26. გაქრა?

774 111 37
                                    

- საერთოდ, თქვენ მაინც თუ ხვდებით რაზე საუბრობთ, დეიზი?- უტიფრად მკითხა და ჩემი მუქარისგან გამოწვეული შიშის დასაფარად ეცადა სახეზე ცინიზმი მოერგო.

- საკმაოდ კარგად ვხვდები, დირექტორო პეინ და ისიც ვიცი რა შედეგზე შეიძლება გავიდე ამ მუქარით,- არც მე დავიშურე ცინიზმი და გავუღიმე.

- ახლა მხოლოდ ერთ შედეგს ვხედავ, დოქტორო ჰილ და თუ არ გინდათ ეს შედეგი განხორციელდეს და დაცვამ ჩემი კაბინეტიდან კინწისკვრით გაგაგდოთ, მაშინ თქვენივე ნებით დამტოვეთ, თუ შეიძლება,- ბოლო სიტყვები გამოკვეთა და სავარძელში ჩაეშვა. 

რთული იყო არ შემემჩნია მისი აკანკალებული და გაოფლილი ხელის გულები, რის  გამოც მინდოდდა ბოლო ხმაზე მეცინა, თუმცა თავი შევიკავე.

- როგორც მიბრძანებთ, დირექტორო პეინ,- თავი "დავუკარი" და კაბინეტის კარი ფრთხილაად მოვხურე.

კართა გაოცებული ექთანი მალიკი იდგა წამლით სავსე ნემსითა და ნახევრად დაცლილი ფლაკონით. როგორც ჩანს რომელიღაც პაციენტი გამოვიდა მწყობრიდან და ის უდა დაემშვიდებინა.

- დოქოტორო ჰილ,- მომესალმა და დავალების შესასრულებლად წავიდა.

იმ დედა-შვილის კვალიც კი არსად იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვისტუმრე პედოფილი პეინის კაბინეტიდან.  როგორც ჩანს, ვიღაცას მაინც დავეხმარე.

ჰარისთან შევლა მინდოდა, თუმცა არ ვიცოდი თვალი როგორ გამესწორებინა მისთვის. არქივთან წვდომა დავკარგე, მისი აქედან გაპარება არ გამომივიდოდა თუ იმ ახალ დაცვას არ დავიყოლიებდი ან მოვისყიდდი, შესაბამისად მისი გადარჩენის გეგმა კი არა, ხელში საერთოდ არაფერი მეჭირა. 

მაინც ვერ ავარიდებდი მასთან ვიზიტს თავს, მაგრამ გადადება შემეძლო.

გადავწყვიტე, რომ ჯერ ნაილი მომენახულებინა და შემდეგ შევსულიყავი მასთან.

მთვარის ილუზიაWhere stories live. Discover now