1/1

1.1K 112 12
                                    



–ვგიჟდები შემოდგომაზე–ყვითელ, მიწაზე დაყრილ ფოთლებს შეხედე, რომელიც ყოველ დაბიჯებაზე სასიამოვმო ხმას გამოსცემდა და შემოდგომის სიმყუდროვეს ქმნიდა.

–მე კი შენზე ვგიჟდები.–შენს გვერდით მდგარი ყმაწვილი ისე გიღიმის, რომ გინდება შენც გაუღიმო საპასუხოდ. მისი ღიმილი იმდენად ნათელია, რომ ალბათ მზესაც კი შეშურდება. ჰოსოკს თვალები უბრწყინავს, თქვენს ერთმანეთში ახლართულ თითებს უყურებს და ცდილობს შენსავით ბუნებასა და გარშემომყოფ სილამაზეზე იფიქროს, თუმცა ერთადერთი რაზეც ფიქრი შეუძლია არის მის გვერდით მდგარი ადამიანი, რომელიც პულსისდაკარგვამდე უყვარს, შეუძლია ასე უბრალოდ მიაშტერდეს და მთელი ცხოვრება დატკბეს მისი სილამაზით.

–გეყოფა.–ჩაიცინე და ეცადე აწითლებული ლოყები დაგეფარა, თავი სხვა მხარეს გაწიე.

–ნუ მემალები, მაინც ვერსად წამიხვალ.–ჰოსომა ზურგიდან მიგიხუტა და მის ძლიერ მკერდს მიგაკრო.

–არც ვაპირებ შენგან სადმე წასვლას.–თავი მისკენ მიაბრუნე და მის ცხვირს შეეჯახე, რომელიც ერთმანეთს გაუხახუნეთ და ჩაიცინეთ.

–მიყვარს შენთან დროის გატარება.–ჰოსოკმა ცხვირზე გაკოცა და ისევ ახლართა თქვენი თითები, ხეებითა და დაცვენილი ფოთლებით სავსე ტროტუარზე განაგრძეთ გვერდიგვერდ სიარული.

–მეც.–თავი მის მხარზე დაასვენე სიარულისას.–სახლში რომ მივალთ რამე ფილმს ვუყუროთ.–მისკენ თვალებგაბრწყინებულმა აიხედე.

–კარგი, თუ ცხელ შოკოლადს გააკეთებ ვუყუროთ.–წარბები აზიდა და ტუჩები აილოკა.

–არასდროს მეგონა, რომ შევხვდებოდი ადამიანს, რომელსაც ცხელი შოკოლადი ჩემსავით უყვარს.–თქვი და ჰოსოკის ლამაზი პროფილის თვალიერება დაიწყე.

ხის სახლში შეხვედით და სიცივისგან ცოტა აკანკალდი. შენ და ჰოსოკი გიჟდებით თქვენს ამ სახლზე, ტყესთან ახლოს, ჩუმი ადგილი, ბუნება, მხოლოდ შენ და ჰოსოკი, თუმცა ერთი მინუსი ის არის, რომ სახლში მოსვლისას აქ ყოველთვის სიცივე გხვდებათ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 17, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

შემოდგომა/AutumnWhere stories live. Discover now