13. ქურდი.. მატყუარა..

1K 116 57
                                    

ახლა უკვე აღარ  ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ რამ გადამაწყვეტინა აქ დარჩენა. მთავარი იყო ის, რომ უკვე შუაღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, მე კი ისევ ჰარის პალატაში, იგივე სკამზე ვიყავი მოთავსებული.

სინათლეები პლატებში ყოველ საღამოს, ათ საათზე ავტომატურად ითიშებოდა და ამის წყალობით, უკვე ორი საათი ვიხსედით მე და ბატონი სტაილსი მთვარით განათებულ ოთახში, სადაც ერთმანეთის სხეულების აღქმა და გარჩევა, მხოლოდ გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ შევძელით.

უჩვეულოდ ნათელი იყო მთვარე. ასეთი სიკაშკაშე ბოლოს როდის ვნახე, აღარც მახსოვს.

სიჩუმე დაურღვევლად სუფევდა და უკვე აღარ ვიცოდი, რატომ მთხოვა პაციენტმა მის ოთახში დავრჩენილიყავი.

- დოქტორო ჰილ,- და აი, ისიც. მისი ბოხი ხმა და ბრიტანული აქცენტი.

- დიახ, ბატონო სტაილს.

- რაიმეს შიში გქონიათ?

არ ვიცი ეს კითხვა ასე უეცრად რატომ ან საიდან დაებადა, მაგრამ ფაქტია, რომ დამაბნია და საკმაოდ დიდხანსაც დამაფიქრა. რამდენიმე წუთიანი ღრმა ფიქრის შემდეგ კი, მივხვდი, რომ ტყუილად ვირჯებოდი და ყოყმანით სავსე პასუხი გავეცი.

- არ ვიცი, ალბათ არა. ან შესაძლოა მე ვერ ვიხსენებ.

- სიკვდილის? სიკვდილის არ გეშინიათ, დოქტორო ჰილ?- უცნაურ შეგრძნებას იწვევდა ჰარისთან ერთად ჩემს შიშებზე საუბარი მაშინ, როდესაც ჩაბნელებულ, მხოლოდ მთვარის სინათლით სავსე ოთახში ვისხედით.

- ვფიქრობ სისულელეა გეშინოდეს იმის, რაც გარდაუვალია.

- მართლაც. გეთანხმებით, დოქტორო, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ღრმა შიშში ხართ და ეს შიში სიკვდილს უკავშირდება,- რატომ საუბრობს ისე, თითქოს ჩემს შესახებ ყველაფერი იცის? აჰ, თუმცა. ეს ხომ ჰარი სტაილსია.

- მაინც? შეგიძლიათ მითხრათ რა მაშინებს?- გამომცდელად შევხედე, თუმცა კი არ ვიცოდი ჩემს სახეს სართოდ თუ არჩევდა.

მთვარის ილუზიაWo Geschichten leben. Entdecke jetzt