20. რაღაც ახალი

930 115 133
                                    

- არ მეგონა დამხმარე ძალას თუ მიიყვანდით არქივში,- წარბშეკრულმა მითხრა და უსიტყვოდ, უკვე მიჩვეულმა დაიკავა მისთვის განკუთვნილი  ადგილი მაგიდასთან.

- აღარ გკითხავთ როგორ გაიგეთ,- ამოვიოხრე. ალბათ უკვე აღარ მაინტერესებდა დიდად საიდან იცოდა ყველაფერი ან უბრალოდ შევეგუე მის უჩვეულო ქმედებებს,-  მოდი, უბრალოდ ვისაუბროთ, ბატონო სტაილს.

მაგიდაზე იდაყვები დააწყო და ისე გადმოიხარა როგორც ჩვევია.

- ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, დოქტორო ჰილ,- თვალებში მიყურებდა და ისე მიღიმოდა. მისი ეს ღიმილი წესით სარკაზმით უნდა ყოფილიყო გაჟღენთილი, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გულიდან მოდიოდა. ამის დაბეჯითებით თქმა და არა მხოლოდ თქმა, არამედ  დამტკიცებაც შემეძლო,- არ გნებავთ ახლა განსხვავებული რამ ვცადოთ?

მისმა შემოთავაზებამ დამაბნია, მითუმეტეს, რომ არ ვიცოდი "განსხვავებულში" რას გულისხმობდა. ვეცადე არასერიოზულად მივდგომოდი მის სიტყვებს, რომ შეფარულ პროვოკაციაზე არ წამოვგებულიყავი და მშვიდად ვუპასუხე:

- თქვენთან ერთად თამაშის ხასიათზე არ ვარ, ბატონო სტაილს. შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ არ დავიზარებ და შეგახსენებთ, რომ მე აქ იმისთვის ვარ, რომ გიმკურნალოთ.

- და რას უნდა უმკურნალოთ ჩემში, დოქტორო?- დამცინავი ტონით წარმოთქვა და სკამის საზურგეზე გადაწვა.

მართლაც. რა არის მასში სამკურნალო?

იმაზე, რომ ჰარი ავადაა, მხოლოდ ის მოწმობს, რომ ფსიქიატრიული შენობის ერთ-ერთ პალატაშია გამომწყვდეული.

უჩვეულო მხოლოდ ის ახასიათებს, რომ ცოტა.. არა, საკმაოდ ბევრი რამ იცის. მათ შორის ისიც, რაც არ უნდა იცოდეს.

რას უნდა ვუმკურნალო მასში?

- მაგას მალე გავარკვევ,- ვთქვი, მაგრამ საკუთარი თავის თავადაც არ მჯეროდა.

მთვარის ილუზიაNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ