განყოფილებაში მყარად ვდგამ ნაბიჯებს და ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ, ვესალმები დანარჩენ პოლიციელებს და ერთ ერთს ვანიშნებ რომ ჩემთან შემოვიდეს. კაბინეტში შევდივარ, გონებას ვკრიბავ და მაგიდაზე არსებულ ფაილებს ვხსნი. ამ დროს კარზე კაკუნია
- შემოდი. ვეუბნები მკაცრად და ფაილებს თვალს არ ვაშორებ.
ბიჭი შემოდის კაბინეტში და ელოდება ჩემს ბრძანებას.
- დაჯექი.... აბა რამე ახალი გაარკვიეთ კრიმინალური ბანდის შესახებ? ფაილებს გვერდზე ვდებ და მთელი ყურადღებით ვუსმენ ბიჭს.
- უფროსო გავარკვიეთ ამ ბანდის სახელი არის DANGER. ბანდაში ათი კაცია, ერთ ერთი ბანდის ლიდერის შვილია...
- ლიდერის სახელი ცნობილია?
- მას ნამჯუნი ქვია, ასევე მას მოიხსენიებენ როგორც ქილერს, მაგრამ მას დანაშაული ჯერ ჯერობით ვერ აღმოუჩინეს.
- გასაგებია და მისი შვილი რას საქმიანობს?
- მის შვილზე ბევრი არაფერი ვიცით, მას მინ იუნგი ჰქვია, მაგრამ შუგასაც ეძახიან.
- სულ ესაა?
- დიახ უფროსო.
- კარგი შეგიძლია წახვიდე. ბიჭი კაბინეტიდან გავიდა. მე კი ჩავფიქრდი,
- ჰმ ესეიგი ნამჯუნი, არც ერთი დანაშაული, მაგრამ ცნობილი როგორც ქილერი ჰაჰ... საკმაოდ სახიფათო ბანდასთან გვაქვს საქმე. ამ დროს ჩემს მაგიდას ვშორდები და ყავით ხელში ფანჯარას გავყურებ. შემდეგ კი ვაკვირდები ფოტოებს სადაც დასახიჩრებული ადამიანებია გამოსახული. ამ დროს კარზე კაკუნია
- შემოდით, ვპასუხობ და ჩემს პოზიციას ვუბრუნდები
- ბატონო ჯონქუქ თქვენი ქალიშვილია მოსული.
- შემოვიდეს. მალე კარებს აღებს ჩემი უსაყვარლესი ქალიშვილი ანო.
- მამა ბოდიში ხომ არ გაცდენ?
- არა ძვირფასო შემოდი. ანო სავარძელში ესვენება და ისეთი სახით მიყურებს თითქოს რაღაც უნდა მთხოვოს
- აბა ამჯერად რა მოუნდა ჩემს პრინცესას?
- აუ მამა კაი რა სამსახურში ნუ დამიძახებ თქო ხომ შევთანხმდით?
- კარგი ბოდიში. ხელებს მაგიდაზე ვაწყობ.
- მამა გავიგე ახალი საქმე გაგიჩნდა ბანდაზე და მინდა რომ ამის გამოძიებაში მეც მივიღო მონაწილეობა. მის ნათქვამზე ყავა ლამის გადამცდა
- შვილო გამორიცხულია... ალბათ იცი რომ ეს ბანდა ძალიან საშიშია, თან ხომ იცი შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.
- მამა ვიცი მაგრამ არ მინდა რომ მუდამ შენი ჩრდილის ქვეშ ვიყო, მინდა მეც შენთან ერთად გავხსნა და გამოვიძიო ნებისმიერი საქმე
- ვიცი მაგრამ ეს არ გამოვა, შენ ადვოკატი ხარ, ეს ნუ გავიწყდება.
- დედას უკანასკნელი სურვილი რომ არ ყოფილიყო ახლა შენს ადგილზე მე ვიქნებოდი. ჩაიცინა ანომ. ამ დროს კარები ბიჭმა შემოაღო
- შეიძლება? ანოს მისი ნახვა გაუხარდა
- ჰობიი მოდი ჩემი სანშაინი. ანო ჰობის ეხუტება და სავარძელში ჯდება.
- ბატონო ჯონქუქ ერთი ბიჭი დავაკავეთ და თუ გამოიცნობთ ვინაა
- ჰობი ნუ დამტანჯე თამაშის თავი არ მაქვს
- კაი ხო... მინ იუნგი. მითხრა თუ არა სკამიდან გადავყირავდი კინაღამ
- რაა? ბანდის ლიდერის შვილი მინ იუნგი?
- ხოო ქურდობისთვის დააკავეს.
- ამ საქმეს მე მივხედავ თქვა ანომ და წამოხტა
- ანო იცოდე ზედმეტები არ გააბედინო და თავი დაიცავი.
- კარგი მამა. ანო კაბინეტიდან გადის.
- ჯონქუქ იმედია იცი რასაც აკეთებ
- ჰობი ნუ ღელავ დამიჯერე ანო არ დაინდობს. ჰობიმ გაიღიმა და წავიდა. კაბინეტი სიჩუმემ მოიცვა, მხოლოდ საათის წიკ წიკის ხმა ისმის. ფეხზე ვდგები და კედელზე არსებულ ფოტოს ვუყურებთ, სადაც მე ანო და ჩემი ცოლი ქეითი ვართ ერთად.
- ქეით თანდათან როგორ გემსგავსება ანო. მეღიმება... ისიც შენსავით შრომისმოყვარე და უშიშარია. სახიდან ღიმილი მიქრება რადგან მახსენდება ძველი დრო, თვალზე ცრემლი მადგება და ისევ ფოტოს ვუყურებ
- გპირდები ქეით აუცილებლად ვიპოვი ვინც შენ მოგკლა და სიცოცხლეს გავუმწარებ.
( ანო)
დაკითხვის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ ბიჭს, რა ამაზრზენად გამოიყურება, ან რანაირად იკრიჭება, ხოა ღირსი დააცალო სათითაოდ ეგ კბილები და ხელში მისცე? ფიქრებიდან მალე გამოვდივარ და მაგიდასთან საბუთებს ვალაგებ. თან მის სახეს შევყურებ.
- სახელი
- ვითომ არ იცოდე
- წესიერად შენი ბავშვი არ ვარ
- მინ იუნგი... მაგრამ შენთვის შუგა
- შენ რა ჩემი წყობიდან გამოყვანა გინდა?.... ჰაჰ არ გირჩევ
- კარგი ლამაზო დამშვიდდი
- ლამაზი ბებიაშენია... კვლავ მის საბუთებს ვათვალიერებ
მინ იუნგი დააკავეს ქურდობისთვის.... ჰაჰ ბანდის ლიდერის შვილს დავიჯერო ფული არ ჰქონდა? ნუ მაცინებთ...
- ჰაჰაჰაჰა სად გავიცინო...
- იუნგის რაღაც საბუთებზე მოვაწერინე ხელი და კაბინეტიდან გამოვედი.
CITEȘTI
სიყვარული კრიმინალის სანაცვლოდ (დასრულებული)
Fantezieკრიმინალური ბანდის უფროსის შვილი და პოლიციელის ქალიშვილი, მათი ურთიერთობა დიდ ამბიზიებში გადაიზრდება დანარჩენს ფიკში იხილავთ.