.

დამჯერი ბავშვივით ვცდილობდი მისი სიტყვების შემდეგ ტირილის შეკავებასა და მშვიდ სუნთქვას.

- აი, ასე,- თქვა და ისევ ის ღიმილი მომიძღვნა, რომელიც წუთების წინ.

ეს ჰარი აბსოლუტური საპირისპირო იყო იმის, ვინც მე წინა სეანსზე ვნახე, ვინც მე მიყვირა და სააშკარაოზე გამომიტანა.

- რატომ.. შენ..

არ ვიცი რის თქმას ვცდილობდი. ვერ ვაანალიზებდი იმ სიტყვებსაც, რომლებიც ჩემს ბაგეებს წყდებოდა, მხოლოდ ვბურდღუნებდი უაზროდ და ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა, რომ ჰარი მისმენდა.

- ყველაფერი კარგად იქნება, დოქტორო ჰილ,- ნელი მოძრაობით წამოიღო ხელი ჩემი სახისკენ და მისი შეხების მოლოდინში თვალები დავხუჭე.

მთვარის ილუზიაNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ